სახალისო
ლოგიკური 1
ლოგიკური 2
სპორტული
მათემატიკური
100

ორი აკლდამა, ორი ქანდაკება, ტაძარი,ბაღი და სანავიგაციო აგრეგატი.

კითხვა:რას წარმოადგენენ ისინი ერთად?

მსოფლიო 7 საოცრება

100

კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?

არა, რადგან ქართულში მხოლოდ 33 ასოა

100

2001 წლის მონაცემებით ამ კომპანიის ლოგოზე დაახლოებით 110 მილიარდი დოლარია დახარჯული, ანუ იმაზე მეტი ვიდრე ამერიკელები ხარჯავენ განათლებაზე, წიგნებზე ან ავტომობილებზე, ეს ობიექტი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის მომხმარებელში.

დაასახელეთ კომპანია.

McDonalds

100

შეიძლება თუ არა ბურთი გაისროლოთ ისე, რომ მან გაიაროს გარკვეული მანძილი, შემდეგ გაჩერდეს და დაიწყოს მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით?



შეიძლება, თუ ბურთს მაღლა ისვრით.

100

რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

არცერთი არ არის სწორი, რადგან 14+9=23, ანუ უნდა იყოს „ოცდასამი“

200

საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში მის ძეგლს ვერ ნახავთ, საბჭოთა კავშირში კი მის ჩანაცვლებას აპირებდნენ, რამაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.

რას დაუდგეს ძეგლი საქართველოში?

დედა ენას

200

მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

1961

200

რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?

არავის ახსოვს, როდის დაიბადა და არავინ იცის, როდის მოკვდება

200

2018 წელს ვინ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში?

ა) გერმანია   ბ)საფრანგეთი    გ) ბრაზილია   

საფრანგეთი

200

სამასწავლებლოში დგას 6 მაგიდა - თითოეული 4 სკამით, 4 მაგიდა - თითოეული 2 სკამით და 3 მაგიდა - თითოეული 6 სკამით.

სულ რამდენი სკამია სამასწავლებლოში?

50

6x4=24    4x2=8  3x6=18      24+8+18=50

300

დემეტრე მიდის ტბისკენ. მას გზაში შემოხვდა სკოლის კლასი, რომელიც შედგებოდა 25 მოსწავლისგან, მათ თან ახლდათ 2 მასწავლებელი.10 მოსწავლეს თან ახლდა მშობელი, ხოლო 10 მშობლიდან 4 მშობელს საბავშვო ეტლით მოჰყავდათ პატარები. სულ რამდენი ადამიანი მიდის ტბისკენ?

ტბისკენ მიდის მხოლოდ ერთი ადამიანი - დემეტრე. დანარჩენები ტბიდან ბრუნდებიან.

300

როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?

როცა თავი ფანჯარაში აქვს გაყოფილი

300

ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

28 რიცხვი ყველა თვეშია

300

რომელია ყველაზე ცნობილი სპორტი, როგორც ,,სპორტის მეფე"?

ფეხბურთი

300

60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?

60º (ლუპა კუთხის გრადუსულ ზომას არ ცვლის)

400

სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?

რუკაზე

400

რა აქვთ საერთო ხარს და ვაზს?

ორივეს აქვს რქა

400

მონღოლი დამპყრობელი თემურ ლენგი მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობდა, იყო სასტიკი და ამბიციური, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა მან საქართველოდან წაიღო ქართველ მეფეთა ცნობილი ბიბლიოთეკაც; ის მაინც ყველა წიგნს კთხულობდა...

როგორ ახერხებდა მთარვალი ამას?

სხვას აკითხებდა


400

მიხეილ შუმახერმა მონაწილეობა მიიღო აქციაში სახელწოდებით ,,5 წამი-რომელმაც შეიძლება სიკვდილს გადაგვაჩინოს".

რა უნდა გავაკეთოთ 5 წამში?

ღვედი გადავიჭიროთ.

 



400

რა ნიშანი მიიღება ორი გეომეტრიული ფიგურიდან, თუ ამ ნიშნის შინაარსობლივი მხარე ეხება ერთდროულად - სახელმწიფო სიმბოლიკას,ბიბლიას,ასტრონომიას და გენოციდს?

წარმოადგინეთ ეს  ნიშანი. 


500

ებრაელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ისრაელში, ეხუმრება ახლად ჩასულ ებრაელს:

- უყურებ გზას? - მე ავაშენე!

- უყურებ სურათს? - მე დავხატე!

- უყურებ .....? - მე მოვკალი!

რა იგულისხმა ებრაელმა?

ჩასვით „....“-ის შემცვლელი სიტყვა წინადადებაში.

მკვდარ ზღვას

500

ევროპაში დიდი ხნის მანძილზე არ იცოდნენ ჭამის წინ ხელების დაბანა, ტანსაცმლის გამოცვლა, დანა- ჩანგლის გამოყენება..

როდის ისწავლეს ევროპელებმა ყოველივე ეს?

ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ


500

ერთმა ეკონომისტმა თქვა:,,ადამიანებმა იციან საკუთარი თავის ფასი, ეს კი ყოველთვის მეტია, ვიდრე მათი...

დაასრულეთ ერთი სიტყვით წინადადება.

ხელფასი

500

რისი სიმბოლოა ოლიმპიური რგოლები?



მსოფლიოს კონტინენტები

აფრიკა, ამერიკა, აზია, ევროპა და ავსტრალია


500

როგორ გავზომოთ დრო - 15 წუთი ორი ქვიშის საათით, თუ: ერთი საათი 7 წუთიანია; მეორე კი 11 წუთიანი?

უნდა გადააბრუნოთ ორივე საათი ერთდროულად და დაელოდოთ როდის დამთავრდება ქვიშა 7 წუთიან საათში. როგორც კი ეს მოხდება, მომენტალურად გადააბრუნოთ 11 წუთიანი საათი (მასში დარჩენილია 4 წუთი). ასე გაზომავთ სასურველ 15 წუთს.

M
e
n
u