ამ ფრანგმა მხედართმთავარმა 1804 წელს თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა, თუმცა მისი ეპოქა საბოლოოდ 1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლაში მარცხით დასრულდა
ნაპოლეონი
ეს მთა ზღვის დონიდან 5201 მეტრზე მდებარეობს და ის საქართველოს უმაღლესი მწვერვალია
შხარა
პოპ-მუსიკის ამ ლეგენდარულ შემსრულებელს, რომლის 1982 წლის ალბომი „Thriller“ დღემდე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ალბომად რჩება, ოფიციალურად „პოპ-მუსიკის მეფეს“ უწოდებენ
მაიკლ ჯექსონი
Disney-ს ამ 1994 წლის მუსიკალურ ანიმაციურ ფილმში მოთხრობილია სიმბას ისტორია, საუნდტრეკი კი ელტონ ჯონს ეკუთვნის.
მეფე ლომი
ამ ფრანგი მწერლის კალამს ეკუთვნის ისეთი სათავგადასავლო კლასიკა, როგორიცაა „80 დღე დედამიწის გარშემო“
ჟიულ ვერნი
ეს უძველესი ცივილიზაცია ტიგროსისა და ევფრატის მდინარეებს შორის მდებარეობდა და სწორედ მათ უკავშირდებათ კაცობრიობის ერთ-ერთი პირველი დამწერლობის, ლურსმულის, შექმნა.
შუმერული
სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში მდებარე ეს ჩანჩქერი, რომლის სიმაღლეც 979 მეტრია, მსოფლიოში ყველაზე მაღალია თავის კატეგორიაში.
ანხელის ჩანჩქერი
ეს ლეგენდარული ლივერპულიელი ოთხეული მუსიკის ისტორიაში ყველაზე გავლენიან ბენდადაა მიიჩნეული.
The Beatles
რეჟისორ რეზო ჩხეიძის ამ უმნიშვნელოვანეს ქართულ ფილმში, მსახიობი სერგო ზაქარიაძე განასახიერებს კახელ გლეხს, გიორგი მახარაშვილს, რომელიც შვილის საძებნელად ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება.
ჯარისკაცის მამა
ეს მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი, „ცისფერ ყანწელების“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი, ავტორია გენიალური ლექსებისა „თოვლი“ და „მერი“.
გალაკტიონ ტაბიძე
1783 წელს ერეკლე II-მ და ეკატერინე II-მ ხელი მოაწერეს ამ ტრაქტატს, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა.
გეორგიევსკის ტრაქტატი
მიუხედავად იმისა, რომ სიდნეი და მელბურნი ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქებია, ამ ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი სწორედ ეს ქალაქია.
კანბერა
ეს გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა , რომლის ერთ ერთი უდიდესი შედევრია - მეცხრე სიმფონია.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
მსახიობმა ჰით ლეჯერმა სიკვდილის შემდეგ მიიღო „ოსკარი“ ამ ქაოტური და გენიალური ბოროტმოქმედის როლისთვის
ჯოკერი
ილია ჭავჭავაძის ამ ცნობილ სატირულ მოთხრობაში მთავარი პერსონაჟი, მე-19 საუკუნის მიწურულის ქართველი თავადაზნაურობის უსაქმურობასა და რუტინულ ცხოვრებას განასახიერებს.
ლუარსაბი
1215 წელს ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლომ ხელი მოაწერა ამ ისტორიულ დოკუმენტს, რომელმაც შეზღუდა მონარქის ძალაუფლება და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე კონსტიტუციონალიზმს
თავისუფლების დიდი ქარტია (Magna Carta)
ეს აფრიკული სახელმწიფო ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც სამი ოფიციალური დედაქალაქი აქვს: პრეტორია (აღმასრულებელი), კეიპტაუნი (საკანონმდებლო) და ბლუმფონტეინი (სასამართლო).
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ამ როკ-ჯგუფის ვოკალისტმა, აფრიკელმა ფაროხ ბულსარამ, მსოფლიოს აჩუქა უკვდავი ჰიტები.
ქვინი
ეს ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც საფრანგეთის საკურორტო ქალაქში ტარდება და რომლის მთავარი ჯილდოც „ოქროს პალმის რტოა“, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კინომოვლენად ითვლება.
კანის კინოფესტივალი
სკანდინავიურ (ვიკინგების) მითოლოგიაში ასე ჰქვია ოდინის დიდებულ დარბაზს, სადაც ვალკირიებს ბრძოლაში გმირულად დაცემული მეომრების სულები მიჰყავთ.
ვალჰალა
1921 წლის თებერვალში, წითელი არმიის თავდასხმისას, ამ 20 წლის მოწყალების დამ თბილისის მისადგომებთან, კოჯორთან ბრძოლაში დაჭრილების დახმარებისას სიცოცხლე შესწირა. დღეს ის საქართველოს ეროვნული გმირია.
მარო მაყაშვილი
ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის მწვანე-ყვითელ დროშაზე გამოსახულია ლურჯი სფერო წარწერით „Ordem e Progresso“ (წესრიგი და პროგრესი). სფეროზე დატანილი ვარსკვლავები ასახავს ცას იმ ღამეს, როდესაც ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა.
ბრაზილია
1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა Voyager-მა კოსმოსში წაიღო ოქროს ფირფიტა კაცობრიობის საუკეთესო კულტურული ნიმუშებით. მათ შორის მოხვდა ერთადერთი ქართული სიმღერა
ჩაკრულო
ეიმს კამერონის ამ 2009 წლის ფანტასტიკურმა ბლოკბასტერმა, რევოლუცია მოახდინა 3D ტექნოლოგიებში და დღემდე კინოისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ფილმად რჩება.
ავატარი
ჯორჯ ორუელის ამ ცნობილ ანტიუტოპიურ რომანში აღწერილია ტოტალიტარული სამყარო, სადაც ყველაფერს აკონტროლებს პარტია და მისი სიმბოლო — „დიდი ძმა“ (Big Brother).
1984