1832 წლის 25 ნოემბერს პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ერთ-ერთ ყველასათვის საყვარელ ავტორს ასეთი სიტყვებით მიესალმა:“მაშ,ნუთუ თქვენ ხართ ის პატარა ქალბატონი რომელმაც დაწერა წიგნი და ეს დიადი ომი წამოიწყო“? ახლა კი უნდა გამოიცნოთ,თუ რომელ აბოლიციონისტ მწერალზეა საუბარი.
ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
რამდენი ასო ამოვარდა ქართულის ანბანიდან ილიასეული რეფორმის შედეგად?
5
რომელ ქართულ ანიმაციურ ფილმში ჟღერს სიმღერა „სოფლის შენებას რა უნდა“?
ტყის კვარტეტი
ვის ვერ დანებდება ბაბულა ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“?
ხირხალას
რა ფერის შიშია „ლეიკოფობია“?
თეთრი
თანამედროვე რუსი ავტორის რომანის “სამი ცუკერბრინის სიყვარულის“ სათაურის ინსპირაცია ორი ცნობილი ადამიანის გვარიდან მომდინარეობს. დაასახელეთ ისინი.
მარკ ცუკერბერგი და სერგეი ბრინი
რომელი დინასტია მართავს თანამედროვე დიდ ბრიტანეთს?
უინძორების
მას შემდეგ,რაც 13 წლის ხელოვანი საზოგადოების წინაშე წარსდგა,ბევრმა მისმა თანამედროვემ აღნიშნა,რომ ამ ადამიანმა ეშმაკს სული მიჰყიდა. ზოგიერთი კი იმასაც ამბობდა,რომ მას ვიოლინოს სული დაეუფლა. დაასახელეთ ეს მევიოლინე.
ნიკოლო პაგანინი
რის ლომებს უწოდებენ იმ ხალხს,რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან?
კლავიატურის
რომელ დიდ ქართველ მეცნიერს ეკუთვნის „განწყობის თეორია“?
დიმიტრი უზნაძეს
როდესაც მიხეილ ჯავახიშვილის ეს პერსონაჟი დაიბადა, მამამისმა პირველსავე დღეს განდაცხადა: "ბავშვის ასეთი ტირილი ჯერ არ გამიგია. სულ "მე-მეს" იძახის. ეტყობა, სხვას არაფერს შეარჩენს და ამ ქვეყანას დაიჩემებს". დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
კვაჭი კვაჭანტირაძე
რომელ ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისს?
აშშ
რომელი 18 წუთიანი მეტაფორული ქართული ფილმი აკრძალეს აზრის ზედმეტად ბუნდოვნობის გამო,რეჟისორს კი ფილმების გადაღება აუკრძალეს?
ქოლგა
რომელი მომღერლის სიმღერას აქვს ყველაზე მეტი “Dislike” Youtube-ზე?
ჯასტინ ბიბერის
ძველი აღთქმის თანახმად,კაცობრიობის რა ნაწილი გაწყდა პირველი კონფლიქტისას?
1/4
რომელ საერთო ტრადიციაზე მოგვითხრობენ ალბანელი მწერალი ისმაილ კადარე და ქართველი მწერალი ვაჟა ფშაველა?
სისხლის აღების
ვის გარდაცვალებას მიუძღვნა ოთარ ჭილაძემ შემდეგი სტყვები?
"დღესაც გრძელდება დღესაც ასეა ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცვლის ხასიათს ქარი, სიჩუმე.. და ფოთოლცვენა...."
გალაკტიონ ტაბიძის
ვინ დაწერა ყველასათვის ცნობილი სიმღერა "Hey Jude"?
პოლ მაკარტნიმ
რომელი ფობია აერთიანებდათ ნაპოლეონ ბონაპარტსა და ადოლფ ჰიტლერს? (დაასახელეთ სამეცნიერო ტერმინით)
აილუროფობია
რომელი გავრცელებული ხალხური სახელწოდებით ვიცნობთ კალციუმის კარბონატს?
ცარცი
მისურის შტატის რომელ ფიქტიურ ქალაქში ცხოვრობდა 12 წლის ტომ სოიერი?
სანკტ-პეტერბურგში
პავლე ინგოროყვას განმარტებით,რომელი ქართველი მწერლის გვარი მიგვანიშნებს თანამედროვე სიტყვაზე "თეოლოგი"?
გიორგი მერჩულე
ჯგუფი "Queen"-ის რომელმა წევრმა დაწერა სიმღერა მანქანაზე,რომელმაც ჯგუფში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია?
როჯერ ტეილორმა
რომელ რეკორდსმენ საბავშვო სიმღერაში ფიგურირებს წყალქვეშა ბინადარი?
Baby shark
გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ,სავსე მთვარის პირველ კვირას რომელი დღესასწაული დგება?
აღდგომა