ჰაერი ყველაზე დიდი რაოდენობით რომელ აირს შეიცავს?
აზოტს.
ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები არის........?
ჰაერის დამაბინძურებელი მტვრის ნაწილაკები
რა დანიშნულებით გამოიყენება გათხევადებული აზოტი?
საკვების სწრაფად გასაყინად.
მედიცინაში-ცოცხალი ორგანოების შესანახად.
ოზონი მარტივი თუ რთული ნივთიერებაა?
რომელი აირი არ აბინძურებს ჰაერს?
ჰელიუმი
რა საშუალებით ხდება საქართველში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი?
ხორციელდება ავტომატური სადგურებით და ინდიკატორული გაზომვებით.
რომელია ყველაზე მსუბუქი კეთილშობილი აირი?
ჰელიუმი.
ჰაერში აზოტის მოცულობითი წილი რამდენ პროცენტს შეადგენს?
78%
რომელი აირები აბინძურებენ ჰაერს?
ნახშირბადის დიოქსიდი
აზოტის ოქსიდები
გოგირდის დიოქსიდი
რატომ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით ბავშვებზე?
ბავშვები უფრო სწრაფად სუნთქავენ, ვიდრე მოზრდილები და შთანთქავენ მეტ დამაბინძურებელს.
ნახშირორჟანგის არეში ანთებული კვარი ჩაქრება თუ გააგრძელებს წვას?
ანთებული კვარი ჩაქრება.
ატმოსფეროში ჰაერის განაწილება თანაბარია თუ არათანაბარი?
არათანაბარი,მაგრამ ჰაერის კომპონენტების თანაფარდობა ყველგან ერთნაირია.
ნახშირორჟანგი, რომელიც ატმოსფეროში აკავებს სითბოს, ცნობილია როგორც......?
სათბურის ეფექტი
როდის არის ჰაერში აზოტის ოქსიდებისა და ნახშირწყალბადების კონცენტრაცია ყველაზე მაღალი?
დილით, პიკის საათისას.
"მშრალი ყინულის" სახელწოდებით რომელი აირი მოიაზრება?
რომელია სიცოცხლისთვის აუცილებელი აირი?
ჟანგბადი
რომელია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი ანთროპოგენული მიზეზები?
მრეწველობა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
ნარჩენები
ჰაერში ჟანგბადის მოცულობითი წილი რამდენ პროცენტს შეადგენს?
21%
რომელ ეტაპზე სცილდება ჰაერს ნახშირორჟანგი?
პირველივე ეტაპზე, გაფილტვრისას.
რომელი აირთა ნარევი გამოიყენება ავტოგენური შედუღებისათვის?
ჟანგბადის და აცეტილენის ნარევი.