სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება. ასევე არის დამწერლობის, კალენდრისა და მთვარის ღვთაება. გადმოცემით სწორედ მას მიეწერება ეგვიპტური იეროგლიფებისა და 335-დღიანი კალენდრის შექმნა. რომაულ მითოლოგიაში მისი ანალოგია ლუნუსი
თოტი
მისი ძირითადი სახეებია: ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ეს ფასიანი ქაღალდი არის საკუთრებაზე შენი უფლების დამადასტურებელი და ჩეულებრივის შემთხვევაში გაძლვს საერთო კრებაზე ხმის ულებასა და დივიდენდს მოგების არსებისა და მისი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, ხოლო პრივილეგირებულის შემთხვევაში, როგორც წესი მხოლოდ გარანტირებულ დივიდენდს, კორპორაციის მოგება-ზარალის მიუხედავად, თუმცა შესაძლებელია ხმის უფლებასაც გულისხმობდეს
აქცია
ცნობილია წყალბადის ატომის სამი იზოტოპი, დაასახელეთ სამივე
პროთიუმი, დეიტერიუმი და ტრითიუმი
რა დროს ანდომებს მზის სხივი მზიდან დედამიწამდე მოსვლას
რვა წუთი
„არასდროს და არაფერი არ ითხოვოთ! არასდროს და არაფერი, და განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენზე ძლიერია. თვითონ შემოგთავაზებენ და თვითონ ყველაფერს მოგცემენ!“. დაასახელეთ ფილმი და ციტატის ავტორი
ოსტატი და მარგარიტა, მიხეილ ბულგაკოვი
ტიტანებიდან ერთ-ერთი, ურანოსის და გეას უმცროსი ვაჟი, რომელმაც დაამარცხა მამამისი და თავად გახდა უზენაესი ღმერთი. იმის შიშით, რომ მამის ბედი არ გაეზიარებინა, ის ყლაპავდა თავის შვილებს. უმცროსი შვილის მაგივრად, მისმა მეუღლე რეამ მას ნაჭრებში გახვეული ქვა გადააყლაპა. ასე გადარჩა ზევსი, მამისგან ფარულად გაიზარდა და მოგვიანებით დაამხო კიდეც მისი ძალაუფლება. მისი მმართველობის პერიოდს “ოქროს ხანად” მოიხსენიებენ, სადაც არ არსებობდა ავადმყოფობა, გაჭირვება და სხვა უბედურებანი და ყველა ადამიანი ბედნიერი იყო
კრონოსი
ფასიანი ქაღალდი რომლის მიხედვითაც მის მფლობელს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება იყიდოს, ან გაყიდოს აქტივი წინასწარ განსაზღვრული ფასით
ოფციონი
მენდელეევის ტაბულის ცალკე რიგში, ქვემოთ მოქცეულ ამ ელემენტებს ეკუთვნის, მაგალითად: ერბიუმი, ტულიუმი, ცერიუმი, ევროპიუმუ და კიდევ 11 ელემენტისაგან
ლანტანოიდები
ეს ჯუჯა პლანეტა არის უდიდესი (ჯუჯა პლანეტა) მზის სისტემაში მასის მიხედვით
ერისი
„ბევრი ცოცხალი იმსახურებს სიკვდილს. ზოგი კვდება, თუმცა იმსახურებს სიცოცხლეს. შეგიძლია შენ უბოძო მათ ეს? ასე რომ ნუ ჩქარობ დაარიგო სასიკვდილო განაჩენები. თვით ბრძენთაგან ბრძენებს არ შეუძლიათ ყველაფრის განჭვრეტა." დაასახელეთ ფილმი და ციტატის ავტორი
ბეჭდების მბრძანებელი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
ქვესკნელის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში, ბერძნული ჰადესის შესაბამისი, თუმცა ის რომსი არ იყო ისე პოპულარული, როგორც საბერძნეთში ჰადესი, რადგან რომაელების რელიგია ცოცხლებზე იყო ორიენტირებული და მათ ნაკლებად აინტერესებდათ ადამიანის ბედი სიკვდილის შემდეგ
პლუტონი
ეს არის სავალო ფასიანი ქაღალდი რომელიც მის გამცემს ავალდებულებ გასცეს თანხის (აქტივის) ძირითადი ნაწილი და პროენტი განსაზღვრულ ვადაში
ობლიგაცია
ბეძნულიდან ეს ტერმინი შეიძლება ვთარგმნოთ როგორც თანაბარი ზომისა (ერთი ზომისა). ტერმინი აღნიშნავს ერთი და იმავე ელემენტებისაგან შემდგარი და თანაბარი ატომური მასის, მაგრამ განსხვავებული თვისებების მქონე ნივთიერებების არსებობას
იზომერია
ვარსკვლავური მანძილების საზომი ერთეული, რომელიც უდრის 3.263 სინათლის წელიწადს. ეს დასახელება პირველად შემოგვთავაზა ბრიტანელმა ასტრონომმა ჰერბერტ ტარნერმა 1913 წელს, რომელმაც ეს დასახელება პარალაქსის და სეკუნდის კომბინირებით მიიღო
პარსეკი
„მე არ ვარ ცუდი, უბრალოდ ესეთი დამხატეს.“ დაასახელეთ ფილმი და ციტატის ავტორი
ვინ დაუგო მახე კურდღელ როჯერს (Who Framed Roger Rabbit)
კერიისა და ოჯახის, ანთებული ცეცხლის მფარველი ქალღმერთი, ზევსის ერთ-ერთი და. ყველა ოჯახში ანთებული კერია მის საკურთხევლად ითვლებოდა. ითვლება, რომ რომაულ მითოლოგიაში მისი შესაბამი ქალღმერთია ვესტა, რომლის ქურუმები ვესტალები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ძველი რომის რელიგიურ ცხოვრებაში
ჰესტია
ეს ფასიანი ქაღალდი ორი ნაწილისგან შედგბა: პირველი, როცა ხდება პირველი გაცვლა და მეორე, როცა ხდება უკუ გაცვლა. შეთანხმება წარმოადგენს აქტივის ან ვალდებულების დროებით გაცვლას სხვა აქტივსა, ან ვალდებულებაზე. გამოიყენება აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რისკის შემცირებისა და მოგების მისაღებად
სვოპი
სწორდ ეს თხევადი, ოქროსფერი ლითონი გვაძლევს ყველაზე აქტიურ ტუტეს, მმისი სახელი ქვეყანასთანააა დაკავშირებული
ფრანციუმი
ცის სფეროს დიდი წრე, რომელზეც წარმოებს მზის ხილული მოძრაობა წლის განმავლობაში
ეკლიპტიკა
განსხვავება კაპრიზსა და „სამუდამო სიყვარულს“ შორის მხოლოდ ისაა, რომ პირველი გრძელდება უფრო დიდხანს.“ დაასახელეთ ფილმი და ციტატის ავტორი
დორიან გრეის პორტრეტი, ოსკარ უაილდი
ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, გენიალური ინჟინერი და გამომგონებელი. მითის თანახმად მან გამოიგონა ხერხი, ნაჯახი, ბურღი და სასწორი
დედალოსი
ამის საშუალებას იძლევა მაგ.: ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა ფასიანი ქაღალდები. ეს არის ზარალის რისკისაგან თავის დაზღვევა, თუმცა საფასო კონიუნქტურის შენთვის სასარგებლოდ შემოტრიალების შემთხვევაში, როგორც ეს ოფციონის შემთხვევაში არის, შენ ვერ იღებ დამაებით ოგებას, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში მისაღები მოგება, შენ გარანტირებული გაქვს
ჰეჯირება
პერიოდულობის სისტემაში რიგით 118-ე (ბოლო) ქიმიური ელემენტი
უნუნოქტიუმი
ეს ასტეროიდი აღმოჩენილია 1927 წელს ბენიამენ ჯეხოვსკის მიერ. მას იგივე სახელი აქვს, რაც დედამიწის ჰიპოთეტურ თანამგზავრს, რომლის არსებობა მეცნიერულად არ დასტურდება. გარდა სახელისა, ამ ორ ობიექტს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს
ლილიტ
„იურისტი პორტფელით ხელში გაცილებით დიდი ძალაა, ვიდრე ასობით შეიარაღებული თავდამსხმელი.“ დაასახელეთ ფილმი და ციტატის ავტორი
ნათლიმამა, მარიო პიუზო