რას ნიშნავს ,, მიწამ ჩაყლაპა '' ?
გაქრა
რამდენი მეტრია 700 სმ?
7 მ
რომელია ყველაზე დიდი ფრინველი?
სირაქლემა
რა ფერი მიიღება წითელი და ყვითელი ფერის შერევით?
ნარინჯისფერი
მამალი იჯდა ღობეზე, დადო კვერცხი, ღობის რომელ მხარეს გადავარდებოდა კვერცხი მარჯვნივ, თუ მარცხნივ?
მამალი კვერცხს არ დებს
დაასახელე ქართველი მეიგავე.
სულხან-საბა ორბელიანი
შენ და შენ მეგობარს გაქვთ 50-50 წიგნი. ერთი წიგნი მიეცი შენ მეგობარს. რამდენი წიგნით მეტი აქვს ახლა მას ?
2-ით მეტი
რა ეწოდება ხმელეთის ნაწილს, რომელიც გარშემო მთლიანად წყლითაა შემოსაზღვრული?
კუნძული
რაში გამოიყენება სიტყვები :
ლალე, დელიავ - რანუნი, ორერა, რერო, ნანინა?
ქართულ სიმღერაში
რომელი მულტფილმის გმირი ამბობს?
,, მიშველე, ფიცხელ, ვიღუპები, ბატონმა ქორწილიდან საცოლე მომტაცა! ''
წუნა და წრუწუნა
რა სასვენ ნიშანს გამოიყენებ ამ წინადადებაში აღტაცების გამოსახატად?
მართლაც დიდებული სანახაობაა
! ( ძახილის ნიშანს)
ოთხნიშნა რიცხვი დაწერილია მხოლოდ ცხრიანებით, ხუთნიშნა კი მხოლოდ ერთიანებით, რომელი რიცხვია დიდი?
ხუთნიშნა
თუ ღამის 12 საათზე წვიმს, შეიძლება თუ არა 24 საათის მერე იყოს მზიანი ამინდი?
არა. 24 საათის მერე ისევ ღამე იქნება.
რა ჰქვია 11 მეტრიან საჯარიმო დარტყმას?
პენალტი
2 კილოგრამი მურაბის მოხარშვას სჭირდება 1 საათი. რამდენი საათი დასჭირდება 1 კილოგრამი მურაბის მოხარშვას?
1 საათი
რა ჰქვია ტექსტის ნაწილს, რომლის პირველი სტრიქონი ცოტათი შეწეულია?
აბზაცი
სირბილში შეჯიბრის დროს სანდრომ ირაკლიმ და საბამ დაიკავეს საპრიზო ადგილები.
რომელი საპრიზო ადგილი დაიკავა თითეულმა, თუ:
ირაკლიმ ვერ დაიკავა მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილი;
ხოლო საბამ ვერ აიღო მე-3 საპრიზო ადგილი?
ირაკლიმ - 1, საბამ მე-2, სანდრომ მე-3 ადგილი.
რა ჰქვია ყინულად ქცეულ წვიმას?
სეტყვა
What is a monkey?
მაიმუნი
სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?
ექვსი
რომელ იგავ-არაკში ეუბნება მამა შვილებს: ,, თუ ერთად იქნებით მტერი ვერაფერს დაგაკლებთ, ცალ-ცალკე კი ადვილად მოგერევათო?''
ძალა ერთობაშია
ნინოს და ნონას აჩუქეს თითო კოლოფი შოკოლადი (10 შოკოლადის კანფეტი თითეულში).
ნინომ საკუთარი კოლოფიდან შეჭამა რამოდენიმე შოკოლადის კანფეტი, ხოლო ნონამ იმდენი, რამდენიც დარჩა კოლოფში ნინოს.
რამდენი შოკოლადის კანფეტი დარჩათ ორივეს ერთად?
10 კანფეტი.
რა მოძრაობს ზღვიდან ღრუბლებში, ღრუბლებიდან მიწაზე, მიწიდან კი ისევ ზღვაში?
წყალი
რას აღნიშნავს ოჯახი ერთად ღამის 12 საათზე?
ახალ წელს .
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფეხბურთის გუნდის კაპიტანი ხართ. რაიონში 8 საფეხბურთო გუნდია, თითოში 11 ფეხბურთელი. თქვენი გუნდის წევრები 2 წლით უმცროსები არიან თავიანთ კაპიტანზე, ხოლო სხვა გუნდის წევრები მხოლოდ 1 წლით უმცროსი. რამდენი წლისაა თქვენი გუნდის კაპიტანი?
იმდენის, რამდენი წლისაც ხარ შენ