რომელია ლაბირინთების "ინჟინერი"?
ა) თხუნელა
ბ) თაგვი
გ) ციყვი
ა) თხუნელა
სად უნდა მოვძებნო ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?
რუკაზე
ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?
28 რიცხვი ყველა თვეშია
ანდაზის მიხედვით, რის ყუნწში შეიზლება გაძვრე გაჭირვების დროს?
ნემსის
დემეტრე შევიდა წისქვილში და თითო კუთხეში 3 კატა დაინახა.სულ რამდენი ფეხია წისქვილში?
3*4*4+2=50
რა საერთო სახელი აქვთ ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობას და ჭადრაკის ფიგურას?
ეტლი
მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?
1961
მაკა ცხოვრობს მალვინაზე მაღლა და კახაზე დაბლა. ფრიდონი კი - მალვინაზე დაბლა.
რომელი პიროვნება რომელ სართულზე ცხოვრობს ოთხსართულიან ბინაში?
4- კახა
3-მაკა
2-მალვინა
1-ფრიდონი
ვინ არის მოთხროვა "ბიბოს" ავტორი
ა) გურამ დოჩანაშვილი
ბ) რევაზ ინანიშვილი
გ) თამაზ ჭილაძე
ბ) რევაზ ინანიშვილი
გაკვეთილზე ზის 7 სამთავიანი დრაკონი. გაკვეთილს კი ატარებს 9 თავიანი დევი. რამდენი თავია კლასში?
30
რა ჰქვია ტაძრის კედელზე ან თაღზე შესრულებულ ნახატს?
ა) ბარელიეფი
ბ) ფრესკა
გ)გრავიურა
ბ) ფრესკა
ორმა მოჭადრაკემ 7 საათი ითამაშა.
რამდენი საათი ითამაშა თითოეულმა მოჭადრაკემ?
7 საათი
სახლს აქვს 23 კიბის საფეხური. რომელ საფეხურზე უნდა დავდგეთ რომ აღმოვჩნდეთ შუაში?
მე-12 საფეხურზე
რომელ ბრუნვაშია სიტყვა "ივნისს" ?
მიცემითი
რას უდრის 40 ნახევრის გაორკეცებული მეოთხედი?
10
რამადენჯერ გამოიყენება რიცხვი 3 ორნიშნა რიცხვებში?
19 -ჯერ
ერთ მოხუც კაცს ასაკი ჰკითხეს.
- "ასი წლის და რაღაც თვეების ვარ, თუმცა მხოლოდ 25 დაბადების დღე მქონდა" - უპასუხა მან.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?
მოხუცი დაიბადა ნაკიან წელს ე.ი. დაიაბადა 29 თებერვალს
მაგიდაზე მწკრივში დგას 6 ჭიქა. პირველი სამი სავსეა წვენით, ხოლო ბოლო სამი ცარიელი.
როგორ გავაკეთოთ, რომ ცარიელი და სავსე ჭიქები მონაცვლეობდნენ ერთმანეთში (ერთი სავსე, ერთი ცარიელი და ა.შ) ისე, რომ მხოლოდ ერთხელ შეეხოთ მხოლოდ ერთ ჭიქას?
აიღეთ მეორე ჭიქა, გადაასხით მისი შიგთავსი მეხუთე ჭიქაში და დადგით ჭიქა თავის ადგილზე.
"ნადავლი" ანუ ...
ომში ნაშოვნი ქონება, იარაღი და სხვა, დავლა.
რამდენით გაიზრდება სამნიშნა რიცხვი თუ მის ჩანაწერს მარცხნიდან მივუწერთ ციფრს - 5 ?
5000-ით
რამდენი ფეხი აქვს ლოკოკინას?
ერთი
3 ქათამი 3 დღეში დებს 3 კვერცხს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ქათამი 12 დღეში?
12 დღეში
როგორ გავზომოთ დრო -15 წუთი ორი ქვიშის საათით, თუ: ერთი საათი 7 წუთიანია, ხოლო მეორე კი 11 წუთიანი?
უნდა გადააბრუნოთ ორივე საათი ერთდროულად და დაელოდოთ როდის დამთავრდება ქვიშა 7 წუთიან საათში. როგორც კი ეს მოხდება, მომენტალურად გადააბრუნოთ 11 წუთიანი საათი (მასში დარჩენილია 4 წუთი). ასე გაზომავთ სასურველ 15 წუთს.
სპექტაკლზე ჩვენ ძალიან ვიხალისეთ!
გადაიყვანეთ მხოლობით რიცხვში
სპექტაკლზე მე ძალიან ვიხალისე.
ორ ბუჩქზე იჯდა 16 ყვავი. მეორე ბუჩქიდან საერთოდ გაფრინდა 2 ყვავი. შემდეგ, პირველი ბუჩქიდან მეორეზე გადაფრინდა 5 ყვავი. ამის შემდეგ ორივე ბუჩქზე ყვავების ერთნაირი რაოდენობა აღმოჩნდა.
რამდენი ყვავი იჯდა თითოეულ ბუჩქზე თავდაპირველად?
პირველზე - 12,მეორეზე - 4 ყვავი