რამდენი ასო- ბგერაა ქართულში?
33
რომელია 79-ის მომდევნო რიცხვი?
80
რა ეწოდება დედამიწის შემცირებულ მოდელს?
გლობუსი
რამდენი ფერი აქვს ცისარტყელას?
შვიდი
რამდენი ნოტია მუსიკაში?
შვიდი
რომელია ძლიერის საპირისპირო სიტყვა?
სუსტი
რა ნიშანი უნდა ჩაიწეროს ფიფქის ნაცვლად?
45-20 * 10+15
რა უფრო მეტია დედამიწაზე, წყალი თუ ხმელეთი?
წყალი
როგორი ფერია წითელი ?
თბილი
რა ეწოდება ორი შემსრულებლისგან შემდგარ ანსამბლს?
დუეტი
რამდენი ორმარცვლიანი სიტყვაა წინადადებაში : ,, პატარა მაკა დაფას ასუფთავებს" ?
ორი
ფიგურას, რომელსაც აქვს ხუთი წვერო და ხუთი კუთხე, ეწოდება ...
ხუთკუთხედი
რომელი ფერითაა აღნიშნული რუკაზე წყალი?
ლურჯი
რა ჰქვია წყლის საღებავს?
აკვარელი
რა ეწოდება ოთხი შემსრულებლისგან შემდგარ ანსამბლს?
კვარტეტი
რა კითხვა დაესმის სიტყვას << ჭრელი? >>
როგორი?
რომელი გეომეტრიული ფიგურის ფორმა აქვს ფუტკრის ფიჭას?
ექვსკუთხედის
რა ჰქვია სამყაროს მეორენაირად?
კოსმოსი
რა ეწოდება ბუნების სურათს?
პეიზაჟი
ვინ ქმნის სიმღერებს?
კომპოზიტორი
ჩასვი გამოტოვებული სიტყვა ანდაზაში : ,,ტყუილის მთქმელს .... აღარ დაუჯერებენო"
მართალსაც
მორი გაჭრეს 5 ადგილას. რამდენი ნაწილი მიიღეს?
ექვსი
რა ჰქვია წყალში მოცურავე ყინულის ნატეხებს ?
აისბერგი
სურათს, რომელსაც ქმნიან ფერადი ქაღალდებისგან ეწოდება ...
აპლიკაცია
ვინ იყო ზაქარია ფალიაშვილი?
კომპოზიტორი