ავტორი
ნაწარმოები
პერსონაჟი
100

გამოიცანით გერმანელი მწერალი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. მან რთული შემოქმედებითი ევოლუცია გაიარა. ავტორს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, 1956 წელს კი მისი სახელობის პრემიაც დაარსდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსაცნობი ავტორი 1912 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა და ნობელის პრემიაც ხწორედ შვეიცარიის სახელით მიიღო.

                     ჰერმან ჰესე (1877-1962)

100

გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც პირველად 1924 წელს გამოიცა. მასში აღწერილია სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი, რომლის მსოფლმხედველობასაც დავდაყირა აყენებს სიკვდილის სიახლოვე. რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ინჟინერი ჰანს კასტორფია, რომელიც ავადმყოფი ბიძაშვილის მოსანახულებლად მიემგზავრება შვეიცარიაში და იქ ჩასვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ თავადაც  ტუბერკულოზითაა დაავადებული. ნაწარმოებში შესანიშნავადაა აღწერილი სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის განცდები.


                              ჯადოსნური მთა

                                 (თომას მანი)

100

გამოიცანით კლასიკური გერმანული ლეგენდის პროტაგონისტი, რომელმაც შეთანხმება დადო მეფისტოფელთან. გამოსაცნობი პერსონაჟი მეცნიერია, რომელიც სიჭარმაგეში თავისი მეცნიერული შრომის ამაოებას განიცდის. ბედნიერების ძიება მას მეფისტოფელთან გარიგებამდე მიიყვანს, თუმცა, საბოლოოდ, უფლის ანგელოზის დახმარებით, მაინც ახერხებს მისგან თავის დაღწევას. 

  

                             ფაუსტი  

                    (ფაუსტი -ი.ვ.გოეთე)

200

გამოიცანით გერმანელი მწერალი, რომელიც მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა. მის რომანებში ასახულია პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრება. ავტორი თავადაც მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც რამდენიმეჯერ დაიჭრა კიდეც. ანტიფაშისტური ნაწარმოებების გამოქვეების გამო, მას გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ნანატრი მოქალაქეობა კი მხოლოდ გარდაცვალების წელს (1970) მისცეს.

      

                 ერიჰ მარია რემარკი (1898-1970)


200

გამოიცანით რომანი, რომელშიც პიროვნების სულიერი კრიზისია ასახული. ნაწარმოები პირველად 1927 წელს გამოიცა და მასში უხვადაა ავტობიოგრაფიული მომენტები. რომანი კარლ გუსტავ იუნგის თეორიის მიხედვითაა შექმნილი და ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია.

                        ტრამალის მგელი

                          (ჰერმან ჰესე)

200

პერსონაჟი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მუსიკის მასწავლებელია. ის დედასთან ერთად ცხოვრობს და როცა მისი სურვილის წინააღმდეგ იქცევა, დედა ფიზიკურად უსწორდება ხოლმე. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსაცნობ პერსონაჟს მაზოხისტური მიდრეკილებები აქვს და ხშირად ისერავს სხეულის ნაწილებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით კარგად მაშინ გამოვლინდა, როცა ქალმა, ვისი სახელიც უნდა დაასახელოთ, რომანი გააბა თავის სტუდენტთან.


                            ერიკა კოჰუტი

               (ელფრიდე იელინეკი-პიანისტი ქალი)

300

გამოიცანით თანამედროვე ავსტრიელი მწერალი ქალი, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა. გამოსაცნობი ავტორი არის პირველი ავსტრიელი მწერალი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო (2004 წელს). სამშობლოში ის სკანდალურ ავტორადაა ცნობილი და უმრავლესობას არ უყვარს.


                 ელფრიდე იელინეკი (1946-)

300

გამოიცანით ნაწარმოები, რომელზე მუშაობაც ავტორმა 1932 წლიდან დაიწყო. ცნობილია, რომ გამოსაცნობი რომანი პირველად 1936 წელს გამოიცა არა გერმანულ, არამედ დანიურ ენაზე კოპენჰაგენში. ის ეხება "დაკარგული თაობის" პრობლემას და ომგამოვლილი ადამიანების სულიერ კრიზისს ასახავს. გამოცნობა გაგიადვილდებათ, თუ გეტყვით, რომ გამოსაცნობ რომანს თავდაპირველად "პატი" ერქვა, თუმცა დღეს სულ სხვა სახელით ვიცნობთ.

                          სამი მეგობარი

                      (ერიჰ მარია რემარკი)

300

თქვენ უნდა გამოიცნოთ პერსონაჟი, რომელმაც დაკარგა საყვარელი ადამიანი, ხელოვნება და ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. ერთხელაც ის იხედება სარკეში და გრძნობს, რომ გაუცხოებულია როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების მიმართ. გამოსაცნობი პერსონაჟი ვერ იტანს პოლიტიკას და გამოირჩევა თავისი სარკასტული თვალთახედვით. ის სწორედ ამ თვალთახედვის გამო მიატოვა საყვარელმა ქალმა 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ. 

                             ჰანს შნირი

          (კლოუნის თვალთახედვა - ჰაინრიჰ ბიოლი)

M
e
n
u