ვინ არის მოთხრობა ,,ქუჩის" ავტორი?
ვაჟა-ფშაველა
რისი ხეა ხაზარულა?
ვაშლის
რატომ ერქვა სულხან-საბა ორბელიანს ორი სახელი?
ერთი სასულიერო და მეორე საერო
რომელ წელს მოხდა ბახტრიონის აჯანყება?
1659 წელს
ვინ არის ავტორი წიგნისა ,,ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი"
რუდოლფ ერიხ რასპენი
რას ელოდებოდა ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი?
ხარირემს
ვინ არის ავტორი მოთხრობისა ,,ჩვენი ჭერამი"?
გიორგი ლეონიძე
რა გამოიწვია ვირის სიჯიუტემ იგავში აქლემი და ვირი?
ყროყინზე ადამიანები მოვიდნენ და ორივე დაატყვევეს
ვინ არის პოემა ბახტრიონის ავტორი?
ვაჟა-ფშაველა
რას ნიშნავს ბარონი ?
არისტოკრატულ ტიტულს
რა მხატვრული ხერხია გამოყენებული წინადადებაში ,,ახ,რა მძიმე ლოდივით ნაღველი მაწევს გულზე?"
შედარება
რომელი მეფეა ნახსენები გალაკტიონ ტაბიძის ლექსში ,,წამყე ბეთანიისაკენ"
ერეკლე მეორე
რომელი ფრინველების საუბარს ,,უთარგმნიდა" ვეზირი შირვანშაჰს?
ჭოტების
რომელი ქართული ფილმია გადაღებული ბახტრიონის აჯანყებაზე?
ბაში-აჩუკი
რას ნიშნავს ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა?
საკუთარი ინტერესებისთვის არეულობის გამოყენებას
რომელ ყვავილს შესტრფის ქუჩი?
პირიმზეს
რა ენაზე ელაპარაკებოდა ალექსანდრე ყაზბეგი უცხოელ სტუმრებს?
ფრანგული
როგორი ნაწარმოებია იგავ-არაკი?
მოკლე და დამრიგებლური შინაარსის
რას ნიშნავს იდიომა ზურგის გამაგრება ?
დახმარება/მხარდაჭერა/შველა
რამ გამოაგლიჯა გვერდი ქოსატყუილას მონათხრობში მის ბატს?
ტურამ
რას ნიშნავს იდიომა აბუჩად აგდება?
დაცინვა/დამცირება/არაფრად ჩაგდება
რა ნიშნავს იდიომა გუნდრუკის კმევა
პირფერობას/ქება-დიდებას
რას ნიშნავს გამოხდა ხანი?
გავიდა დრო
რითი განსხვავდება მითი და ლეგენდა ერთმანეთისაგან?
მითები არის ამბები ღმერთებზე, ლეგენდა არის ამბები ადამიანებზე.
რამდენ წუთში უნდა ჩამოეტანა ღვინო პეკინიდან ეგვიპტეში მიუნჰაუზენის მსახურს?
55 წუთში