რა ფორმით ვლინდება შიმშილის გლობაური პრობლემა?
2 ფორმით. ნახევრად შიმშილი - არასაკმარისი კვება, როცა ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ნივთიერებებს, იფიტება, სუსტდება და ავადდება. დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისათვის;
სრული შიმშილი - უკავშირდება ექსტრემალურ მოვლენებს: გვალვა, მოუსავლიანობა, წყალდიდობა, ომი
რა კრიტერიუმები განსაზღვრავს სიღარიბის დონეს?
უმუშევართა და უსახლკაროთა რაოდენობა ქვეყენაში.
დაასახელე ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის განმსაზღვრელი მაჩვენებლები
ჩვილთა სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.
რა მაჩვენებელი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების დონეს?
ჰუმანური განვითრების ინდექსი, რომელიც მოიცავს: განათლები დონეს, ერთობლივ შიდა პროდუქტს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.
რომელია "არასაკმარისი" კვების სარტყელი?
ტროპიკული აფრიკა, სამხრეთი აზია
როგორ განსაზღვრავენ უმუშევართა რაოდენობას განვითარებულ ქვეყმებში?
შრომის ბირჟაზე რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობით.
რა ფაქტორები იწვევს ჩვილთა გარდაცვალების მაღალ დონეს?
ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა და არადამაკმაყოფილებელი სამედიცინო მომსახურება, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.
ჩამოთვალე რეგიონები, რომელიც გამოირჩევა უწიგნურთა მაღალი დონით. ანუ წერა-კითხვა მოზრდილი მოსახლეობის ნახევარმა არ იცის
ტროპიკული აფრიკა, სამხრეთი აზია
რა არის სრულფასოვანი კვება?
რა უნდა შედიოდეს დღის რაციონში?
კვების სამედიცინო ის ნორმები, რაც აუცილებელია ადამიანისათვის;
დღის ნორმა: 2400 – 2500 კილოკალორია (ზრდასრული ადამიანის). მცირედი განსხვავებაა ქალის და მამაკაცისთვის საჭირო კალორიებს შორის, ასევე ასაკის მიხედვითაც გვხვდება განსხვავებები.
რა იწვევს უმუშევრობის მაღალ დონეს განვითარებად ქვეყნებში?
გამოწვეულია საერთო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ჩამორჩენილობით, მოსახლეობის სწრაფი ზრდა, პროფესიის არქონა.
რომელი ერი ითვლება ყველაზე ხანდაზმულ ერად? დაასახელე მისი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.
იაპონია - 82 წელს აღემატება (მამაკაცები - 78, 6, ქალები - 85, 5);
რას გულისხმობს მოსახლეობის უწიგნურობის დონე?
იგულისხმება მოზრდილი მოსახლეობის (15 წელზე ზევით) ის ნაწილი, რომელსაც წერა-კითხვა არ შეუძლია და არანაირი განათლება არ მიუღია;
რა იწვევს საკვების დეფიციტს?
ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ფაქტორები.
როგორი ტიპის უმუშევრობის პრობლემაა განვითარებულ სამყაროში?
ფუნქციური უმუშევრობა აწუხებს (მაგ. ექიმი, ინჟინერი, პედაგოგი, ეკონომისტი, იურისტი ვერ შოულობს სამსახურს თავისი პროფესიით);
დაასახელე ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადებების გავრცელებას.
დღის განმავლობაში მილიონობით ადამიანი კვეთს სახელმწიფო საზღვარს;
ტექნიკურმა პროგრესმა, ურბანიზაციამ და ცხოვრების ახლებურმა სტილმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა დაავადებების განაწილებაში;
რას გულისხმობს "ფუნქციური" უწიგნურობა?
ადამიანს კარგი და საფუძვლიანი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ ვერაფერში იყენებს მას. საკუთარ სამშობლოში მის ცოდნაზე მოთხოვნილება არ არის, საზღვარგარეთ კი მისი კვალიფიკაცია საკმარისი არ აღმოჩნდა (ყოფილი სოციალისტური ქვეყნები);
დაასახელე და იმსჯელე გლობალური სასურსათო პრობლემების გადაჭრის გზებზე
ექსტენსიური გზა - გულისხმობს ახალი სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებას, პირუტყვის სულადობის ზრდას და საზღვაო-სარეწაო არეალის გაფართოებას;
ინტენსიური გზა გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას დამუშავებული მიწების ფართობის თუ პირუტყვის სულადობის ზრდის გარეშე. მიწადმოქმედებაში ეს მიწის იმავე ფართობიდან მეტი მოსავლის მიღებას ნიშნავს, რაც მექანიზაციის, ქიმიზაციის, ირიგაციის, მაღალმოსავლიანი სახეობების დანერგვის ხარჯზე მიიღწევა. მეცხოველეობაში კი ჯიშობრივ გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული
რატომ არ დგას მწვავედ უმუშევრობის პრობლემა განვითრებულ ქვეყნებში? პასუხი დაასაბუთეთ.
განვირებულ ქვეყნებში უმუშევრები სახელმწიფოსგან იღებენ კონპენსაციას, რაც საარსებო მინიმუმზე გაცილებით მეტია. შესაბამისად ეს პრობლემა განვითრებადი ქვეყნებისგან განსხვავებით მწვავედ არ დგას.
დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში მედიცინის მიღწევებთან ერთდ რას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა?
პასუხი დაასაბუთე
ჯანსაღი ცხოვრების წესს
რა საკითხებს უნდა მოიცავდეს განათლების რეფორმა?
პასუხი დაასაბუთე
განათლების სტანდარტების მაქსიმალური მიახლოება ევროპის და ამერიკის დონესთან;
ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა;
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ უარი უნდა თქვას ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ან უნდა შეასუსტოს ყურადღება მშობლიური ენისა და ლიტერატურის, საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლების მიმართ;