გამოიცანი, რომელი საერთო სიტყვიდან მომდინარეობს ეს სიტყვები?
უფერული მრავალფერი
შესაფერი ფერადი
ფერწასული ფერმიცემული
ფერი
ქვემოთ მოცემულ მაგალითში რომელი შესაკრები უნდა შევცვალოთ ნულით, რომ მაგალითის პასუხი იყოს 23 ?
9+8+7+6=
პასუხი: 7
ეს ხე მარადმწვანეა. დაახლოებით 30-სართულიანი სახლის სიმაღლე იზრდება. მისი გირჩები, მოკრეფის შემდეგაც, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებს სიმწვანეს.
რომელ ხეზეა საუბარი?
სეკვოია
რომელ საუკუნეში მეფობდა ვახტანგ გორგასალი?
ვახტანგ გორგასალი მეფობდა მეხუთე საუკუნეში
კეტის მამას 7 ქალიშვილი ჰყავდა და არცერთი ვაჟი. 6 გოგონას ერქვა: ნანა, ნინა, ნინი, ნინო, ნანო, ნონა.
რა ერქვა მეშვიდე შვილს?
ა) ნუნუ
ბ) ნანი
გ) კეტი
მეშვიდე გოგონას კეტი ერქვა
რომელი წინადადება გამოხატავს ბრძანებას?
ა) მეცხვარევ, გთხოვ მაჭამე რამე!
ბ) ახლავე გააღე კარები და გამოდი!
გ) რომ იცოდე, რა კარგი ბიჭი ხარ!
ბ) ახლავე გააღე კარი და გამოდი!
მაგიდაზე 49 ფანქარი იდო. კატომ აიღო 10 ფანქარი, დათამ_5, შემდეგ ისევ კატომ აიღო 10 ფანქარი, დათამ ისევ_5. ამის შემდეგ კატომ აიღო 5 ფანქარი. რამდენი ფანქარი უნდა აიღოს დათამ იმისათვის, რომ მაგიდაზე დარჩეს 5 ფანქარი?
პასუხი: 9 ფანქარი
დაასრულე წინადადება:
ქუჩაზე აუცილებლად იქ უნდა გადახვიდე, სადაც გადასასვლელია. ქუჩაზე გადასვლისას ჯერ ... უნდა გაიხედო და შემდეგ ...
ჯერ მარცხნივ უნდა გაიხედო და შემდეგ_მარჯვნივ.
რამდენი წლის იყო დავით IV აღმაშენებელი, როდესაც ტახტზე ავიდა?
თექვსმეტი წლის
ბიჭს თანაბარი რაოდენობით ჰყავს დები და ძმები. მის დას ორჯერ მეტი ძმა ჰყავს, ვიდრე და.
რამდენი და და რამდენი ძმა არის ოჟახში?
ოჯახში 4 ძმა და 3 და არის
როგორ ფიქრობ, რა ამბობს ამას:
ჩვენ მოჭრილ ხეებს თეთრი ჩადრით თავებს შევუხვევთ.
ა) წვიმის წვეთები
ბ) მზის სხივები
გ) თოვლის ფიფქები
გ) თოვლის ფიფქები
მაიკომ მოლარეს მიაწოდა 2 ოცლარიანი, რომ ეყიდა 2 ცალი რვალარიანი ბლოკნოტი და 1 ცალი ცამეტლარიანი წიგნი. ხურდა რამდენი ეკუთვნის მაიკოს?
პასუხი: 11ლარი
ყველა პროდუქტს აწერია ვარგისიანობის ვადა. შენი აზრით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შეიძლება თუ არა ამ პროდუქტის მირთმევა?
არა, რადგან ის ავნებს ადამიანს
თამარ მეფე ვინ იყო დავით აღმაშენებლისთვის?
შვილთაშვილი
რა შემთხვევაში უყურებენ 2-ს და ამბობენ ,,ათს"?
როდესაც საათს უყურებენ და ის რომელიმე საათის 10 წუთს უჩვენებს
მაქვს თუ მყავს? შეურჩიე სწორი სიტყვები:
ა) მე ... მჩხავანა კატა.
ბ) მე ... ლამაზი ბურთი.
ა) მყავს
ბ) მაქვს
მოცემულ მაგალითში: 0+1+2+3+4+5+6+7+8+9=45 რომელი სამი შესაკრები უნდა წავშალოთ, რომ ჯამი შემცირდეს 16-ით?
4, 5 და 7
რა ჰქვია წამლის ნემსით შეყვანას ორგანიზმში?
ინექცია
რატომ შეარქვეს მეფე ერეკლეს ,,პატარა კახი"?
ტანმორჩილს (პატარას), მკვირცხლსა და დაუდეგარს, ხმალი და თოფი და მხედრობა ბავშვობიდანვე ემარჯვებოდა.
როგორ ფიქრობთ, რამდენ კვერცხს შეჭამს ადამიანი უზმოზე ძლიერი შიმშილით?
ა) 1
ბ) 10
გ) 20
ა) 1
შეჭამს ერთს, რადგან შემდეგი კვერცხის შეჭმისას ის უზმოდ აღარ იქნება
ანალოგი:
ხე:ტოტი
ა) ხე:ბუჩქი
ბ) კოლოფი:კანფეტი
გ) სახლი:ოთახი
გ) სახლი:ოთახი
გიორგი 18 წლისაა. რამდენი წლის იქნება ნინო სამი წლის შემდეგ, თუ იგი ახლა გიორგიზე 7 წლით უმცროსია?
პასუხი: 14 წლის
დაასრულე:
ჭექა-ქუხილის დროს ცალკე მდგომ ხეს არ უნდა შეეფარო, რადგან მოსალოდნელია ...
ამ ხეს მეხი დაეცეს და დაიღუპო.
,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა, ჩვენ მამაპაპათაგან: ..., ... და ..." - წერდა ილია ჭავჭავაძე
რა სამი საუნჯე დაგვრჩა მამა-პაპათაგან?
მამული, ენა და სარწმუნოება
რა არის უცნაური წინადადებაში:,,The quick brown fox jumps over the lazy dog"? (თარგმანი: სწრაფი ყავისფერი მელა გადაახტა ზარმაც ძაღლს).
მინიშნება: დააკვირდით ასოებს
ეს წინადადება შეიცავს ინგლისური ალფავიტის ყველა ასოს.