დაასახელეთ სიმღერა, რომელზეც ამბობენ, იგი ღმერთმა შექმნა, ანგელოზებმა იმღერეს და ქართველებს მოასმენინესო.
,,მრავალჟამიერი''
დაასახელეთ სპორტი, რომელშიც უბურთო მოთამაშეზე შეტევა არ შეიძლება.
რაგბი
რა ჰქვია ლეგენდას ძველ ღმერთებსა და გმირებზე?
მითი
დაასრულეთ მევიოლინე მიშა ელმანის სიტყვები:
,,როცა 13 წლის ბიჭს ბერლინში დებიუტი მქონდა, მაშინ ყველა იმას ამბობდა: ,,ნუთუ ეს გამონაკლისი არ არის? ასეთ ასაკში!...'' ახლა როცა სამოცდაათი წელი შემისრულდა, ...''
..ახლაც ყველა იმასვე ამბობს''
გადამითარგმნეთ თანამედროვე ვიეტნამურ ენაზე სიტყვა კატა
,,მიაუ''
რის შესახებ ამბობდა ზარატუსტრა - ,,ის ძალზე მახინჯიაო''?
სიმართლის შესახებ
დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც მხოლოდ მეკარეებს აქვთ უფლება, ორივე ხელით დაიჭირონ ბურთი.
წყალბურთი
ოდისევსის ახირებულ ხასიათს ჰომეროსი მისი თმების ფერით ხსნიდა. რა ფერის თმები ჰქონდა ოდისევსს?
წითური
ერთი საინფორმაციო პორტალის დასახელება, რომელიც ინტერნეტის უახლეს ამბებს ეხება, შედგება ერთი სიმბოლოსა და ერთი ციფრისგან. აღადგინეთ ეს სახელწოდება.
F5
რას ეძახდნენ მეკობრეები ,,ეშმაკის ბიბლიას''?
ბანქოს
დაასრულეთ რომაელთა გამონათქვამი: ,,კანონი მკაცრია, მაგრამ ...''.
,,მაგრამ ის კანონია!'' (DURA LEX, SED LEX)
რომელი მეტალისგან დამზადებული ნალებით ჭედავდნენ დოღის ცხენებს?
ალუმინის (სიმსუბუქისთვის)
პლუტოსი სიმდიდრის ღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში. რა ფიზიკური ნაკლი ჰქონდა მას?
უსინათლო იყო
ერთ რომაელ ელჩს ერქვა პომპეი სენეციუს როსციუმ მურენ სექსტ იულიუს ფრონტინ სილიუს დენციან გაი ევრიტ ჰერკულანიუს ვიბულიუს ვალენტ ნიგერ კლავდიუს საქსა ურუტიან სოსიუს პრისკი. რომაულ კალენდარში მისი სახელი იწერებიდა ასე: პომპეი სენეციუს... რა მოდიოდა შემდეგ?
“და ა.შ.”
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელსაც შეკითხვის ავტორი ერთ-ერთ საიტზე წააწყდა. სურათის ქვეშ ეწერა კომენტარი: „დიდი კანიონის“ კანადური მხარე. რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „დიდი კანიონი“?
რაშმორის მთა
დაასრულეთ უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: ..მხოლოდ ერთი რამ არის მოკავშირეებთან ერთად ომის წარმოებაზე უარესი. ეს არის ...''.
,,ომის წარმოება მოკავშირეების გარეშე''
თარგმნეთ იაპონურად ,,შიშველი ხელი''.
კარატე
ოქროს საწმისის ჩამოსატანად მიმავალ არგონავტებს შორიდან თვალს ადევნებდა ყმა, რომელიც კენტავრ ქირონს ჰყავდა ხელში აყვანილი. გაიხსენეთ მისი სახელი.
აქილევსი
შეყვარებულთან დრამატული კონფლიქტის შემდეგ, ფრანსუაზა საგანის გმირი გამოდის ქუჩაში, ჯდება მანქანაში და მექანიკურად რთავს ამას. კითხვა: რას?
საქარე მინის საწმენდებს (დვორნიკებს)
კომენტარი:მას ცრემლები მოსდის, რაც ხედვას უზღუდავს. იგი მექანიკურად რთავს საქარე მინის საწმენდებს, რაზეც თვითონაც მწარედ ეცინება.
რა მოიმოქმედა მოცარტმა, როდესაც დაკვრისას თითები არ ეყო?
კლავიშს ცხვირი ჩაჰკრა
,,იგი ჯოჯოხეთივით ცხელი უნდა იყოს, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილი'', - რის შესახებ ამბობდა ამას შარლ ტალეირანი.
ყავის შესახებ
რა გადასცა საჩუქრად ერთა ბრაზილიურმა გაზეთმა ფეხბურთელს, რომელმაც სეზონის განმავლობაში 4-ჯერ შეაგდო გოლი საკუთარ კარში?
კომპასი
ხერხემლის პირველი მალას ატლასი (ან ატლანტი) ჰქვია. მას არა მხოლოდ უჭირავს თავი, არამედ მასზეა მიბმული მთელი ხერხემლის სვეტი. ეს სახელწოდება მას მითიური გოლიათის „ატლანტის“ გამო ეწოდა. რატომ?
რადგან მას მითოლოგიის თანახმად, ცის თაღი უჭირავს.
ერთი ნაწარმოების გმირს, რომელსაც სამსახურში ეჩქარება, აწუხებს ის, რომ იქსი დროულად არ „მწიფდება“. დიზაინერი არტემი ლებედევი კი გვთავაზობს იქსზე განვათავსოთ სამკუთხედი, ორი პარალელური ხაზი და კვადრატი. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
შუქნიშანი
კომენტარი: გმირს ეჩქარება სამსახურში და წინ მწვანე მუდმივად მწიფდება წითელ ფერში. სამკუთხედი იგივე „play“ მწვანეზე, ორი ხაზი იგივე „pause“ ყვითელზე, კვადრატი იგივე „stop“ წითელზე.
ანეკდოტი:
ორი განგსტერი ათვალიერებს საიუველირო მაღაზიის ვიტრინას.
ერთი ეკითხება მეორეს:
- ხედავ იმ დიდ ბრილიანტს მარცხნივ? შენი აზრით რამდენი შეიძლება მიიღო მისგან?
მეგობარმა უპასუხა:
- ყველაფერი დამოკიდებულია ...
დაამთავრეთ ეს ფრაზა ერთი სიტყვით.
...მოსამართლეზე.