ჩამოთვალეთ ბუნების შესწავლის მეთოდები
დაკვირვება, გაზომვა, ცდა-ექსპერიმენტი, მოდელირება, ინფორმაციის დამუშავება
ჩამოთვალეთ საზომი ხელსაწყოები
მეტრიანი, სახაზავი, წამზომი, ბინოკლი, მიკროსკოპი, საათი, თერმომეტრი,სასწორი, საზომი ცილინდრი
რა არის ფიზიკური სხეული?
ჩვენს ირგვლივ არსებული ყველა საგანი, რომელსაც ვხედავთ ან ვერ ვხედავთ და სამყაროს შემადგენელი ნაწილია სხეული ეწოდება
ჩამოთვალეთ აგრეგატული მდგომარეობები
მყარი, თხევადი და აირადი
რას ეწოდება ჩონჩხი?
სხეულის ყველა ძვალს ერთად ჩონჩხი ეწოდება
რა არის გაზომვა
გაზმვა პროცედურაა, რომლის მეშვეობით ხდება გასაზომი ობიექტის რომელიმე ეტალონთან შედარება, რის შედეგადაც ის რიცხვით მნიშვნელობას იღებს.
დასკვნების, გაზომვის, კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებისთვის და დასკვნების მისაღებად მეცნიერები იყენებენ:
ცხრილებს, გრაფიკებს და დიაგრამებს
ჩამოთვალეთ ფიზიკური სხეულები
დაფა, ხე, მაგიდა, სახლი...
რას ეწოდება ლღობა?
მყარი ნივთიერების თხევად მდგომარეობაში გადასვლას ლღობა ეწოდება
რა ქმნის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას?
ჩონჩხის ძვლები და კუნთები ერთად ქმნიან საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას
დაკვირვება შეიძლება იყოს:
ხარისხობრივი და რაოდენობრივი
რა არის რეკონსტრუქცია?
რეკონტრუქცია არის ნაწილებისაგან მთლიანის აღდგენა
ფიზიკური სხეული ნივთიერებისგან შედგება
რას ეწოდება გაყინვა?
გაცივების საშუალებით თხევადი ნივთიერების მყარ მდგომარეობაში გადასვლას გაყინვა ეწოდება
რა არის სისხლის მთავარი ფუნქცია?
სისხლის მთავარი ფუნქციაა სატრანსპორტო ფუნქცია, სისხლს ყველა ორგანომდე მიაქვს ჟანგბადი და სხვადასხვა ნივთიერებები
რა არის ფიზიკური სიდიდე?
ყველაფერი, რისი გაზომვაც შეიძლება და რაც შესაძლოა მეტი ან ნაკლები იყოს, ფიზიკური სიდიდეა
რა არის მოდელი?
მოდელი ახალი ობიექტია, რომლიც ასახავს სესასწავლი ობიექტის, მოვლენის და პროცესის თავისებურებას
დააჯგუფე ნივთიერება და ფიზიკური სხეული: რკინა, ალუმინის კოვზი, სპილენძი, სუფრის მარილი, სპილენძის სადენი. მცენარეული ცხიმი
ნივთიერება:რკინა, სპილენძი, სუფრის მარილი.
ფიზიკური სხეული:ალუმინის კოვზი, სპილენძის სადენი, მცენარეული ცხიმი
რას ეწოდება კონდენსაცია?
ნივთიერების აირადი მდგომარეობიდან თხევადში გადასვლას კონდენსაცია ეწოდება
ჩამოთვალეთ სასუნთქი გზები
ჩამოთვალეთ ფიზიკური სიდიდეები
სიგრძე, სიგანე, მოცულობა, დრო, ტემპერატურა
რა არის ერთეულთა სისტემა?
ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა ერთობლიობას ერთეულთა სისტემა ეწოდება
ჩამოთვალეთ ნივთიერების ფიზიკური თვისებები
სხეულის ფორმა და მოცულობა, ნივთიერების ფერი, სუნი, გემო, აგრეგატული მდგომარეობა და სხვა....
რას ეწოდება ფიზიკური მოვლენა?
რა თანმიმდევროით გაივლის საკვები საჭმლის მონელების დროს, დალაგე სწორი თანმიმდევრობით: მსხვილი ნაწლავი, კუჭი, სწორი ნაწლავი, პირის ღრუ, საყლაპავი
პირის ღრუ, საყლაპავი, კუჭი, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, სწორი ნაწლავი