საწერ მაგიდასთან ჯდომისას ნათურა რომელი მხრიდან უნდა ანათებდეს?
ნათურა მარცხენა მხრიდან უნდა ანათებდეს.
რომელია ყველაზე სწაფი ცხოველი?
ავაზა
სამყაროს მეორენაირად ჰქვია
კოსმოსი
მცენარე ცერცვეკალას ფესვის სიგრძე არის
20 მეტრი.
სუნთქვის დროს მცენარე შთანთქავს........
კვების დროს''''''
ჟანგბადს
ნახშირორჟანგს
თვალის შუაში მდებარე მუქი ფერის ნაწილს ჰქვია
გუგა
რა სჭირდება მცენარეს ფოთლებში შაქრის წარმოსაქმნელად?
სინათლე,ნახშირორჟანგი ,წყალი და მასში გახსნილი მინერალური მარილები.
მზე ჩვენგან დაშორებულია
150 მილიონი კილომეტრით
მზის სხივი დედამიწამდე მოსვლას ანდომებს
8 წუთს
ნაყოფი მცენარის მნიშვნელოვანი ნაწილია.რა მნიშვნელობა აქვს მას?
მასში თესლი მწიფდება,ნაყოფს იყენებს ადამიანი და ცხოველი.
მცენარე რომელიც აისიდან დაისამდე მზეს შესცქერის
მზესუმზირა
საკვებისა და სითბოს ძიებაში ცხოველები თავის საცხოვრებელს ტოვებს და ახალ ადგილებზე მიემგზავრება.
რა ჰქვია ასეთ მოგზაურობას?
მიგრაცია
მზის შიგნით ტემპერატურა არის
15-20 მილიონი გრადუსი
ეს არის სპეციალური წესის დაცვით დამზადებული გამომშრალი მცენარეების კოლექცია რაზეა საუბარი?
ჰერბარიუმი
ეს ვიტამინი კანისა და მხედველობისთვისაა საჭირო.მას შეიცავს სტაფილო,გარგარი,კვერცხი. რომელ ვიტამინზეა საუბარი?
A ვიტამინი
რამდენი ფერია ცისარტყელაში?
7
მიწისძვრის დროს ბგერითი რხევები დედამიწის შიგნით ვრცელდება.მას ,,ისმენენ''ხელსაწყოთი რომელსაც ჰქვია
სეისმოგრაფი
დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ხუთი პლანეტის დანახვა შეგვიძლია.რომელია ეს პლანეტები?
მერკური,ვენერა,მარსი,იუპიტერი,სატურნი.
შესაძლებელია თუ არა ხე მცენარის ასაკის განსაზღვრა?
შესაძლებელია წლიური რგოლების საშუალებით
ეს ვიტამინი ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს.მას შეიცავს დაღერღილი ხორბალი. რომელ ვიტამინზეა საუბარი?
B ვიტამინი
ძუძუმწოვრები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით.ერთ ერთი ძუძუმწოვარი სიგრძეში 5სმ-ია და 2-3 გრამს იწონის.მეორე კი 33მეტრამდე იზრდება და 150 ტ იწონის რომელ ცხოველებზეა საუბარი?
ფუღუ და ლურჯი ვეშაპი
ბგერა ჰაერში 1კილომეტრს გადის
სამ წამში
ძველად ,სანამ ისრებიან საათს გამოიგონებდნენ,რას იყენებდნენ ადამიანები დროის გასაგებად?
მზის საათს
ხეს ერთი მსხვილი, მთავარი ღერო აქვს,მასზე გარკვეული სიმაღლიდან მრავალი ღერო იტოტება.ხის ყველა ტოტის ერთობლიობას ჰქვია
ვარჯი
ცნობილია რომ ამ ხეს მეხი იშვიათად ეცემა,ამიტომ შესაძლებელია მის ტოტებ ქვეშ დგომა. რომელ მცენარეზეა საუბარი?
ნეკერჩხალი