მივიწყებული არგენტინელები
ინგლისელები გისოსებს მიღმა
მომთაბარე მწვრთნელები
ცნობილი მანუელები
100

მისი კარიერული აღმასვლა სიცილიაზე დაიწყო, პარიზში განვითარდა და კატარში დასრულდა. არავინ იტყოდა უარს მისი ქართველი თანაგუნდელის კარიერაც, რომ მსგავსად განვითარებულიყო.

ხავიერ პასტორე

100

იმედის მომცემი ინგლისელი ტალანტი, რომლის სახელიც მჭიდროდ ასოცირდება დანაშაულთან. 'ქალაქელების' რიგებში მოგებული პრემიერ ლიგა და FA თასი არავის ახსოვს, რადგან თავი სანდერლენდში ასპარეზობით დაგვამახსოვრა

ადამ ჯონსონი

100

გაწვრთნა 10 იტალიური კლუბი, 4 ინგლისური, 2 ფრანგული და 2 ესპანური - თუმცა ეს ყველაფერი სრულიად მეორეხარისხოვანია, რადგან ამ ადამიანმა 2016 წელს შეუძლებელი შეძლო

კლაუდიო რანიერი

100

2022 წელს პეპმა, ჰოლანდთან ერთად ამ შვეიცარიელ 'მათემატიკოსსაც' დაავლო ხელი და დღემდე ერთად ათამაშებს

მანუელ აკანჯი

200

მესიმდე იყო მარადონა, მარადონამდე კი ეს კაცი. ერთადერთი არგენტინელი, ვინც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე თასიც აღმართა, ბომბარდირიც გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც.

მარიო კემპესი

200

უხეში მოედანზე და მოედანს მიღმა - სრულიად ბრიტანული კარიერა ექნებოდა, რომ არა 2012/13 წლებში მარსელში განათხოვრება

ჯოი ბარტონი

200

ამ მადრიდში დაბადებულმა სპეციალისტმა წარმატებას მაინცდამაინც მადრიდულ კლუბთან ერთად ვერ მიაღწია, თუმცა იყო წარმატებული ვალენსიური მონაკვეთი და რა თქმა უნდა 2005 წლის ქამბექების ქამბექი

რაფა ბენიტესი

200

ეს სპეციალისტი, საშუალო დონის კლუბებთან ერთად წარმატების მიღწევით არის სახელგანთქმული. ეს ფაქტი არც მიმდინარე სეზონშია გამონაკლისი და ვინ იცის, იქნებ კლუბს პირველი ევროპული თასიც მოაგებინოს

მანუელ პელეგრინი

300

2018 წლის მუნდიალზე, როდესაც არგენტინას ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებელი 3 ქულა სჭირდებოდა, სამპაოლიმ ცუდი მატჩების გამო ვილი კაბალიეროს ნაცვლად ძირითადი პოზიცია ამ არანაკლებ ცუდ მეკარეს დაუთმო. დღესაც თამაშობს - სამხრეთ ამერიკას არასდროს გაცდენია

ფრანკო არმანი

300

ნიჭიერი ინგლისერი, რომლის სუსტი წერტილი დისციპლინა იყო. მოედანზეც და მოედანს მიღმაც. საოცარი ფეხბურთი არ უთამაშია და ამას ისიც ცხადყოფს, რომ მისი კარიერული 'ჰაილაითი' ბირმინგემის რიგებში ელექტრო ბორკილით თამაში იყო.

ჯერმეინ პენანტი

300
8 ქვეყნის 22-ვე გუნდს არ ჩამოვთვლი, თუმცა მინიშნებად ის შეიძლება გამოდგეს, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში საკმაოდ მოთხოვნადი კაცი იყო. სანამ მშობლიური ნაკრებს ანდობდნენ, 3 უცხო ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაც კი მოასწრო

როი ჰოჯსონი

300

ერთ დროს საკმაოდ მოთხოვნადი ნახევარმცველი, რომელიც ნელნელა მიგვავიწყდა. თუ გაიხსენებ 2020 წლის ევროზე შვეიცარიას რომელმა მანუელმა გაუტანა დუბლი - 300 ქულა შენია

მანუელ ლოკატელი

M
e
n
u