რისთვის იყენებენ "ასკანის თიხებს"?
დასაბანად
დაასახელეთ გურიის მთის კურორტი
ბახმარო
რა ეწოდება ცხენებით შეჯიბრს?
დოღი
რომელი მეურნეობა განვითარდა გურიაში 1990-იანი წლებიდან?
თხილის მეურნეობა
რომელი ქალაქია გურიის ცენტრი?
ოზურგეთი
რომელი ხის ეკლესიაა შემორჩენილი გურიაში დღემდე?
ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ეკლესია
გურული მრავალხმიანი და მაღალხმიანი სიმღერა
კრიმანჭული
რომელ საუკუნეში შემოიტანეს ჩაის კულტურა პირველად გურიაში?
XIX
რომელ სიმღერას მღეროდნენ გურიაში ტვირთის გადატანისას?
ელესას
რომელი სპეციალისტი მოიწვიეს გურიაში ჩაის კულტურის განსავითარებლად?
ლაო ჯინ ჯაო
რომელი მინერალური წყალი მოიპოვება გურიაში?
ნაბეღლავი
რომელმა მდინარემ ჩაიტანა ურეკში სამკურნალო მაგნიტური ქვიშა?
სუფსა
რას იყენებენ გურიაში ხეზე ასული ვაზის დასაკრეფად?
გიდელს
კრამიტის გარდა კიდევ რითი ხურავდნენ სახლებს გურიაში ადრე?
ისლით
რომელი კუთხე ესაზღვრება გურიას სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან?
სამცხე-ჯავახეთი
გურიის მთიანი ნაწილი, რომელი ქედის ფერდობებზე მდებარეობს?
მესხეთის ქედი
რომელ ანსამბლს ხელმძღვანელობს ანზორ ერქომაიშვილი?
რუსთავს
რომელ სიმღერებს მღეროდნენ გურიაში რთველის დროს?
აგიდელა და აგუნა
რომელი ვაზის ჯიშია გავრცელებული გურიაში ადესას სახელით?
იზაბელა
ამ სპორტში იყენებდნენ ჯოხს რომლის სიგრძეც მოთამაშის სიგრძისა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ძირი მოღუნული ჰქონდა. ხოლო ბურთს საქონლის ბეწვისგან ამზადებდნენ და ის მუჭისოდენა იყო. რა ეწოდება ამ თამშს?
ჭაკუნობა