სასამართლო ხელისუფლების მთავარი ფუნქცია
ახორციელებს მართლმსაჯულებას
ვინ ირჩევს პრეზიდენტს
საარჩევნო კოლეგია
დაასახელეთ პარლამენტის სხვა ფუნქცია მოვალეობები
ამტკიცებს მთავრობას, ბიუჯეტს, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს
რომელი ორი ტიპის მედია საშუალებებს ვიცნობთ?
ტრადიციული და ციფრული(სოც. მედია )
რას გულისხმობს აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება?
აქტიური საარჩევნო უფლება ნიშნავს არჩევნებში სასურველი კანდიდატის არჩევის უფლებას, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას თავად იყოს არჩეული საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციები
უზრუნველყოფს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას
ვინ ხელმძღვანელობს მთავრობას?
პრემიერ-მინისტრი
რა არის პარლამენტის უმთავრესი ფუნქცია?
კანონშემოქმედება
რას ეძახიან მედიას ? რატომ?
მეოთხე ხელისუფლებას, რადგან მედიის სრულყოფილად ფუნქციონირება უზრუნველყოფს სახელმწიფოში დემოკრატიული პრინციპების სრულად განხორციელებას.
როგორი წესით ხდება პარლამენტის წევრების არჩევა?
პარლამენტის წევრების არჩევა ხდება, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი არჩევნების მეშვეობით, ფარული კენჭისყრით.
დაასახელე საერთო სასამართლოს ინსტანციების სახელწოდებები
რაიონული/საქალაქო, სააპელაციო, უზენაესი
ვინ წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას
პრეზიდენტი, მთავრობა, სახელმწიფო საქვეუწყყებო დაწესებულებები
რომელია საკანონმდებლო ორგანო?
პარლამენტი
რა არის მედიის მთავარი ფუნქცია?
საზოგადოების ინფორმირება
ვინ აირჩევა არჩევნების გზით?
პრეზიდენტი, პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა
რომელ საქმეებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო
რაიონული/საქალაქო სასამართლო განიხილავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს
ვინ არიან მთავრობის წევრები ?
მინისტრები
ვინ ირჩევს პარლამენტის წევრებს? რამდენი წლით?
ხალხი ირჩევს 4 წლის ვადით
რას ნიშნავს მედიაადვოკატირება?
მედიის მეშვეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას
დაასახელეთ ორგანო, რომელსაც ვირჩევთ 4 წლის ვადით, პირდაპირი და ფარული წესით, 25 წლის ასაკიდან და მისი წევრები შედგებიან 150 ადამიანისგან?
პარლამენტი
თუკი მთავრობის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, რა შეუძლია მოიმოქმედოს სასამართლოს?
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე, არაკონსტიტუციურად ცნოს გადაწყვეტილება და გააუქმოს.
ვინ არის საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი?
პრეზიდენტი
რომელ დოკუმენტს უნდა შეესაბამებოდეს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული აქტები ?
ყველა ზემდგომ აქტს, უპირველესად კი კონსტიტუციას.
კონსტიტუციით გათვალისწინებული რომელი უფლება უზრუნველყოფს მედიის ფუნქციონირებას?
გამოხატვის თავისუფლება.
რა მნიშვნელობა აქვს არჩევნების ფარულობას?
ამომრჩევლის დაცვას ემსახურება, რათა ვერავინ შეძლოს მისი გადაწყვეტილების ფორმირებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა.