ერთ საწყობში 300 კგ.მანდარინია.რამდენი კილოგრამით მეტი მანდარინია მეორე საწყობში თუ ორივე საწყობში 800 კგ.მანდარინია.
20კგ - ით მეტი.
254 ფანქარი გაანაწილეს ერთნაირ კოლოფებში,რომელთაგან თითოეულში 16 ფანქარი ეტევა.რამდენი ფანქარია ზედმეტი?
პასუხი ..14 ფანქარი.
რას უდრის მართკუთხედის ფორმის ნაკვეთის ფართობი ,თუ მისი სიგრძეა 10მ. სიგანე 45მ.
პასუხი..450მ.
ორ ქალაქს შორის მანძილი 120 კმ ია.თუ ავტომობილი ამ მანძილს 4 სთ -ში გაივლის იგი 1 საათით დააგვიანებს.რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს 1საათში ავტომობილმა რომ დროულად ჩვიდეს დანიშნულ ადგილზე?
პასუხი..40 კმ.
აუზი ივსება 8 საათში.ავზის რა ნაწილი აივსება 3 საათში?
პასუხი..3/8
მამისა და დედის ასაკთა ჯამი 15 წკის შემდეგ იქნება 120 წელი.რამდენი წელი იყო მათი ასაკთა ჯამი 2 წლის წინ .
პასუხი 86 წელი.
137 ის რაღაც რიცხვზე გაყოფისას მიიღება განაყოფი 10 და ნაშთი 7.იპოვე გამყოფი.
პასუხი..13.
მართკუთხედის ერთი გვერდი 20დმ-ია.მეორე კი 8 დმ-ით მეტია მასზე.რას უდრის ამ მართკუთხედის პერიმეტრი.
პასუხი..96დმ.
A და B ქალაქებიდან ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად ორი ველოსიპედისტი გამოვიდა.ერთი მოძრაობს 15 კმ/სთ სიჩქარით,მეორე 17 კმ/სთ სიჩქარით.3 საათის შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს.რამდენი კილომეტრია A და B ქალაქებს შორის.
პასუხი..96 კმ.
დათოს უნდა გაევლო 12 კმ.მან გაიარა ამ გზის 1/4 ნაწილი.რამდენი კმ.დარჩა დათოს გასავლელი.
პასუხი..9კმ.
სანდრომ გასაყიდად გაიტანა 2ტ. ვაშლი. მან პირველ დღეს გაყიდა 720 კგ. ვაშლი,ხოლო მეორე დღშ 105 კგ ით ნაკლები.რამდენი კგ. ვაშლი დარჩა გასაყიდი სანდროს?
პასუხი 665 კგ.
ავტობუსში 28 ადგილია. ეყოფა თუ არა 3 ასეთი ავტობუსი 90 ტურისტს?რამდენი ადგილი დარჩება?
პასუხი..კი..6 ადგილი
სამკუთხედის ერთი გვერდი 12 სმ-ია,რაც 3 სმ-ით მეტია მეორე გვერდზე და 4 სმ-ით ნაკლებია მესამე გვერდზე.რას უდრის სამკუთხედის პერიმეტრი?
პასუხი..37 სმ.
A და B ქალაქებიდან ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად ორი ველოსიპედისტი გამოვიდა.ერთი მოძრაობს 15 კმ/სთ სიჩქარით,მეორე 18 კმ/სთ სიჩქარით.4 საათის შემდეგ მათ შორის მანძილი იყო 25 კმ...რამდენი კილომეტრია A და B ქალაქებს შორის.
პასუხი..157 კმ.
კლასში 28 მოსწავლეა .მათგან 1/7 გოგონაა.რამდენი ბიჭია კლასში?
პასუხი..24 ბიჭი.
ერთ თაროზე 80 წიგნია,რაც 21 -ით მეტია მეორე თაროზე წიგნების რაოდენობაზე.მესამე თაროზე კი არის იმდენივე რაც მეორე თაროზე.სულ რამდენი წიგნია სამივე თაროზე?
პასუხი 198 წიგნი.
8 ცალი ფორთოხალი 4-4 ად დაჭრეს და თანაბრად გაუნაწილეს 6 ბავშვს.რამდენი ნაჭერი ფორთოხალი შეხვდა თითო ბავშვს და რამდენი ნაჭერი დარჩა?
პასუხი..5 ნაჭერი..დარჩება 2 ნაჭერი
მართკუთხედის პერიმეტრი 36 დმ-ია.რას უდრის მისი დიდი გვერდი თუ მცირე გვერდი 2 ჯერ ნაკლებია მასზე.
პასუხი...12 დმ.
ორი ქალაქიდან,რომელთა შორის მანძილი 630 კმ-ია ერთმანეტის შსახვედრად ორი ავტომობილი გამოვიდა .პირველი 1 საათში გადის 50 კმ-ს,მეორე კი 40 კმ-ს.რამდენ საათში შეხვდებიან ერთმანეთს ავტომობილები?
პასუხი..7 საათში.
წრეწირის დიამეტრის 1/4 ნაწილი არის 8 სმ.რას უდრის წრეწირიე რადიუსი?
პასუხი..16სმ.
ერთმა ფერმერმა 102 572 ც.ხორბალი აიღო მეორემ ორჯერ მეტი,მასამემ 3 ჯერ მეტი ვიდრე მეორემ.რამდენი ცემტნერი ხორბალი აიღეს სამივე ფერმერმა ერთად?
923 148 ცენტნეტი.
სასაჩუქრე პაკეტებისათის გამოყოფილია 50 ცალი მანდარინი და 235 ცალი კანფეტი.თუ სულ 16 ერთნაირი პაკეტი უნდა გაკეთდეს ,რამდენი მანდარინი და კანფეტი დარჩება ზედმეტი?
პასუხი..2 ცალი მანდარინი და 11 კანფეტი.
მართკუთხედის ფორმის ნაკვეთის სიგრძე 20 მეტრია.რაც 4 ჯერ მეტია სიგანეზე.რას უდრის მართკუთხედის ფართობი?
100მ2
A და B ქალაქებიდან ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად ორი ავტომობილი გამოვიდა.ერთი ავტომობილი ყოველ 10წთ ში გადის 12 კმ-ს.ხოლო მეორე კი ყოველ 20 წთ-ში გადის 25 კმ-ს. რა მანძილს გაივლის ორივე ავტომობილი 1 სთ-ში?
პასუხი..147 კმ.
ანსამბლი შედგება 20 მომღერლისაგან და 10 მოცეკვავისგან.ანსამბლის შემადგენლობის რა ნაწილია მომღერლები?
პასუხი..2/3 ნაწილი