შეასრულეთ მოქმედება და დაასახელეთ მიღებული შედეგი (18 x 21) : 7 = ?
სწორი პასუხია 54
შეასრულეთ მოქმედება, რას უდრის მიღებული შედეგი?
36 : (3 x 6)
იმისათვის, რომ 36 გავყოთ ნამრავლზე, ამისათვის საჭიროა 36 გავყოთ ჯერ ერთ-ერთ თანამამრავლზე, მაგალითად 3-ზე
36 : 3 = 12
ახლა კი მიღებული შედეგი, ანუ 12 უნდა გავყოთ მეორე თანამამრავლზე, ანუ 6-ზე
12 : 6 = 2
რომელი ასოთი აღინიშნება სიჩქარე ?
როგორ გავიგოთ სიჩქარე ? ( გადმოეცით თქვენი სიტყვებით ან ფორმულის დახმარებით)
სიჩქარე აღინიშნება V ასოთი
სიჩქარის გასაგებად მანძილი უნდა გავყოთ დროზე
მოძრავი სხეულის სიჩქარეა 15 მ/წმ. რა მანძილს გაივლის სხეული 2 წამში?
პასუხი დაასაბუთეთ
გავლილი მანძილის გასაგებად 15 მ/წმ უნდა გავამრავლოთ 2-ზე
15 x 2 = 30
იმსჯელეთ რამდენი ხერხითაა შესაძლებელი ამოვხსნათ შემდეგი მაგალითი და დაასახელეთ მიღებული შედეგი
(18 x 45 ) : 9 = ?
მოცემული მაგალითი შესაძლებელია ამოვხსნათ ორი ხერხით
ესენია: ( 18 : 9 ) x 45
18 x ( 45 : 9 )
მიღებული შედეგი უდრის 90-ს.
შეასრულეთ გაყოფა მარტივი ხერხით და დაასაბუთეთ მიღებული შედეგი
800 : 20 = ?
მართალია მიღებული შედეგი უდრის 40-ს მაგრამ საინტერესოა როგორ გაამარტივე?
რომელი ასოთი აღინიშნება მანძილი?
როგორ გავიგოთ გავლილი მანძილი?
მანძილი აღინიშნება S ასოთი
გავლილი მანძილის გასაგებად სიჩქარე უნდა გავამრავლოთ დროზე.
ჩამოთვალეთ სიჩქარის ერთეულები
კმ/სთ
მ/სთ
მ/წთ
მ/წმ
გაამარტივეთ:
1000 : 4 = ?
სწორი პასუხია:
250
თუ გამყოფს გავადიდებთ 3-ჯერ, ხოლო გასაყოფს უცვლელად დავტოვებთ, მაშინ განაყოფი როგორ შეიცვლება?
განაყოფი შემცირდება 3-ჯერ
რომელი ასოთი აღინიშნება დრო?
როგორ გავიგოთ დრო?
დრო აღინიშნება T ასოთი
დროის გასაგებად მანძილი უნდა გავყოთ სიჩქარეზე.
ვიპოვნოთ უცნობი გამყოფი:
72 : x = 8
x = 9
როგორ შეგვიძლია, რომ ნამრავლი გავყოთ რიცხვზე?
(გადმოეცით თქვენი სიტყვებით)
ნამრავლი რომ რიცხვზე გავყოთ, შესაძლებელია ერთ-ერთი თანამამრავლი გავყოთ ამ რიცხვზე და მიღებული შედეგი გავამრავლოთ მეორე თანამამრავლზე
როგორ შეგვიძლია რიცხვი გავყოთ ნამრავლზე?
(გადმოეცით თქვენი სიტყვებით)
რიცხვი რომ ნამრავლზე გავყოთ, საკმარისია ეს რიცხვი ჯერ გავყოთ ერთ-ერთ თანამამრავლზე და შემდეგ მიღებული შედეგი გავყოთ მეორე თანამამრავლზე.
ავტომანქანამ 3სთ-ში 195 კმ გაიარა. რა მანძილს გაივლიდა მანქანა 1 საათში, თუ იგი ყოველ საათში ერთსა და იმავე მანძილს გადიოდა?
ახსენით და დაასაბუთეთ მიღებული შედეგი.
ამოხსნა: 195 : 3 = 65 (კმ)
თუ მანქანა ყოველ საათში 65 კმ-ს გადის, მაშინ ვამბობთ, რომ მანქანის მოძრაობის სიჩქარეა 65 კილომენტრი საათში.
ვიპოვოთ უცნობი გასაყოფი:
X : 9 = 5
X = 45
საზაფხულო ბანაკში მოსწავლეთა რეგისტრაცია 7 დღეს მიმდინარეობდა. თითო დღეს 48 მსურველი დარეგისტრირდა. რამდენი მოსწავლე იქნება თითო ჯგუფში, თუ ბანაკში 16 ჯგუფია?
თითო ჯგუფში იქნება 21 მოსწავლე
აღწერა: 48-ს გავყოფთ 16-ზე, ხოლო მიღებულ შედეგს, ანუ 3-ს გავამრავლებთ 7-ზე
3 x 7 = 21
ორივე მაგალითში დასვით ფრჩხილები ისე, რომ ტოლობა იყოს სწორი
1. 240 : 8 x 2 = 60
2. 75 + 20 : 5 - 1 = 78
1. ( 240 : 8 ) x 2 = 60
2. 75 + (20 : 5) - 1 = 78
ველოსიპედისტი ყოველ საათში 12 კილომეტრს გადის, რა მანძილს გაივლის ველოსიპედისტი 4 საათში?
პასუხი დაასაბუთეთ
გავლილი მანძილის გასაგებად 14 (სიჩქარე) უნდა გავამრავლოთ 4-ზე (დროზე)
14 x 4 = 56
ველოსიპედისტი გაივლის 56 კმ-ს
1.როგორ ვიპოვოთ უცნობი გამყოფი?
2.როგორ ვიპოვოთ უცნობი გასაყოფი?
1. უცნობი გამოფი რომ ვიპოვოთ, გასაყოფი უნდა გავყოთ განაყოფზე
2. უცნობი გასაყოფი რომ ვიპოვოთ, განაყოფი უნდა გავამრავლოთ გამყოფზე