ნიკას უყიდეს 14 დიდი და 6 პატარა კუბიკი.
სულ რამდენი კუბიკი უყიდეს ნიკას?
14+6=20 (კუბიკი)
პასუხი: ნიკას უყიდეს 20 კუბიკი
მაღაზიაში იყო 20 ტელევიზორი, 19 ტელევიზორი გაყიდეს, რამდენი ტელევიზორი დარჩა მაღაზიაში?
20-19=1 (ტელევიზორი)
პასუხი: მაღაზიაში დარჩა 1 ტელევიზორი.
შეავსე ცარიელი ადგილები ნიმუშის მიხედვით:
17=8 წყვილი და კიდევ 1
15-ში არის:....................
19-ში არის: ..................
15-ში არის 7 წყვილი და კიდევ ერთი.
19-ში არის 9 წყვილი და კიდევ ერთი.
რამდენი ფეხი აქვს 4 დათვს?
16 ფეხი.
ანას ოთხშაბათს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. ოთშაბათამდე 3 დღით სოფელში ისვენებდა. რომელ დღეებში იყო სოფელში?
ანა სოფელში იყო კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს.
ანას აქვს 11 რვეული. ბებომ უყიდა 8 რვეული. სულ რამდენი რვეული აქვს ანას?
11+8=19 (რვეული)
პასუხი: ანას აქვს 19 რვეული
სალომე 17 წლისაა, ანა 5 წლით უმცროსია, რამდენი წლისაა ანა?
17-5=12 (წლის)
პასუხი: ანა არის 12 წლის.
ნიკამ დახატა 3 წრე, კიდევ რამდენი წრე უნდა დახატოს, რომ წრეთა 3 სამეული მიიღოს?
ნიკამ კიდევ 6 წრე უნდა დახატოს.
რამდენი ფრთა აქვს 10 ბეღურას?
20 ფრთა.
გიგა გუშინ, კვირას, ტყეში იყო, ზეგ სათევზაოდ მიდის. კვირის რომელ დღეს მიდის სათევზაოდ?
გიგა სათევზაოდ მიდის ოთხშაბათს.
ეზოში არის 12 ვაშლის ხე, ატმის ხე კი 8. სულ რამდენი ხეა ეზოში?
12+8=20(ხე)
პასუხი: ეზოში არის 20 ხე.
მამას 20 ლარი აქვს, დედას 9 ლარით ნაკლები. რამდენი ლარი აქვს დედას?
20-11=9 (ლარი)
პასუხი: დედას აქვს 11 ლარი
მოცემულია რიცხვები: 2, 10, 5 რომელი მათგანის ჩაწერა შეიძლება ცარიელ უჯრაში?
18-....>15,
წერტილების ნაცვლად შეიძლება ჩავწეროთ
2.
18-2>15
რამდენი წყვილი ფეხი აქვს მელიას?
მელიას აქვს 2 წყვილი ფეხი.
ნინი ცეკვაზე დღეგამოშვებით დადის. თუ ის სამშაბათს იყო ცეკვაზე, შემდეგი 4 გაკვეთილი კვირის რა დღეებში ექნება?
შემდეგი ორი გაკვეთილი ექნება: ხუთშაბათს, შაბათს,
ბებოს ჰყავს 13 იხვი, ქათამი 4-ით მეტი. რამდენი ქათამი ჰყავს ბებოს?
13+4=17(ქათამი)
პასუხი: ბებოს ჰყავს 17 ქათამი.
ერთ თაროზე 18 წიგნია, მეორეზე 12, რომელ თაროზეა მეტი წიგნი და რამდენით?
18-12=6(ით ნაკლები)
პასუხი: მეორე თაროზეა 6-ით ნაკლები წიგნი.
შეადარე და ჩასვი საჭირო ნიშანი:
ა) 6+5 ....9+3
ბ) 18-7 ...10+1
ა) < 6+5<9+3
ბ) = 18-7=10+1
დათოს 15 ფანქარი აქვს, მათგან 4 ფანქარი ლურჯია, დათოს ფანქრებიდან, რამდენი ფანქარი არ არის ლურჯი?
11 ფანქარი არ აეის ლურჯი.
გიგა 4 წლის წინ იყო 6 წლის. რამდენი წლის იქნება ახლა?
ახლა იქნება 10 წლის.
ეზოში 10 ბავშვი თამაშობდა. მალე 5 ბავშვიც ჩაერთო თამაშში. სულ რამდენი ბავშვი თამაშობს ეზოში?
10+5=15 (ბავშვი)
პასუხი: ეზოში თამაშობს 15 ბავშვი.
ქუჩის ერთ მხარეს 15 სახლია, მეორე მხარეს 5. რამდენით ნაკლები სახლია ქუჩის მეორე მხარეს?
15-5=10(-ით ნაკლები)
პასუხი: ქუჩის მეორე მხარეს არის 10-ით ნაკლები სახლი.
დაასახელე 20-ზე ნაკლები ორი ერთნაირი ციფრით ჩაწერილი რიცხვები:
2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18,
რამდენით უნდა შევამციროთ 18, რომ მიღებული რიცხვი 20-ზე 6-ით ნაკლები იყოს?
18 უნდა შევამციროთ 4-ით.
ჩამოაყალიბე, მართკუთხედისა და კვადრატის თვისებები:
მართკუთხედის მოპირდაპირე გვერდები ტოლია.
კვადრატის ყველა გვერდი ტოლია.