წყალში ვცხოვრობ, მაგრამ თევზი არ ვარ.
დელფინი
სად იცხოვრებს უკეთ თეთრი დათვი — ჯუნგლებში თუ ყინულში?
ყინულში
ზამთრის ძილი უყვარს ძლიერ
და მაისის ტკბილი თაფლი,
არავისი ეშინია, თუ გვერდით ყავს
დედა - დათვი,
ბუთხუზა და საყვარელი
თქვი, ვინ არის? დათვის .....
ბელი
რატომ აქვს პოლარულ დათვს სქელი ბეწვი?
სიცივისგან დასაცავად
რა უნდა გავაკეთოთ ტყეში ნაგვის დანახვისას?
ურნაში ჩავაგდოთ
ზურგით „სახლი“ დამაქვს.
კუ
რომელი გარემოა საუკეთესო აქლემისთვის?
უდაბნო
ჩვენთან ზოოპარკში ნახავთ,
მუდამ ტყისკენ ისწრაფვის,
უწყინარი ცხოველია,
გრძელკისერა .....
ჟირაფი
რა დაემართებათ ტყის ცხოველებს, თუ ტყე განადგურდება?
დაკარგავენ საცხოვრებელ გარემოს
რატომ არ უნდა დავაზიანოთ ფრინველის ბუდე?
რადგან ის მათი საცხოვრებელია
მე ვიძინებ ზამთარში ძალიან დიდხანს.
დათვი
სად იცხოვრებდა უკეთ პინგვინი — ცხელ ჯუნგლებში თუ ცივ სანაპიროზე?
ცივ სანაპიროზე
ერთ პატარა თაგუნას
თავზე ქოლგა ახურავს,
სულ ღამ-ღამე დაფრინავს
თქვი, რა ჰქვია? .....
ღამურა
რატომ სჭირდება ფუტკარს ყვავილები?
ნექტარისთვის
რატომ არის წყლის სისუფთავე მნიშვნელოვანი?
ცხოველები იქ ცხოვრობენ
მე შემიძლია ფერის შეცვლა, როცა საფრთხეს ვგრძნობ.
ქამელეონი
სად იცხოვრებდა ღამურა უკეთ — გამოქვაბულში თუ ტყეში?
გამოქვაბულში
სულ არაფრად
არ მიაჩნდა
მაღლა ცა
და დაბლა მიწა,
ყვინჩილობდა, ყოყოჩობდა
ყოყლოჩინა .....
მამლაყინწა
რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?
მაღალ ფოთლებს რომ მისწვდეს
რა დაემართებათ ცხოველებს ტყის გაჩეხვისას?
საცხოვრებელს დაკარგავენ
ღამით უფრო კარგად ვხედავ, ვიდრე დღისით.
ბუ
სად იცზოვრებს არწივი,მთებში/კლდეებზე თუ ბარში?
მთებში/კლდეებზე
ჭაობების ბინადარი
ყიყინა და ამაყი,
იბერება, თვალებს კარკლავს,
თქვი, ვინ არის? .....
ბაყაყი
რატომ სძინავს დათვს ზამთარში დიდხანს?
სიცივისა და საკვების ნაკლებობის გამო
რა ეხმარება ცხოველებს უსაფრთხოდ ცხოვრებაში?
სუფთა გარემო