საკლასო დისკუსია
სიმულაცია და როლური თამაშები
ჯგუფური მუშაობა
100

რამდენი სახის გარემოში შეიძლება წარიმართოს საკლასო დისკუსია და ჩამოთვალეთ ისინი.

დისკუსია შეიძლება წარიმართოს 2 სახის გარემოში, ესენია: 

1. თანამშრომლობითი ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს შორის.

2. მასწავლებელთა და მოსწავლეებს შორის.

100

რაში ეხმარება მასწავლებელს შედეგზე ორიენტირებული კითხვები?

მასწავლებელი იგებს, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს კონკრეტული პრობლემისათვის გამოსავლის მოძებნა.

100

რას შეიძლება ნიშნავდეს, ინფორმაციის გაზიარების ნაკლებად განვითარებული უნარები?

როდესაც მოსწავლე ვერ ფლობს საკმარის უნარ-
ჩვევებს, რათა აუდიტორიას გააცნოს/გადასცეს საკუთარი სათქმელი სრულყოფილად.

200

რაში ეხმარება მასწავლებელს მერხების წრიული და ოთხკუთხა განლაგება?

მერხების წრიული და ოთხკუთხა განლაგება მასწავლებელს მისცემს საშუალებას, დაინახოს მთელი კლასი და გააკონტროლოს, რამდენად არის ყველა მოსწავლე დისკუსიაში ჩართული.

200

რაში ეხმარება მასწავლებელს პროცესზე ორიენტირებული კითხვები?

მასწავლებელი არკვევს, რამდენად კარგად გაიგო მოსწავლემ ის პროცედურები და წესები, რომლებიც სწორი პასუხის დასადგენად გამოიყენება.

200

რომელია ის ფაქტორები, რომლებიც ძირითადად თავს იჩენს ხოლმე დაწყებით საფეხურზე, როდესაც საქმე ეხება ჯგუფურ მუშაობას?

1. ინფორმაციის გადმოცემის ნაკლებად განვითარებული უნარები

2. სიმორცხვე

3. ნაკლებად განვითარებული საკომუნიკაციო უნარები

4. საგაკვეთილო პროცესის დროს უყურადღებობა/ თანაკლასელების არ მოსმენა.

300

რას ავითარებს დისკუსია, როგორც ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი?

დისკუსია ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და ხელს უწყობს მათი სოციალური უნარების განვითარებას.

300

რამდენი ნაწილისგან შედგება როლური თამაში და რომლებია ესენი?


როლური თამაში შედგება 3 ნაწილისაგან, ესენია:

1. სიტუაცია

2. როლური თამაში

3. საკლასო დისკუსია

300

როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ ნაკლებად განვითარებული უნარები, რათა შეძლონ ჯგუფებში მუშაობა.

საასურველია მასწავლებელმა თანაბრად გადაანაწილოს ჯგუფებში ყველა შესაძლებლობების, დონის მქონე მოსწავლე.

400

რა უნდა განსაზღვროს მასწავლებელმა იმისათვის, რომ დისკუსია მეტად ეფექტური აღმოჩნდეს? 

იმისათვის, რომ დისკუსია მეტად ეფექტური აღმოჩნდეს, საჭიროა ის ფოკუსირებული იყოს კონკრეტულ მიზანსა და სფეროზე.

400

რას გულისხმობს სიმულაცია?

სიმულაცია გულისხმობს, ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია, იგი არის მოდელი იმისა, რაც არსებობს ან შეიძლება არსებობდეს რეალურ ცხოვრებაში.

400

ჩამოთვალეთ ჯგუფური მუშაობის დადებითი მხარეები.

იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობასა და სოციალიზაციის უნარის განვითარებას.

მათ შეუძლიათ ჯგუფურად უფრო რთულ დავალებებს გაართვან თავი.


500

დისკუსიის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, რა ხერხს უნდა მიმართოს მასწავლებელმა?

დისკუსიის დასრულების ბოლოს, სასურველია, თუ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ ჩამოთვლის ძირითად საკითხებს, შეაფასებს პროცესის წარმატებულობას და აღნიშნავს, თუ რა გაკეთდა სწორად და რა საჭიროებს გამოსწორებას.

500

რისთვის გამოიყენებენ როლურ თამაშებს და რას ავითარებს იგი ბავშვებში?

როლურ თამაშებს გამოიყენებენ იმისათვის, რომ მოსწავლეებს ასწავლონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები ან ეთიკური ქცევები. ამ გზით მოსწავლეებს უვითარდებათ პრობლემის გადაჭრის, ასევე გადაწყვეტილების მიღების უნარები.

500

ჩამოთვალეთ ჯგუფური მუშაობის უარყოფითი მხარეები.

ხელს უშლის დამოუკიდებლად სწავლას.

მეტი დამოკიდებულება გადადის ჯგუფის ლიდერზე.

რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება.

შესაძლოა მოსწავლეებში რთული აღმოჩნდეს ამ პროცესის მართვა.

M
e
n
u