ეს გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სქელი კანით გამოირჩევა. მისი შიგთავსი ძირითადად წითელი შეფერილობისაა, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში ჟოლოსფერი, თეთრი და ყვითელი ფერის შიგთავსიც გვხვდება. დაასახელეთ რაზეა საუბარი, თუ გეტყვით, რომ სახელის მიუხედავად მას ზამთარში არ მიირთმევენ.
საზამთრო
ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეტალია და ასოცირდება გამარჯვებასა და პირველობასთან. მისგან წარსულში მონეტებსაც კი ამზადებდნენ და მასზე გამოსახავდნენ მმართველის სახეს, ძირითადად, პროფილში. დაასახელეთ, რომელ მეტალზეა საუბარი.
ოქრო
ასტრიდ ლინდგრენის ეს პერსონაჟი დასახელებულია 10 ყველაზე წითურ პერსონაჟს შორის. დაასახელეთ, ვისზეა საუბარი, თუ პერსონაჟის წინდების ზომამ მის სახელზე საგრძნობლად იმოქმედა.
პეპი გრძელიწინდა
მან საკუთარი ფერის სახელი თვითონვე განსაზღვრა. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მისი დიდი რაოდენობით მირთმევის შემთხვევაში, თქვენ სიმაღლეში საგრძნობლად გაიზრდებით. დაასახელეთ, რა არის ის.
სტაფილო
ამ ცხოველს ყოველთვის ბოროტ პერსონაჟთან აიგივებენ. მისი ზედმეტსახელებიდან ყველაზე უჩვეულო ,, ტყის სანიტარია", რადგან მისი საკბილო ძირითადად დაშავებული ან დავადებული ბალახის მჭამელები ხდებიან. დაასახელეთ, რომელ ცხოველზეა საუბარი, თუ ერთერთი ზღაპრის მიხედვით, მას ერთი სულის შებერვით შეუძლია ჩალისა და ხის ქოხის დანგრევა.
მგელი
ამ ცხოველის სახელი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წყლის ცხენი. მისი მასის მიუხედავად, იგი სწრაფადაც დარბის და სწრაფადაც ცურავს. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, მისი რძე ვარდისფერი შეფერილობისაა. დაასახელეთ, რომელ ცხოველზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ 2020 წლის მონაცემებით თბილისის ზოოპარკის მკვიდრს ბეგი ჰქვია.
ბეჰემოთი
მისი დანახვა მხოლოდ მზის ამოსვლამდეა შესაძლებელი. ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენი მზეც ისაა. მას უწოდებენ საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებსაც. დაასახელეთ, რაზეა საუბარი.
ვარსკვლავი
მას უამრავ რამეზე დაყრდნობით ადგენენ, თუმცა ყველაზე გამორჩეულია მზისა და მთვარის. მასზე დატანილია 12 თვე, 54 კვირა და 365 ან 366 დღე. დაასახელეთ რაზეა საუბარი თუკი გეტყვით, რომ ჩვენ მას გრიგორიანიულს ვიყენებთ.
კალენდარი
მას თითქმის ყველა ქვეყანაში წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ. აი, საქართველოში კი ორჯერ ავღნიშნავთ. ამ დღეს ძირითადად ფოიერვერკით ხვდებიან, რასაც ღრმა წარსული აქვს და ზოგიერთ კულტურაში დემონებისა და ბოროტი სულებისგან განდევნას ემსახურება. დაასახელეთ რა არის ის.
ახალი წელი
ის 15 საუკუნეზე მეტი წლისაა. იქ მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მდინარე ორად ყოფს. საქართველოში ყველაზე დიდი ქალაქია და მისი დაბადების დღე ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას აღინიშნება. რომელი ქალაქია ის?
თბილისი
საფრენი აპარატის გამომგონებელი ძმები რაიტები იყვნენ. მათ ცის დაპყრობა 1903 წელს მოახერხეს, თუმცა დისნეის თუ დავუჯერებთ, ეს ბევრად ადრე მოხდა და მსოფლიოს პირველი პილოტები, არც მეტი, არც ნაკლები, მაიმუნი და ღარიბი არაბი ბიჭი იყვნენ. დაასახელეთ საგანი, რითაც ეს ბიჭუნა გადაადგილდებოდა.
ხალიჩა
ერთ-ერთ ანიმაციურ ფილმში მამა შვილს ეკითხება, თუ რომელი ხელით სჯობს ჩაის მორევა. შვილი ენამოსწრებულად პასუხობს: არა მარჯვენა ან მარცხენა ხელით, არამედ ..... რაც აბსოლუტურად მართალია. დაასახელეთ, რა არის შეცვლილი წერტილებით, თუკი გეტყვით, რომ თქვენც მისი საშუალებით ურევთ ჩაის.
კოვზი
თავდაპირველად, ეს ქსოვილი და მისგან შეკერილი ტანსაცმელი სიმტკიცის გამო ამერიკელი მუშებისთვის, კერძოდ მაღაროელებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს კი ჩვენი განუყოფელი ნაწილია. დაასახელეთ, რაზეა საუბარი, თუ მისი ყველაზე ცნობილი მწარმოებელია ,, ლევისი"
ჯინსი
2003 წლიდან მოყოლებული ყველა გაფაციცებით შესცქერის და გუშემატკივრობს მამას, რომელიც საკუთარ შვილს დაკარგავს და მის ძებნას შეუდგება ლურჯ მეგობართან ერთად. დაასახელეთ მოკლე სიტყვით, თუ რომელ ანიმაციურ ფილმზეა საუბარი.
ნემო / ნემოს ძიებაში
თბილისში მისი მშენებლობა 1960 წელს დაიწყო და მთავარი მიზანი ქალაქში ახალი სატრანსპორტო საშუალების გაჩენა იყო. დღეს თბილისში მისი 23 სადგურია. დაასახელეთ, რაზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ მისი ლოგო ლურჯ-თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ლათინური ,, M "-ია .
მეტრო
თუ ჩვენ ფეხსაცმელს ვიცვამთ, მაშინ ცხენები მას იცვამენ. თუ სტუმრობის დროს მასპინძლის კარზე ის შენიშნეთ, არ გაგიკვირდეთ, რადგან გავრცელებული მითის თანახმად, იგი იღბლის მომტანია. დაასახელეთ, რაზეა საუბარი.
ნალი
,, ცა ფირუზ, ხმელეთ - ... - ეს გახლავთ ციტატა აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსიდან. ის ძვირფასი ქვაა, რომელსაც მწვანე შეფერილობა აქვს და საუკუნეების განმავლობაში სიღარიბისგან დამცავ საშუალებად მიიჩნეოდა. დაასახელეთ, რომელ ძვირფას ქვაზეა საუბარი.
ზურმუხტი
დაასახელეთ 1840 წელს დაბადებული ქართველი მწერალი, რომელსაც საკუთარი შვილები არ ჰყოლია, თუმცა მას მაინც ჰყავს 33 ნამდვილი ქართველი შვილი.
იაკობ გოგებაშვილი
სამართლიანობის ნიშნებს შორის ყველაზე პოპულარულია და ხშირად ნახავთ, თუ როგორ უჭირავს ხელში თვალახვეულ ქალღმერთს იგი. მისი გამოგონების ადგილად ფინიკია ითვლება, როგორც ვაჭრობის ცნობილი ადგილი. ის ზოდიაქოს ერთადერთი უსულო ნიშანია. დაასახელეთ, რაზეა საუბარი?
სასწორი
ის ნახატებისა და მოკლე ტექსტებისაგან შექმნილი ამბავია. მასში პერსონაჟები ერთმანეთს ესაუბრებიან და ტექსტები ძირითადად დიალოგური ბუშტების სახით არის წარმოდგენილი. რა არის ის?
კომიქსი
ის ყველა ადამიანს აქვს. ეს ორგანო ადამიანს გარემოს უკეთ აღქმაში ეხმარება. სიბრმავის მიუხედავად, თხუნელებს მისი გამოყენებით მარტივად შეუძლიათ ორიენტირება. ყველაზე ცნობილი ქმნილება, რომელსაც ის არ აქვს, 4500 წლისაა და ეგვიპტეში მყარად დგას. დაასახელეთ რა არის ის?
ცხვირი
იმის მიუხედავად, რომ ყველას გვიყვარს ეს ტკბილეული, ძაღლებისთვის იგი მავნებელია. ამ ტკბილეულის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთი ამერიკაა. მე-17 საუკუნემდე ეს ტკბილეული სულაც არ იყო ტკბილი, მას შაქრის გარეშე, მწარედ მიირთმევდნენ.
შოკოლადი
მსოფლიოს ყველა ქვეყანას გააჩნია ბუნებრივი და ხელოვნური საზღვარი. თქვენ უნდა დაასახელოთ დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი საზღვარი, რომლის სანაპიროს ყველაზე დიდი ქალაქებია: სტამბოლი, ბათუმი, ტრაპიზონი და ოდესა.
შავი ზღვა
ეს კონტინენტი ნამდვილი რეკორდების ადგილია. იგი ყველაზე დიდი კონტინენტია, მასზე მსოფლიოს მოსახლეობის 60% ცხოვრობს. აქ გვხდება ყველაზე დიდი ნახევარკუნძული, ყველაზე ღრმა ტბა, ყველაზე მაღალი წერტილი, ყველაზე დიდი ქვეყანა და ა.შ. დაასახელეთ რომელ კონტინენტზეა საუბარი.
აზია
თუკი საქართველოში იმყოფებით და ჩრდილოეთით წახვალთ, თქვე აუცილებლად წააწყდებით მთათა სისტემას, რომელიც შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული. ამ მთათა სისტემას არაერთმა ქართველმა მწერალმა მიუძღვნა ლექსი თუ მოთხრობა. დაასახელეთ ეს ბუნებრივი ბარიერი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს გამოყოფს ერთმანეთისგან.
კავკასიონი