რომელი ნივთიერებაა ყველაზე დიდი რაოდენობით ბუნებაში?
წყალი
რა არის აორთქლება?
თხევადიდან აირად მდგომარეობაში გადასვლა
ნივთიერება რომელიც ვერც ფორმას ინარჩუნებს და ვერც მოცულობას რომელ აგრეგატულ მდგომარეობაშია?
აირადში
რომელი სისტემა გვამარაგებს ჟანგბადით და გამოყოფს ნახშირორჟანგს?
სუნთქვითი სისტემა
რომელ გრადუსამდე გრძელდება ტროპიკები?
23,5
რას შეისწავლის პალეონტოლოგია?
ნამარხებს
შაქარი კოვზე დაყარეთ და ცეცხლზე გააცხელეთ რა მოვლენას აქვს ადგილი?
ფიზიკურს
როგორ უნდა მოვიქცეთ შაქრის წყალხსნარიდან შაქრის მისაღებად?
საჭიროა აორთქლება
იყინება თუ არა წყალი და ზეთი ერთსა და იმავე ტემპერატურაზე?
არა ,ყველა ნივთიერებას თავისი დნობისა და გამყარების ტემპერატურა აქვს.
რომელ კლიმატურ სარტყელში არ არის გამოხატული სეზონები?
ეკვატორულ სარტყელში
რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაშია ნივთიერება ბუნებაში?
სამ აგრეგატულ მდგომარეობაში
დაასახელეთ ნივთიერება რომელიც წვას უწყობს ხელს
ჟანგბადი
სპირტი და ზეთი შეურიოთ ერთმანეთს.მიღებული ნარევი ხელუხლებელი დატოვე.რა მოხდება დროის გასვლის შემდეგ?
ზეთი სპირტის ზემოთ მოიქცევა
ჩამოთვლილთაგან რომელს არ აქვს კუნთი:გულს ,ღვიძლს,ფილტვებს?
ფილტვებს
დედამიწის ღერძის დახრილობა იწვევს:
წელიწადის დროების ცვლილებას
ნივთიერება რომელიც ინარჩუნებს ფორმასაც და მოცულობასაც ,რომელ აგრეგატულ მდგომარეობაშია?
მყარ მდგომარეობაში
თუ ადამიანს ტანსაცმელზე ცეცხლი მოეკიდა ,დიდი სქელი ქსოვილი უნდა შემოახვიო.რატომ?
ჟანგბადის მიწოდება რომ შეწყდეს
რა უფრო ხშირად გვხვდება ბუნებაში სუფთა თუ ნარევი ნივთიერება?
ნარევი
22 დეკემბერს რომელი ნახევარსფეროა უფრო მეტად განათებული?
სამხრეთი
მართალია თუ არა?ნესტი ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირს.
მცდარია.
როგორ შეიცვლება წყლის აგრეგატული მდგომარეობა დაბალ ტემპერატურაზე?
გამყარდება
წყლიან ჭიქაში ჩაყარეს მარილი. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?
ფიზიკურ მოვლენასთან
რომელი არ არის მომნელებელი სისტემის ორგანო:ღვიძლი,კუჭი,ნაწლავები,ფილტვები
ფილტვები
რა ჰქვია 22 დეკემბერს და 23 სექტემბერს?
დღეღამ ტოლობა
რისი ერთეულია კილოჯოული?
ენერგიის