რიცხვები
ალგებრა
გეომეტრია
ლოგიკა
100

ზურა 21 წლისაა, ნინო კი - 15 წლის. რამდენი წლის იყვნენ ზურა და ნინო ერთად 6 წლის უკან?

24

100

რიცხვის ნახევრის პოვნისათვის რიცხვის ..(1).. გამრავლება ან ..(2).. გაყოფაა საჭირო.

(1) - 1/2 ან 0.5

(2)- 2-ზე

100

სამკუთხედის კუთხეების ჯამი არის

1800

100

კლასში 14 მოსწავლე ინგლისურ ენას სწავლობს, 8-ფრანგულს ხოლო 3 მოსწავლე - ორივე ენას. რამდენი მოსწავლეა კლასში, თუ ცნობილია, რომ ყოველი მოსწავლე ერთ ენას მაინც სწავლობს?

19 მოსწავლე

200

რამდენი ორნიშნა რიცხვია, რომლის ციფრთა ჯამი 8-ის ტოლია?

8

200

წელიწადის მერამდენედ ნაწილს შეადგენს 2 თვე?

1/6

200

თუ მართკუთხა ფორმის ნაკვეთის სიგანეს 3 მ-ით გავზრდით, რამდენი მეტრით გაიზრდება მისი პერიმეტრი?

6 მეტრით

200

ყუთში მხოლოდ 9 ლურჯი, 3 წითელი და 4 მწვანე ბურთია. რა მინიმალური რაოდენობის ბურთების ამოღებაა საჭირო ყუთიდან (მასში ჩაუხედავად), რომ ამოღებულ ბურთებს შორის აუცილებლად იყოს ორი ერთნაირი ფერის?

4

300

განსაზღვრეთ რამდენ ციფრიანი იქნება განაყოფი.

1 494 204 012 : 6

9 ნიშნა

300

ნიკამ ბაღში არსებული ხეების რაოდენობაზე 3-ჯერ მეტი ახალი ხე დარგო. ახლა ბაღში 36 ხეა. რამდენი ხე დარგო ნიკამ?

27

300

64 სმ პერიმეტრის მართკუთხედს რა სიგრძის გვერდების შემთხვევაში ექნება უდიდესი ფართობი?

კვადრატი, რომლის გვერდის სიგრძე იქნება 16 სმ

300

რა უმცირესი რაოდენობა დედმამიშვილია ოჯახში თუ ცნობილია, რომ ყოველ მათგანს დაც ჰყავს და ძმაც?

4

2 ბიჭი და 2 გოგო

400

სამი სხვადასხვა ორნიშნა რიცხვის ჯამი 45-ია. რას შეიძლება უდრიდეს ამ რიცხვებიდან უდიდესი?

24

400

ციფრულ საათზე თაია ხედავს ოთხივე განსხვავებულ ციფრს 02 : 19, სულ მცირე რამდენი წუთი უნდა გავიდეს კიდევ ამ დროის შემდეგ, რომ საათზე ოთხივე განსხვავებული ციფრი ეწეროს?  

12 წუთი

400

მართკუთხედის ორი გვერდის შეფარდებაა 7 : 13. მისი სიგრძისა და სიგანის განსხვავება 24 სმ-ია. ამ მართკუთხედის პერიმეტრია...

80 სმ

400

ჩანთაში გვაქვს 17 ბურთი, დანომრილი 1-დან 17-მდე. სულ მცირე რამდენი ბურთი უნდა ამოვიღოთ ყუთში ჩაუხედავად, რომ მათ შორის ერთი წყვილი მაინც არსებობდეს ისეთი, რომელთა ნომრების ჯამი მოგვცემს 18-ს?

9 ბურთი

500

ლელას დაბადებისას დედამისი 28 წლის, ხოლო მისი ძმის ზაზას დაბადებისას კი 31 წლის იყო. რამდენი წლის არის ლელა, თუ ზაზასა და დედის ასაკის ჯამი 45-ის ტოლია?

10 წლის

500

საგამოცდო ტესტი შედგება ადვილი, საშუალო და ძნელი ამოცანებისაგან. ქეთი ამბობს, რომ ტესტის ნახევარი ადვილი, ხოლო 10 საშუალო სირთულის იყო. გიორგის თქმით კი - ადვილი ამოცანების რაოდენობა 2-ჯერ მეტია ძნელი ამოცანების რაოდენობაზე. სულ რამდენი ტესტისგან შედგება გამოცდა?

30 ტესტი

500

პარალელოგრამის პერიმეტრი 28 სმ-ია. დიაგონალები მას 4 სამკუთხედად ყოფს. ამ სამკუთხედებიდან ორის პერიმეტრის სხვაობა 2 სმ-ია. იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები.  

6 სმ და 8 სმ

500

კლასში 21 მოსწავლეა. ცნობილია, რომ ამ კლასში ნებისმიერი ორი გოგო ამავე კლასის განსხვვებული რაოდენობის ბიჭთან მეგობრობს. რა უდიდესი რაოდენობის გოგო შეიძლება იყოს ამ კლასში?

10 გოგონა

M
e
n
u