21 წლის ასაკში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. წინ ოლიმპიადაა...
გიორგი სარდალაშვილი
ისტორიულ პირველ ევროპის ჩემპიონატზე, კიდევ უფრო ისტორიული ფაქტი დავაფიქსირეთ და ჟორჟი ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა. დაასახელეთ 2 ფეხბურთელი მაინც, რომელმაც ჟორჟთან ერთად ტურნირზე 3 გოლის გატანა მოახერხა.
დანი ოლმო
კოდი გაკპო
ჰარი კეინი
ივან შრანცი
ჯამალ მუსიალა
ამ გუნდის რეალური სახელია RasenBallsport, მაგრამ რეალობაში სრულიად სხვა სახელით ვიცნობთ. რა სახელით ვიცნობთ 2009 წელს დაარსებულ ამ კლუბს?
ლაიფციგი
მან ტიტულებს ქალაქი არჩია, ქალაქმა კი ის ხატად აქცია. როცა სხვები მიდიოდნენ ის იქ რჩებოდა, როგორც მარადიული ძველი საათი ახალ კედელზე
ფრანჩესკო ტოტი
რამდენიმე კვირის წინ, ერევანში გამართულ განვითარების თასზე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ვინ იცის, იქნებ რამდენიმე წელში ძმასთან ერთად ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგოს.
თორნიკე კვარაცხელია
მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიამ ევრო 2024-ზე 1/8-ფინალის საგზური 3 ქულით მოიპოვა, ეს ნაკრები ყველაზე მეტად დაიჩაგრა და 4 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა
უკრაინა
ეკვადორში დაფუძნებული ეს გუნდი ესპანელმა იმიგრანტმა, ეუტიმიო პერესმა დაარსა. მიუხედავად იმისა, რომ 1925 წლის შემდეგ ქვეყნის ტიტული ბევრჯერ მოუპოვებია, მისი არსებობა მაინც მისის სახელის გამო ვიცით
Barcelona SC
როცა სხვები მირბოდნენ, ის უკვე იქ იყო. ინტელექტუალი ფეხბურთის ხატება, რომელიც მცველიდან ცენტრში გადასვლის ყველაზე ბუნებრივი მაგალითია.
ფილიპ ლამი
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ 2025 წლის დრაფტის 1 ნომერი გახდება. უცნაურად დაემთხვა, რომ ლუკა დონჩიჩის გაცვლის შემდეგ, 1.8%-ად შეფასებული დრაფტის 1 ნომერი დალასს შეხვდა და სწორედ ტეხასურ გუნდში გადადგამს NBA-ში პირველ ნაბიჯებს
კუპერ ფლეგი
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გუნდი გაუყვანია, ევრო 2024-მდე სლოვენიელი, სრეჩკო კატანეცი იყო. ვინ მოხსნა ახალი რეკორდი?
იულიან ნაგელსმანი
როდესაც საფეხბურთო კლუბი ჩელსი ყალიბდებოდა, მას სახელი შეიძლებოდა მეზობელი რაიონის „კენსინგტონის/Kensington“ საპატივცემულოდ დარქმეოდა. ჩელსის მუზეუმის თანამშრომლები ხშირად ხუმრობენ, რომ ბედნიერები არიან რომ ეს ასე არ მოხდა, რადგან ბევრი ამ კლუბს დასცინებდა. დაასახელეთ 1930 წელს შექმნილი ძალიან ცნობილი ბრენდის სახელი
K.F.C
„მშვიდობით იარაღო“
დიდიე დროგბა