რომელია ყველაზე ღრმა ღარი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მისი სიღრმეა 11022 მ.
მარიანას ღრმული
რა დროს სჭირდება დედამიწას თავისი ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად? დაასახელეთ სთ,წთ და წმ.
23 საათი, 56 წუთი და 4 წამი
აღორძინების ხანის იტალიელი მხატვარი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და არქიტექტორი. უნივერსალური გენიოსი. ავტორი ისეთი ცნობილი ტილოებისა, როგორებიცაა – „საიდუმლო სერობა“, „ბენუას მადონა“ „ქალი ჰერმელინით“.ვისზეა საუბარი?
ლეონარდო და ვინჩი
გერმანული საავტომობილო კომპანია, რომელიც შედის კონცერნ ფოლკსვაგენის შემადგენლობაში. ლოგო შედგება ოთხი ერთმანეთზე გადაჯაჭვული წრეწირით. რომელ კომპანიაზეა საუბარი?
აუდი
ამ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის შემქმნელმა ხალხმა გამოიგონა ბორბალი ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულში და მათვე მიეწერებათ დამწერლობის გამოგონება ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეულებში.
შუმერები
დაასახელეთ ერთი ფილმი, რომელსაც ყველაზე მეტი ოსკარი (11) აქვს აღებული
ბენ ჰური, ტიტანიკი, ბეჭდების მბრძანებელი
რომელმა მოგზაურმა გაცურა პირველად ევროპიდან ინდოეთამდე?
ვასკო და გამამ
ლუის ბუნიუელი, ჟოან მირო, რენე მაგრიტი, სალვადორ დალი და სხვები. რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან ისინი?
სიურრეალიზმი
ფირმა დაარსდა 1937 წელს ადოლფ ჰიტლერის პირდაპირი დავალებით.რომელ ფირმაზეა საუბარი?
ფოლკსვაგენი
მათ კი შექმნეს პირველი ანბანური დამწერლობა ძვ. წ. აღ. XIII საუკუნეში. ამ დამწერლობასი სიტყვების ჩასაწერად მხოლოდ თანხმოვნები გამოიყენებოდა. შეიძლება ითქვას, მან დაუდო სათავე თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულ პრაქტიკულად ყველა დამწერლობას.
ფინიკიელები
რომის ყველაზე მეტი პაპი სწორედ ამ სახელს ატარებდა
იოანე
რომელია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი?
ევერესტი
დღემდე ის ერთადერთი ქართველი ანიმალისტი მხატვარია. დაიბადა 1862 წელს, გლეხის ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მისი ტილოებია: “ერეკლე მეორე”, „კახეთის ეპოსი“, „დათვი მთვარიან ღამით“ და სხვა.
ნიკო ფიროსმანი
გერმანული მწარმოებელი კომპანია. კომპანია მდებარეობს შტუტგარტის ოლქში. ლოგოზე მარჯვენა ზედა და მარცხენა ქვედა ნაწილებში დაინახავთ შავსა და წითელ 4-4 ზოლს. ხოლო ცენტრში – ცხენს
პორშე
ეგვიპტური მითიური ცნობის თანახმად ისინი შექმნა ღმერთმა თოთმა. მათი სახელწოდება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “წმინდა ნიშანს”
იეროგლიფები
დაასახელეთ ქართულ ენაში ყველაზე მეტპირიანი (ოთხპირიანი) ზმნა.
„მიჭმიე“ (შენ, მე, მას, ის)
რომელი მდინარე კვეთს ეკვატორს ორჯერ?
კონგო
ფრანგი იმპრესიონისტი, მხატვარი-უნივერსალისტი. დაიბადა 1832 წლის 23 იანვარს. მისი „წახემსება მინდორზე“ და „ოლიმპია“ დიდი კამათის საგანი შეიქმნა, რამაც დასაბამი მისცა იმპრესიონიზმის მიმდინარეობას. მას აწუხებდა სისხლძარღვთა შევიწროვება და სიფილისი, რის შდეგადაც ის 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მისი ყველაზე ცნობილი „ოლიმპია“, მის ცოლთან დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, შეისყიდა ლურმა.ვისზეა საუბარი?
ედუარ მანე
1954 წელს დაარსებული იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია. კომპანიის თავდაპირველი სახელი იყო „Fuji Heavy Industries“. ლოგოზე გამოსახულია ელიფსში ჩასმული 5 პატარა და ერთი დიდი, ნაცრისფერი ვარსკვლავები
სუბარუ
ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, გენიალური ინჟინერი და გამომგონებელი. მითის თანახმად მან გამოიგონა ხერხი, ნაჯახი, ბურღი და სასწორი.
დედალოსი
დაასახელეთ მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა 16,100 ად. 1 კმ²-ზე
მონაკო
რომელი ქვეყნის ენდემური ფრინველია კივი?
ავსტრალია
შვეიცარიელი მხატვარი და პედაგოგი, აკადემიზმის წარმომადგენელი. დაიბადა 1806 წლის 2 მაისს. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებთა შორისაა ტილოები “მიწიერი სამოთხე”, “წარღვნა”, “ცოდვილი შვილი” და სხვა ნამუშევრები ანტიკურ და ბიბლიურ თემებზე. მის სტუდიაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ალფრედ სისლეი, პიერ ოგიუსტ რენუარი, კლოდ მონე და სხვა გამოჩენილი მხატვრები.
შარლ გლეირი
ეს შვედური ავტომარკა ეკუთვნის Spyker Cars N.V.-ის. დაარსებულია 1937 წელს. ლოგოზე გამოსახულია ლურჯ წრეში ჩასმული წითელი, დრაკონისებრი ცხოველის თავი, რომელსაც ახურავს გვირგვინი
სააბი
ამის გამოგონება კი მიეწერება ბიზანტიელ კალინიკეს 678 წელს. გადმოცემის თანახმად ამან შეუშალა ხელი არაბებს კონსტანტინოპოლის აღებაში.
ბერძნული ცეცხლი