სწავლების არსებულ მიდგომებთან დაკავშირებული პრობლემა
ეფექტური სწავლების 7 პრინციპი
ეფექტური სწავლების შვიდი პრინციპი
100

რაში მდგომარეობს ნაწილებით სწავლების ძირითადი პრინციპი? 

საკითხის შემადგენელ ნაწილებად, ელემენტებად დაყოფასა და ამ ელემენტების თანმიმდევრობით სწავლებაში. 

100

ჩამოთვალეთ ეფექტური სწავლების შვიდი პრინციპი

1) გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის "საბოლოო პროდუქტი" 

2) აჩვენეთ მოსწავლეებს თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას. 

3) საგანგებო ყურადღება გაამხვილეთ რთულ საკითხებზე

4) დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში

5) გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი. 

6) განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისაგან სწავლის უნარი

7) ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა

100

რას გულისხმობს მეხუთე პრინციპი "გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი" 

მოვლენების უფრო სიღრმისეულად წვდომისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ მოვლენების უკან მდგარ პრინციპებზე, კანონზომიერებებზე და ერთი შეხედვით უხილავ ლოგიკაზე.  

200

დ. პერკინსის აზრით, კომპლექსური საკითხის ნაწილებზე ხანგრძლივმა ფოკუსირებამ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს? 

მოსწავლის მხედველობის არეალიდან ფაქტობრივად გაქრება ამ ელემენტების გამაერთიანებელი მთლიანის, საბოლოო პროდუქტი.

200

მოსწავლეებში ამა თუ იმ თემის მიმართ ბუნებრივი ინტერესის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის 

ა) საბოლოო პროდუქტის ჩვენება

ბ) საგანგებო ყურადღების გამახვილება რთულ საკითხებზე

ა) საბოლოო პროდუქტის ჩვენება

200

რომელ პრინციპში განიხილავს დ. პერკინსი რომ ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ერთმანეთისგან? 

ა) ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა - მეშვიდე პრინციპი

ბ) განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისაგან სწავლის უნარი - მეექვსე პრინციპი 

გ) დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში - მეოთხე პრინციპი 

ბ) განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისაგან სწავლის უნარი - მეექვსე პრინციპი

300

რას გულისხმობს საკითხის შესახებ სწავლების პრინციპი? 

შესასწავლი თემის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას მოსწავლეებისათვის, საკითხის დეტალური და სიღრმისეული ანალიზის გარეშე.

300

რას გულისხმობს მესამე პრინციპი? (საგანგებო ყურადღების გამახვილება რთულ საკითხებზე) 

მასწავლებელი საგანგებო ყურადღებას უნდა აქცევდეს მოსწავლეებისათვის რთულ, პრობლემურ ნაწილებს. უნდა უთმობდეს დროს ამ ელემენტების დამუშავებას,  რათა უზრუნველყოს მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ზოგადად სწავლის პროცესის თვისებრივი გაუმჯობესება. 

300

როგორ ფიქრობთ რამდენად ეფექტურია მეექვსე პრინციპი "განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისაგან სწავლის უნარი"?  (გამოხატეთ თქვენი აზრი).

ბავშვებს, ისევე როგორც ზრდასრულებს, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ერთმანეთისგან. ეს კი ეფექტურად უნდა გამოიყენოს მასწავლეებლმა სწავლის პროცესში. წყვილებში ან ჯგუფუში მუშაობა, ერთობლივი პრეზენტაციის მომზადება ყველაზე ხელსაყრელი აქტივობაა ამ საკითხის მოქმედებაში მოყვანისთვის.  


400

როდის ხდება საკითხის შესახებ სწავლის პრინციპი ეფექტური და არაეფექტური? 

ეფექტური სტრატეგია შეიძელბა იყოს კონკრეტულ ვითარებაში და კონკრეტულ საგანთა მიმართებაში, ხოლო არაეფექტურია მაშინ, როდესაც მისი გამოყენება გაუაზრებლად და საკმარისზე მეტი დროის განმავლობაში ხდება.


400

პირველი სამი პრინციპიდან გამომდინარე ისაუბრეთ და უკეთ წარმოაჩინეთ მასწავლებლის როლი. (1.გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის "საბოლოო პროდუქტი".2. აჩვენეთ მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას. 3. საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე.)  

სწავლის მიმართ ინტერესის და სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ მთლიანად სასწავლ საკითხზე (საბოლოო პროდუქტზე). აგრეთვე მისი შესწავლ ღირებულებასა და აუცილებლობაზე. ამაში კი მასწავლეებელს მთავარი როლი ენჭება. მასწავლებელი ვალდებულია, საგანგებოდ აუხსნას მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ თემას, რისთვს არის სჭირო კონკრეტული საკითხის შესწავლა და როგორ შიეძლება გამოიყენოს ეს ცოდნა პრაქტიკაში. ამასთან, მოვლენების უფრო სიღრმისეულად წვდომისათვის მნიშვნელოვანია, დავანახოთ მოსწავლეებს შესასწავლ მოვლენებთან დაკავშირებული პრინციპები და კანონზომიერებები.  

400

პერკინსის აზრით, რას გულისხმობს მეშვიდე პრინციპი "ასწავლე მოსწავლეებს სწავლა"? 

მოსწავლეებში სწავლის უნარის განვითარება მასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული მიზანია. თუ მოსწავლემ იცის, როგორ შეუწყოს ხელი საკუთარ სწავლას, როგორ უნდა გახადოს იგი უფრო ეფექტური ის ფაქტობრივად დამოუკიდებელი ხდება მასწავლებლისგან. 

500

რას წარმოადგენს დევიდ პერკინსის მიერ შემუშავებული მოდელი? 

მოდელი წარმოადგენს ნაწილების სწავლების მოდელისა და საკითხების შესახებ სწავლების მიდგომის პოზიტიური მხარეების ეფექტურად გამოყენების მცდელობას. 

500

მეოთხე პრინციპიდან გამომდინარე (დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში)  მასწავლებელმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება? 

მასწავლებელი საგანგებო ყურადღებას უნდა აქცევდეს თემაში მოსწავლეებისათვის რთულ, პრობლემურ ნაწილებს. პედაგოგი უნდა გაერკვეს, რამ განაპირობა სირთულე, გამოყოს დრო და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით დაეხმაროს მოსწავლეს რთული ელემენტების გაგებასა და გააზრებაში.

500

დ. პერკინსის აზრით, სწავლის შვიდი პრინციპი რაში დაეხმარებათ მასწავლებლებს? 

სწავლის შვიდი პრინციპი დაეხმარებათ მასწავლებლებს გააღვივოს მოსწავლეებში სწავლის ინტერესი, აგრეთვე ხელი შეუწყოს რთული კონცეფციების მარტივი და გასაგები ენით მიწოდებასა და სწავლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. 

M
e
n
u