ალგებრული ამოცანები
გეომეტრიული ფიგურები
მათემატიკა & ჩვ. საქართველო
ჩვენი საქართველო-ისტორია
ჩვენი საქართველო-გეოგრაფია
5

რა რიცხვზე უნდა გავამრავლოთ 8, რომ მივიღოთ 6-ზე 12ჯერ მეტი რიცხვი?

9-ზე

5

თუ წრეწირის დიამეტრია 56 სმ, რა იქნება მისი რადიუსი?

მისი რადიუსი იქნება 28სმ.

5

MCLXVI - ამ წელს დაიბადა თამარ მეფე. რომელ წელს დაიბადა?

1160 წელს.

5

როდის მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი?

2008 წელს

5

რომელი მდინარე ჩამოედინება რაჭაში?

რიონი

10

1კგ კარტოფილი 70თ ღირს, რა ეღირება 8კგ კარტოფილი?

5ლ 60თ

10

რამდენი წიბო აქვს ოთხკუთხა პრიზმას?

12 წიბო

10

MCXXI - ამ წელს ქართველმა ხალხმა დიდგორის ბრძოლაში ბრწყინვალე გამაჯვება მოიპოვა. რომელ წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა?

1121 წელს.

10

რამდენი წლის წინათ დაიბადა იესო ქრისტე?

2021 წლის წინათ

10

რომელ მხარეში მდებარეობს ქუთაისი?

ქუთაისი მდებარეობს იმერეთში.

15

ერთი ცალი რვეული იგივე ღირს რაც 5 ცალი ერთნაირი კალამი. რა ღირს კალამი, თუ ერთი ცალი რვეული 15 ლარი ღირს ?

3 ლარი

15

ტოლგვერდა სამკუთხედის პერიმეტრია 57სმ, რამდენია მისი გვერდის სიგრძე?

19სმ

15

MLXXIII - ამ წელს დაიბადა დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი დავით აღმაშენებელი. რომელ წელს დაიბადა იგი?

1073 წელს.

15

როდის მოხდა  თბილისში, ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა?

2015წელს

15

სადაა აღმოჩენილი დინოზავრის ნაკვალევი?

დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩენილია სათაფლიაში

20

საჭიროა 198 ლიტრი ყურძნის წვენის 9 ლიტრიან დოქებში განთავსება.რამდენი დოქი იქნება საკმარისი?

22 დოქი

20

ნაკვეთს კვადრატის ფორმა აქვს. ფერმერმა გადაწყვიტა მას მესერი შემოავლოს. რამდენი მეტრი მესერი დაჭირდება, თუ ნაკვეთის ერთი გვერდის სიგრძე იქნება 18მ.

დაჭირდება 72მ მესერი.

20

MCLXXXIV - ამ წელს მოხდა თამარის მეფედ კურთხევა. რომელ წელს გამეფდა თამარ მეფე?

1184 წელს.

20

რამდენი საუკუნის წინ დასახლდნენ ებრაელები საქართველოში?

26 საუკუნის წინ.

20

რამდენ ნაწილად იყოფა საქართველო და რომელია ესენი?

ორ ნაწილად, დასავლეთი და აღმოსავლეთი.

25

ერთი თაიგულის გაკეთებას 8ვარდი ჭირდება. ლაშას 75ცალი ვარდი აქვს.რამდენ თაიგულს გააკეთებს და რამდენი ვარდი დარჩება გამოუყენებელი?

9 თაიგულს გააკეთებს და 3დარჩება გამოუყენებელი.

25

ტოლფერდა სამკუთხედის პერიმეტრია 56სმ, ფერდის სიგრძეა 16სმ, რა სიგრძისაა მისი ფუძე?

ფუძის სიგრძეა 24სმ.

25

MCMXCI - ამ წელს საქართველოში დაწესდა პრეზიდენტის თანამდებობა. რომელ წელს მოხდა ეს?

1991 წელს.

25

როდის აშენდა ბარაკონი?

1753 წელს

25

რამდენი ძირითადი მხარე აქვს ჰორიზონტს და ჩამოთვალე ისინი.

აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი.

M
e
n
u