ეს სრუტე აკავშირებს აზოვის ზღვას შავ ზღვასთან. ზოგიერთი მონაცემით ამ სრუტეზე გადის საზღვარი ევროპასა და აზიას შორის.
ქერჩის სრუტე
„ღმერთია მოწმე, მე აღარასოდეს ვიშიმშილებ!“
ქარწაღებულები
ჯონათან სვიფტის ცნობილი ტექსტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში მოხვდა, ყოველდღიურად მის გამოსაკვებად 1728 ლილიპუტის სამყოფი საკვები გახდა საჭირო. ვინაიდან მისი რჩენა სახელმწიფოს ძვირი უჯდებოდა და შიმშილობას უქადდა, მმართველ წრეებში განიხილებოდა საკითხი მისი მოწამვლის შესახებ, თუმცა საბოლოოდ მის ლიკვიდაციაზე უარი ითქვა. აღმოჩნდა, რომ მისი სიკვდილით საფრთხე შეექმნებოდა ყოველი ლილიპუტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შეკითხვა: დაასახელეთ შუა საუკუნეების ევროპელებისთვის კარგად ნაცნობი მიზეზი, რომლის გამოც უარი ითქვა გულივერის მკვლელობაზე.
შავი ჭირი
დიდი ხანი არაა, რაც ევროპაში გამოჩნდა სპორტის ახალი სახეობა, რომელსაც ”ილარ” ეწოდება. რას წარმოადგენს იგი?
”ილარ” ეწოდება შეჯიბრს ავტომობილებით უკან სვლაში.
მე–17 საუკუნემდე ინგლისური თეატრისათვის დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი პაუზები მოქმედებებს შორის. ითვლება, რომ შექსპირიც კი თავის პიესებში ტოვებდა ცარიელ ადგილებს ასეთი პაუზებისათვის. კითხვა: ვის უნდა შეევსო ეს პაუზები?
ჯამბაზს
ლეგენდის თანახმად პირველი ევროპელი რომელმაც ნახა ისინი იყო მაგელანი. დიდმა მოგზაურმა მათ უცნაური ბატები უწოდა. რას ვუწოდებთ მათ ჩვენ?
პინგვინებს
მოისმინეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან: „ექიმობით მე უფრო მეტი ფული შემაქვს სახლში, ვიდრე მამაჩემს, რომელმაც ამ პროფესიით დიდხანს იმუშავა”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ინტერვიუს მიმცემი პიროვნება!
ჰიუ ლორი
ექსპედიციამ, რომელიც აშშ-ს ქალაქ რიჩმონდიდან 1865 წლის 20 მარტს დაიძრა, აღმოაჩინა კუნძული, რომელსაც პრეზიდენტის სახელი უწოდა.
შეკითხვა: არ გეკითხებით პრეზიდენტის ვინაობას, გვითხარით, რა სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ კუნძულს.
საიდუმლო კუნძული
(საუბარი იყო ჟიულ ვერნის ნაწარმოებზე "საიდუმლო კუნძული")
სხვადასხვა ფორმების მიუხედავად, ეს ორ ძირითად კატეგორიად იყოდა: დაბრუნებადი და არადაბრუნებადი. რაზეა საუბარი?
ბუმერანგზე
რომის სასამართლოში ნებისმიერი საქმის გარემოების გარჩევის პროცედურა შედგებოდა 7 კითხვისგან. აი ოთხი მათგანი: ვინ? ვისი დახმარებით? რისთვის? როგორ?..
დაასახელეთ დანარჩენი 3 კითხვა
რა? სად? როდის?
სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს კალიების მეტად უცნაური სახეობა. ეს კალია იმითაა უნიკალური, რომ უკიდურესი შიმშილის პირობებში ჭამს ამას. რას?
საკუთარ სხეულს
ჩაიწერეთ ნაწყვეტი ძველი ტრაქტატიდან: „იგი უდიდესი მბრძანებელია, მას ძალიან პატარა სახელი აქვს, მაგრამ სასწაულებრივ საქმეებს აკეთებს, რადგან მას შეუძლია შიშიც განდევნოს და მწუხარებაც მოსპოს, სიხარულიც შთანერგოს და სიბრალულიც გააღვიძოს“. შეკითვის ავტორის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ სადღეისოდ მეფის ის საუკეთესოა.
შეკითხვა: დაასახელეთ ის.
სიტყვა
მხატვრული ფილმი „მეფის სიტყვა“
დაასრულეთ ბლეზ პასკალის აზრი: “ადამიანებს უჭირთ სიმართლეს მიანიჭონ ძალაუფლება, ამიტომ...”
“...მათ ძალაუფლებას მიანიჭეს სიმართლე”
ტოლკინის „ჰობიტში“ აღწერილია ერთი ჰობიტისა და გობლინთა მეთაურის ბრძოლა. ჰობიტმა კომბლის ერთი დარტყმით წააცალა თავი მოწინააღმდეგეს. თავმა რამდენიმე ასეული იარდი გაირბინა და ბოლოს კურდღლის სოროში ჩავარდა. რა შეიქმნა ასე ტოლკინის თანახმად?
გოლფი
ერთ-ერთ ანტირასისტულ პლაკატზე, რომლის დევიზიცაა ,,ყველაფერი უკან გვიბრუნდება”, გამოსახულია ბუმერანგები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თუ რამდენი.
ოთხი
ამ ერის ფორმირებაში მიცნიერები გამოყოფენ ხუთ ელემენტს: აინურს, ინდონეზიურს, ძველ აღმოსავლეთაზიურს, საკუთრივ კორეულს და საკუთრივ ჩინურს. რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს ეს ერი ძირითადად?
იაპონიაში
ამ ფილმის მთავარი პერსონაჟის გამოსახულება რამოდენიმეჯერ გაიელვებს 25-ე კადრში თვით ამ პერსონაჟის გამოჩენამდე.
დაასახელეთ აბსოლუტურად კონკრეტული რეალურად არსებულად ადამიანი, რომელიც ჩანს ამ კადრებში თუ მისი გამოჩენა შემთხვევითი სულაც არ არის.
ბრედ პიტი
(ფილმში მებრძოლთა კლუბი ბრედ პიტის პერსონაჟი იყენებს 25-ე კადრის ტექნოლოგიას. ამიტომ ფილმში სიმბოლურად გააკეთეს ეს)
„იყავი ისეთივე მოძრავი, როგორც წყალი, გაქვავდი როგორც სარკე, უპასუხე ისევე, როგორც ექო“ შეკითხვა: დაასახელეთ 1940 წელს დაბადებული ამ სიტყვების აზიელი ავტორი, რომელიც, შეიძლება ითქვას ცხოვრებაში ამ გამონათქვამს ასრულებდა.
ბრუის ლი
იგი არის დღეისათვის საუკეთესო ქართველი ქალი ჩოგბურთელი ყველა რეიტინგის მიხედვით.
ანა ტატიშვილი
ლეგენდარული იბნ სენა ამბობდა, რომ ექიმს მეორე რიგში სჭირდება ბალახი, ხოლო მესამე რიგში რკინა. მისი აზრით, რა სჭირდება ექიმს პირველ რიგში?
სიტყვა
ეს ქვეყანა შეიქმნა 1861 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ. კონსტიტუციის საფუძვლად აღებული იქნა აშშ–ს კონსტიტუცია. ამჟამად ეს ქვეყანა მე–2 ადგილზეა თავის რეგიონში ხორცისა და ხორბლის წარმოებით, აგრეთვე ბუნებრივ გაზის მარაგითა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით. მაგრამ, ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ეს წაიაღისეული მოიპოვება ძალზე ცოტა – 100 ტონამდე წელიწადში, რაც ძალზე ცოტაა მსოფლიოს მომპოვებელტა პირველ სამეულტან შედარებით. მიხვდით, რა წიაღისეულზეა საუბარი და დაასახელეთ ეს სახელმწიფო!
არგენტინა
დაასახელეთ სამივე რეჟისორი, რომელთა ფილმებს პატივი ხვდათ 11 ოსკარი მიეღოთ.
პიტერ ჯეკსონი, ჯეიმს კამერონი და უილიამ უილერი.
თავიანთ ნაშრომში “ორგანიზებული დანაშაულის ისტორია ამერიკაში” ჰენკ მესიკი და ბერდ გოლდბლატი გვთავაზობენ მაფიოზური კლანების სხვადასხვანაირ სქემებს. მიუხედავად ამისა – მაფიის სტრუქტურა მაინც სრულ აბდა-უბდას წარმოადგენს: თითქოსდა მისი ცალკეული ნაწილები უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ სქემაში გარკვევა ყოვლად შეუძლებელია. კითხვა: რას შეადარეს ავტორებმა მაფიის სტრუქტურა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ მაფიოზთა უმეტესობა აპენინელი ემიგრანტები არიან?
ავტორებმა მაფიის სტრუქტურა სპაგეტით სავსე თეფშს შეადარეს
მისი გამართულად ფუნქციონირება აუცილებელია ჩვენს მიერ სამყაროს სრულყოფილად აღთქმისათვის, მას სხვებისაგან განსხვავებით საკუთარი ზომის ათჯერ შეცვლა შეუძლია, ხოლო მისი მუშაობის პრინციპის მქონე ტექნიკის საშუალებით შექმნილ პროდუქციას ყოველდღიურად ხვდება თვითოეული ჩვენთაგანი. რა არის ეს?
თვალის გუგა