დაასახელე სიტყვა ,,სწრაფის" საპირისპირო სიტყვა
ნელი
80 + 60 :30=
82
რა ფერითაა რუკაზე წყალი აღნიშნული?
ლურჯი ან ცისფერი
რის შემდეგ ჩნდება ცისარტყელა?
წვიმის
ზოოპარკში 8 მელიაა. კურდღლები 2-ით ნაკლებია, ვიდრე მელიები, ხოლო ზღარბები - 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე კურდღლები.
რამდენი კურდღელი და რამდენი ზღარბია ზოოპარკში?
კურდღელი- 6, ზღარბი 3
რომელი სიტყვა აღნიშნავს მოქმედებას
,, მამამ ნიკოს სათამაშო ნავი გაუკეთა ".
გაუკეთა
რისი ტოლია 1-დან 10-ის ჩათვლით რიცხვების ჯამი?
55
„ხან სავსეა, ხან ნამგალა,
დედამიწას ურბენს ირგვლივ,
ბნელში ხშირად ნათელს გვფენს,
რაზე ვამბობ, აბა მიხვდით?“
მთვარე
ვინ იყო ნიკო ფიროსმანი?
მხატვარი
მამას ჰყავს 6 ბიჭი. თითოეულ ბიჭს ჰყავს დაც.
რამდენი შვილი ჰყოლია მამას?
შვიდი
"ისინი ჩვენს ლამაზ თბილისში ცხოვრობდნენ."
მოცემულ წინადადებაში რომელია ზედსართავი სახელი?
ლამაზ
გიოს ერთ ჯიბეში 12 თხილი ჰქონდა, მეორეში კი 3-ით მეტი. მესამე ჯიბეში 10 თხილი , ხოლო მეოთხეში იმდენი რამდენიც მეორეში. გიომ 2 თხილი შეჭამა. რამდენი თხილი დარჩა მას სულ?
50
რა ეწოდება მოვლენას,როცა წვიმა დიდხანს არ მოდის?
გვალვა
რამენი ნოტია მუსიკაში?
შვიდი
მერის და ციალას 8 ფანქარი ჰქონდათ. როცა მერიმ ციალას მისცა 3 ფანქარი, მაშინ მათი ფანქრების რაოდენობა გათანაბრდა.
რამდენი ფანქარი ჰქონდა მერის და რამდენი ციალას თავდაპირველად?
მერის 7, ციალას კი 1 ფანქარი
დემეტრეს მშობლები ექიმები არიან.
არსებითი სახელი -"დემეტრეს" რომელ ბრუნვაშია მოცემული?
ნათესაობითში
მეზობლად ცხოვრობენ ბავშვები - 3 ბიჭი და 2 გოგო. საახალწლოდ ყველა ბიჭმა თითოეული გოგოსთვის საჩუქრად მოიტანა ერთი ვაშლი. ხოლო ყველა გოგომ თითოეული ბიჭისთვის ერთი მსხალი. ბავშვებმა მსხლები და ვაშლები ნაძვისხის ქვეშ დააწყვეს. რა უფრო მეტია ნაძვისხის ქვეშ ვაშლები თუ მსხლები?
თანაბარი რაოდენობითაა
ჩასვი გამოტოვებული სიტყვა : ... დიდი სისწრაფით ეცემა დედამიწაზე და აზიანებს ბაღებს ბოსტანს, ხეხილს..
სეტყვა
6 ჩიტს მეტი ფეხი აქვს თუ 3 გოჭს?
თანაბარი
მაკა ცხოვრობს მალვინაზე მაღლა და კახაზე დაბლა. ფრიდონი კი - მალვინაზე დაბლა.
რომელი პიროვნება რომელ სართულზე ცხოვრობს ოთხსართულიან ბინაში?
4- კახა
3-მაკა
2-მალვინა
1-ფრიდონი
დაასრულე ანდაზა :,, ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა,........
შვილიშვის მოსჭრა კბილიო
დედამ მაღაზიაში იყიდა 12 ვაშლი. ვაშლების მეორედი ვაზაზე დააწყო, დარჩენილი ვაშლების მესამედი მეზობლის ბავშვს მისცა, ხოლო დანარჩენი მაცივარში შეინახა.
რამდენი ვაშლი შეინახა დედამ მაცივარში?
4
რა დრო სჭირდება მთვარეს დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნისთვის?
28 დღე-ღამე
სახლს აქვს 23 კიბის საფეხური. რომელ საფეხურზე უნდა დავდგეთ რომ აღმოვჩნდეთ შუაში?
მე-12 საფეხურზე
ორ ბუჩქზე იჯდა 16 ყვავი. მეორე ბუჩქიდან საერთოდ გაფრინდა 2 ყვავი. შემდეგ, პირველი ბუჩქიდან მეორეზე გადაფრინდა 5 ყვავი. ამის შემდეგ ორივე ბუჩქზე ყვავების ერთნაირი რაოდენობა აღმოჩნდა.
რამდენი ყვავი იჯდა თითოეულ ბუჩქზე თავდაპირველად?
პირველზე 12,მეორეზე 4 ყვავი