წაიმღერე სიმღერა ფილმიდან ცისკარა , მინიმუმ 4 სიტყვა
მე რად მინდა მკერდში გუულიიი
რა ნივთიერება ქმნის ადამიანის ძვლის ძირითად სტრუქტურას?
კალციუმი
წაიმღერე სიმღერა მულტიპლიკაციური ფილმიდან მძლეთამძლე, მინიმუმ 4 სიტყვა
წავალ და დავიკარგებიი
ამ ქვეყნად ერთხელ მოვედიიი, მეორედ მოვალ გგონიააათ
დაასახელეთ ველაზე სწრაფი ცხოველი
ავაზა
მე ვარ სიტყვა, რომელიც ყოველთვის არასწორად იწერება. რომელი სიტყვა ვარ მე?
არასწორად
როდის დაიწყო პირველი მსოფლიო ომი?
1914
ყველაზე მსუბუქი ელემენტი
წყალბადი
ვინ არის ფილმის "გასეირნება ყარაბაღში" მეორე და მესამე ნაწილის მუსიკის (Soundtrack) ავტორი ?
ნიაზ დიასამიძე
რომელი ფრინველია ახალი ზელანდიის სიმბოლო ?
კივი
რაც უფრო მეტს იღებ, მით უფრო დიდი ხდება
ორმო
რომელი მცენარისგან მზადდება სასმელი ტეკილა?
ლურჯი აგავა
რამდენია მწვერვალ მაუნა-კეას (ჰავაი) სიმაღლე, თუ მის სიმაღლეს მისი ძირიდან ავითვლით და არა ზღვის დონიდან
საკმარისია სწორი პასუხი იყოს ათას მეტრებში
10 210 მეტრი
მე 20 საუკუნეში ყველაზე მეტი მუსიკალური ალბომი გაყიდა ბითლსმა, ვინ იყო მეორე საუკეთესო?
ელვის პრესლი
რა ჰქვია ჯიხვის ნაშიერს?
ფოთრი
გაქვს და ხშირად გინდა გაუზიარო, მაგრამ თუ გაუზიარებ, აღარ გაქვს. რა არის?
საიდუმლო
რომელი ავტომობილის ბრენდი ემატება მომავალი სეზონიდან Formula 1 ის გათამაშებას?
კადილაკი
რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი მზის სისტემაში?
ოლიმპოსის მთა, მარსი;
25 კმ
რა აქვთ საერთო კომპოზიტორებს, იოზეფ ჰაიდნის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს და ფრანც შუბერტს?
გარდა იმისა, რომ 3 ვე კომპოზიტორი იყო.
სამივე მათგანი ავსტრიელი იყო
რა ეწოდება ჰიბრიდს, რომელიც მამრი ლომისა და მდედრი ვეფხვის ნაშიერს წარმოადგენს?
ლიგრი
თუ 3 კატა 3 თაგვს 3 წუთში იჭერს, რამდენ ხანში დაიჭერს 100 კატა 100 თაგვს?
3 წუთში
(თითოეული კატა იჭერს ერთ თაგვს 3 წუთში, ამიტომ 100 კატა 100 თაგვსაც 3 წუთში დაიჭერს).
ვინ არიან მაგლები?
ჰარი პოტერში მაგლები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ჯადოსნური ძალა საერთოდ არ გააჩნიათ.
რას უწოდებენ ბირთვულ პროცესს, როცა მძიმე ატომი იყოფა ორ მსუბუქ ბირთვად?
ფიზიონი (fission)
რომელი ცნობილი კლასიკური მუსიკოსი დაიბადა იტალიაში, მე-17 საუკუნეში და ცნობილია, როგორც „წითელი მღვდელი“?
ანტონიო ვივალდი
რა არის მატრიფაგია ?
მატრიფაგია არის იშვიათი ფენომენი, როდესაც ცხოველის შთამომავლობა ჭამს საკუთარ დედას. ეს ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან: "matri" (დედა) და "phagia" (ჭამა).
3 მეგობარი ერთად 27 წლისაა, თუ ერთი მათგანი 2 ჯერ უფროსია მეორეზე, ხოლო მესამე 3 წლით უმცროსია მეორეზე. რამდენი წლისაა ყველაზე ახალგაზრდა?
6 წლის