,, იქსი" ერთადერთი ცხოველია, რომელსაც 4 მუხლი აქვს. ამის გამო მას არ შეუძლია ახტომა. ანიმაციურ ფილმებს თუ დავუჯერებთ, მისი საყვარელი საჭმელი მიწის თხილია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მის ზომის მიუხედავად , მას მართლაც ძალიან ეშინია თაგვების. ყველაზე ცნობილი ,, იქსი" გახლავთ დამბო. დაასახლეთ, რომელ ცხოველზეა საუბარი.
სპილო
თუკი ,, გუგლის" საძიებო სისტემაში ჩავწერთ ამ მღრღნელის ინგლისურ სახელს, პირველი რამდენიმე ვარიანტი კომპიუტერისა თუ მისი კერძო მოწყობილობის გამოსახულება იქნება. დაასახელეთ, რომელ მღრღნელზეა საუბარი.
თაგვი
სანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, ადამიანებს ხორცპროდუქტების ,,იქსით " დამუშავება უწევდათ, რათა არ გაფუჭებულიყო. ,,იქსის" მოპოვება ზღვის ნაპირებიდან ხდება. ,, იქსი" ყველას მოიძებნება და მას საკვები დანიშნულება აქვს. იგი თეთრი ფერისაა. დაასახელეთ, რაზეა საუბარი.
მარილი
თუ ცხოველთა მეფე ლომია, მაშინ ფრინველთა მეფე ,, იქსია". დღესდღეობით ,, იქსი" 20-ზე მეტი სახელმწიფოს დროშასა თუ გერბს ამშვენებს. დაასახელეთ, რა არის შეცვლილი ,, იქსით ".
არწივი
მსოფლიოში ცნობილი ფერთა კომბინაციაა: წითელი, ყვითელი და წვანე. ერთი მარტივი მიზეზის გამო- ისინი ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარებიან. დაასახელეთ მოწყობილობის სახელი, რომელზეც ეს სამივე ფერი გვხვდება.
შუქნიშანი
მას შეუძლია ფანქრით დაშვებული ყველა შეცდომის გამოსწორება. იგი მოსწავლეების გულითადი მეგობარია. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გამომგონებელი იაპონელი სტუდენტია, რომელსაც მობეზრდა დაშვებული შეცდომების გამო დავალებების ხელახლა წერა. დაასახელეთ, რაზეა საუბარი.
ფანქარი
იმის მიუხედავად, რომ ,,იქსებს" სახეცვლილი ფრთები აქვთ და ამის გამო ვერ დაფრინავენ, შესანიშნავად შეუძლიათ ცურვა. ისინი საკმაოდ გამძლეები არიან სიცივის მიმართ და ანტარქტიდაზე ბინადრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ მათგან არ უნახავს პოლარული დათვი. დაასახელეთ რომელ ფრინველზეა საუბარი.
პინგვინი
სპორტის სახეობათა უმრავლესობაში, სადაც ბურთს იყენებენ, იგი ძირითადად მრგვალი ფორმისაა. თქვენ უნდა დაასახელოთ სპორტის სახეობა, რომელშიც ბურთს ოვალური ფორმა აქვს და ამ სპორტში ცართულ საქართველოს ნაკრების წევრებს ბორჯღალოსნები ჰქვიათ.
რაგბი
ერთ ანიმაციურ ფილმში მცენარე წუწუნებს იმაზე, რომ მას არავინ ეხუტება. ამ დროს მის სიახლოვეს ზღარბი ჩამოივლის და საერთო პრობლემაზე დაიწყებენ საუბარს. დაასახელეთ რომელი მცენარე იგულისხმება იმის გათვალისწინებით, რომ იგი მხოლოდ მშრალ ადგილებში და უდაბნოში ხარობს.
კაქტუსი
იმის მიუხედავად, რომ ვიზუალურად ხეს ჰგავს, ,,იქსი" ბალახია. მას აზიაში აქტიურად იყენებენ მშენებლობაში. აგრეთვე, ,,იქსი" პანდების საყვარელი საჭმელია, დაასახელეთ, რომელი მცენარეა შეცვლილი ,, იქსით ".
ბამბუკი
თქვი ჩემი სახელი და მე აღარ ვიქნები- ეს არის გამოცანა იმის შესახებ, რასაც ადამიანები ითხოვენ, სანამ სიტყვით გამოვლენ. მეტაფორა- ,, ბუზის გაფრენის ხმაც" სწორედ ამის შესახებაა. დაასახელეთ რაზეა საუბარი და ის გაქრება.
სიჩუმე
ბერძნულ მითოლოგიაში ,, იქსები" ბოროტი არსებები არიან. ისინი მეზღვაურებს მომხიბვლელი ხმით იტყუებდნენ, რაც მეზღვაურთათვის დამღუპველი ხდებოდა. ყველასთვის ცნობილი ანიმაციის პერსონაჟიც ,, იქსი " გახლავთ, მან საკუთარი ხმა დათმო, რათა საყვარელ ადამიანს დაახლოებოდა. დაასახელეთ ,,იქსი ".
ქალთევზა
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის დროსაზეც 5 ,,იქსია" გამოსახული. მე-12 საუკუნეში საქართველოს მსგავსი დროშა თავისი 5 ,, იქსით" ჰქონდათ ჯვაროსნებს, კერძოდ კი ქრისტეს საფლავის მცველებს. დაასახელეთ, რა არის შეცვლილი,, იქსით" .
ჯვარი
ჩვეენ მას ძირითადად დილით და საღამოთი გეახლებით. აი, ჩვენ მეზობლად თურქეთსა და აზერბაიჯანში კი უფრო დიდი რაოდენობით მიირთმევენ დღის განმავლობაში. მოკლე სიტყვის საშუალებით დასახელეთ რაზეა საუბარი.
ჩაი
ისინი თანამედროვე სახით 50 000 წელია ცხოვრობენ და 5 კონტინენტზე არიან გავრცელებული. მათი სახეობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი გახლავთ გრიზლი. დაასახელეთ რაზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ საქართველოში გავრცელებულს რუსს უწოდებენ.
დათვი
,, იქსი" ეწოდება 300 მეტრზე მაღალ შენობას, რომელიც აუცილებლად რკინა-ბეტონისგან იგება. ,, იქსების" ქალაქებს უწოდებენ ნიუ-იორკს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში არცერთი ,, იქსი" არ არის. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ,,იქსი" დუბაიში დგას და მას ,, ბურჯ ხალიფა" ეწოდება. დაასახელეთ ,, იქსი"
ცათამბჯენი
ფეხსაცმლის მაღაზიები გვარწმუნებენ, რომ ფეხსაცმელს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია და იხსენებენ ერთ ანიმაციას, სადაც ფესაცმელმა მართლაც შეცვალა ერთი ყველასთვის საყვარელი პერონაჟის ცხოვრება. დაასახელეთ ამ ანიმაციის სახელი.
კონკია
მითიურ არსებათაგან ყველაზე პოპულარული მსოფლიოს ხალხთა კულტურაში გახლავთ ,, იქსი". ევროპაში მას ფრთებით გამოსახავენ, აზიაში კი წვრილი და გრძელი ულვაშით. ხშირ შემთხვევაში, ეს არსებები ბოროტები არიან და პირიდან ცეცხლს აფრქვევენ. დაასახელეთ, რომელ არსებაზეა საუბარი, თუ ის საქართველოს გერბზეც არის გამოსახული.
გველეშაპი/ დრაკონი
სახელი
ეს იმპერატორი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ სტრატეგოსად მიიჩნევა. მისი სიმაღლისა და ჩაცმულობის გამო მაკნატუნას ადარებდნენ. დაასახელეთ ამ ფრანგის სახელი, თუკი ეს სახელწოდება ერთ-ერთ ნამცხვარსაც აქვს.
ნაპოლეონი
გამოცანის თანახმად, ,,იქსს" თუ აჭმევ, იგი იცოცხლებს, ხოლო თუ წყალს დაალევინებ- მოკვდება. ,, იქსი" მიიჩნევა კაცობრიობის განვითარების სიმბოლოდ. მის გარეშე პირველყოფილი ადამიანები ცხოველებისგან თავს ვერ დაიცავდნენ. ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთემ ღმერთებს სწორედ ,,იქსი" მოპარა. დაასახელეთ , ,, იქსი" .
ცეცხლი
,, იქსი" არის სამხედრო წოდება, თუმცა ამ წოდებას იყენებენ ასევე სპორტის მრავალ სახეობაში და იგი მოედანზე არსებულ ლიდერზე მიგვითითებს. ცნობილი ,, იქსები" არიან : კაუჭა, ჯეკ ბეღურა, ნემო. დაასახელეთ, რა არის შეცვლილი ,, იქსით ".
კაპიტანი
,, იქსი" მსოფლიოს თანამედროვე საოცრებათა შვიდეულში შედის. მისი აგება ძვ.წ აღ-ს მე-3 საუკუნეში იმპერატორ ცინ შიხუანიდის მმართველობისას დაიწყო. ამბობენ , რომ ,,იქსის" დანახვა კოსმოსიდანაც არის შესაძლებელი. დაასახელეთ ორი ან სამი სიტყვის გამოყენებით, თუ რაზეა საუბარი.
ჩინეთის დიდი კედელი
,, იქსი " ძუძუმწოვარია, მაგრამ ამის მუხედავად მაინც წყალში ცხოვრობს. მეცნიერების კვლევის თანახმად, ,,იქსს" ყველაზე განვითარებული ტვინი ქვს, რაც აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ,, იქსებს" უხმოდ ესაუბროს. დაასახელეთ, რა არის შეცვლილი ,, იქსით", თუკი მათი ნახვა ბათუმში, სპეციალურ დაწესებულებაშია შესაძლებელი.
დელფინი
როდესაც იგი იბადება, დაფრინავს, როდესაც ცხოვრობს, უძრავად დევს მიწაზე, როდესაც კვდება, მიცურავს. დაასახელეთ რაზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ იგი იბადება ზამთარში.
თოვლი