ფერმერს ჰყავდა 17 თხა და ათის გარდა ყველა მოუკვდა.
რამდენი თხა დარჩა ფერმერს?
10
სხვა დანარჩენი მოუკვდა
ერთ მოხუც კაცს ასაკი ჰკითხეს.
- "ასი წლის და რაღაც თვეების ვარ, თუმცა მხოლოდ 25 დაბადების დღე მქონდა" - უპასუხა მან.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?
დაბადების დღე აქვს 29 თებერვალს, ანუ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
ორ საფულეში დევს ორ-ორი მონეტა (თითოში ორი), თუმცა ერთ-ერთ საფულეში ორჯერ მეტი მონეტაა.
როგორ შეიძლება ასე იყოს?
ერთი საფულე დევს მეორეში.
ლადომ ფურცელზე დაწერა რიცხვი 86 და ალექსის უთხრა: - „ისე, რომ არ გააკეთო არავითარი ჩანაწერი, მიუმატე ამ რიცხვს 12 და მაჩვენე პასუხი“.
მცირედი ფიქრის შემდეგ ალექსიმ მას პასუხი უჩვენა იმგვარად, როგორც მისგან ლადომ მოიითხოვა.
თქვენ შეძლებდით ამის გაკეთებას? როგორ?
ამოვატრიალოთ ფურცელი , იქნება 98
თუ საღამოს 10 საათზე კოკისპირულად წვიმს.
არის თუ არა იმის შანსი, რომ 48 საათის შემდეგ იყოს მზიანი ამინდი?
არა, ისევ საღამოს 10 საათი იქნება.
ბოთლი თავისი საცობით ღირს 11 ლარი;
ამასთან, ბოთლი 10 ლარით ძვირია საცობზე.
რა ღირს საცობი?
50 თეთრი.
გაქვთ ბიდონით რძე და ორი ცარიელი - 3 ლიტრიანი და 5 ლიტრიანი ქილა.
როგორ უნდა არწყოთ ამ ორი ჭურჭლის გამოყენებით 1ლიტრი რძე ისე, რომ არ დაღვაროთ არც ერთო წვეთი?
ავავსოთ 3 ლიტრიანი და გადავასხათ 5ლ-იანში, ისევ ავავსოთ 3 ლიტრიანი და შევავსოთ 5 ლ-იანი, დაგვრჩება ერთი ლიტრი.
დემეტრე 10 წლისაა, ხოლო დედა მასზე სამჯერ უფროსია.
რამდენი წლის იქნება დედა, როცა დემეტრეს შეუსრულდება 15 წელი?
35
სანდროს ჰყავს იმდენივე და, რამდენიც ძმა.
ხოლო მის დას ჰყავს ორჯერ ნაკლები და, ვიდრე ძმა.
სულ რამდენი და-ძმაა ოჯახში?
7
ოთხი ძმა და სამი და.
კარგად დაფიქრდით და გამოიცანით:
კვირის რომელი დღე იყო გუშინ, თუ ხუთშაბათი იყო ზეგამდე ოთხი დღით ადრე?
შაბათი
ხუთშაბათი, გუშინწინ, გუშინ,დღეს,ხვალ,ზეგ.