თანდებულიანი მიცემითი
თანდებულიანი ნათესაობითი
თანდებულიანი მოქმედებითი
თანდებულიანი ვითარებითი
მართლწერისათვის
100

ჩამოთვალეთ მიცემითი ბრუნვის თანდებულები:

მიცემითი ბრუნვის თანდებულებია: ვით, თან, ზე,ში.

100

რომელი თანდებულები ერთვის ნათესაობით რუნვას?

ნათესაობით ბრუნვას ერთვის: თვის, გან, კენ, თანავე თანდებულები.

100

რომელი თანდებულები ერთვის მოქმედებითის ფორმას?

მოქმედებითის ფორმას ერთვის ურთ და გან თანდებულები.

100

რომელი თანდებული დაერთვის ვითარებით ბრუნვას?

აღადგინეთ გამოტოვებული თანდებული:

მისი სახელი ქვეყნის კიდე... გავარდა.

ვითარებით ბრუნვას დაერთვის მდე თანდებული.

მისი სახელი ქვეყნის კიდემდე  გავარდა.

100

თანდებულიანი მიცემითის მართლწერა.

1.რა შემთხვევაში იყრის თავს ორი-ზ?

2.აღადგინეთ გამოტოვებული თანდებული:

„თითო ვაზ...  ორი კალათი ყურძენი მოიკრიფა.“

1.ზ თანხმოვანზე ფუძედამთავრებულ სახელებს ორი ზ ექნებათ ზე თანდებულის დართვისას.

2.„თითო ვაზზე  ორი კალათი ყურძენი მოიკრიფა.“

200

რომელი თანდებული დაერთვის სახელობითის ფორმას და რა შემთხვევაში?

ბოლოთანხმოვნიან ფუძეებში  ვით თანდებული შეიძლება სახელობითის ფორმასაც დაერთოს: კაცი-ვით, ბავშვი-ვით.

200

თანდებული გამოყავით დეფისით და აღნიშნეთ ბრუნვის ფორმა გავრცობილია თუ გაუვრცობელი?

„ლელას ცრემლები წამოუვიდა სიცილისაგან,“

„ლელას ცრემლები წამოუვიდა სიცილისა-გან.“

ბრუნვის ფორმა გავრცობილია.( ა სავრცობი)

200

გაასწორეთ შეცდომები:

1„.კაცი ფქვილიანი  ტომრით  ურთ  ჩავარდა ხრამში.“

2„.ნიკამ ხის ტოტებიდან ფაცხა გააკეთა.“

1„.კაცი ფქვილიანი  ტომრითურთ  ჩავარდა ხრამში.“

2„.ნიკამ ხის ტოტებისაგან ფაცხა გააკეთა.“

200

1.რატომ იკარგება ბრუნვის ნიშანი  დ  მდე თანდებულის დართვისას?

2.გაასწორეთ შეცდომა:

„ვანო ქალაქამდინ ფეხით ჩავიდა.“


მდე თანდებულის დართვისას ბრუნვის ნიშანი დ მომდევნო დ-ს გავლენით იკარგება.


„ვანო ქალაქამდე ფეხით ჩავიდა.“

200

თანდებულიანი მიცემითის მართლწერა.

1.რა შემთხვევაში იყრის თავს ორი შ?

2.აღადგინეთ გამოტოვებული თანდებული:

„ზაზამ თავი ბალიშ...ჩარგო“

1.ში თანდებულის დართვისას  შ-ზე ფუძედამთავრებულ სახელებში ორი შ იყრის თავს.

2.„ზაზამ თავი ბალიშში  ჩარგო“

300

თანდებულიანი მიცემითი.

რომელი თანდებულის დართვისას იკარგება ბრუნვის ნიშანი?

თან თანდებულის დართვისას იკარგება ბუნვის ნიშანი ს.

სამი თანხმოვნის წარმოთქმა ერთად ძნელია,ამიტომ ბრუნვის ნიშანი იკარგება: კარ-ს-თან. იქნება კარ-თან.

300

თანდებული გამოყავით დეფისით და აღნიშნეთ ბრუნვის ფორმა გავრცობილია თუ გაუვრცობელი?

„ბავშვები გამოიქცნენ დედისკენ“.

„ბავშვები გამოიქცნენ დედის-კენ.“

გაუვრცობელი.

300

აღადგინეთ გამოტოვებული თანდებულები:

1.„ღრუბლებ... სანახევროდ დაფარული მზე მცხრალად ანათებდა.“

2.ფანჯრებ... გამომავალი შუქი სერავდა ეზოს.“

1.„ღრუბლებისაგან  სანახევროდ დაფარული მზე მცხრალად ანათებდა.“

2.ფანჯრებიდან  გამომავალი შუქი სერავდა ეზოს.“

300

როგორი იყო ვითარებითის ძველი ფორმა?

შეცვალეთ ძველი ფორმა ახლით:

ქალაქადმდე, წყაროდმდე.

ძველად იყო სახლად-მდე,  სოფლად-მდის.ბრუნვის ნიშანი დ დაიკარგა მომდევნო დ-ს გავლენით.

ქალაქამდე, წყარომდე.

300

თანდებულიანი მიცემითის მართლწერა.

1.რა შემთხვევაში არის შენახული  ს თანხმოვანი?

2.გაასწორეთ შეცდომა:„ წინათ ხშირად ჩავდიოდი ქუთაიში.“

1.ს-ზე ფუძედამთავრებული სახელები  ინახავენ ამ თანხმოვანს ზე და ში თანდებულების დართვისას.

2.წინათ ხშირად ჩავდიოდი ქუთაისში.“

400

როდესაც თან თანდებული ერთვის თანხმოვანფუძიან სახელს, რომელი  თანხმოვნები  იყრის თავს?

როდესაც თან თანდებული თანხმოვანფუძიან სახელს ერთვის, თავს იყრის სამი თანხმოვანი:ფუძის ბოლო თანხმოვანი, ბრუნვის ნიშანი ს და თანდებულის დასაწყისი თ. მაგ. კედელ-ს-თან.

400

თანდებული გამოყავით დეფისით და აღნიშნეთ ბრუნვის ფორმა გავრცობილია თუ გაუვრცობელი?

„სოსო ბარტყებისთვის თუთის მოსატანად გაიქცა.“

„სოსო ბარტყების-თვის თუთის მოსატანად გაიქცა.“

გაუვრცობელი.

400

დაშალეთ თანდებულიანი სახელი:

(თანდებული, სახელის ფუძე,ბრუნვისა და რიცხვის ნიშნები.)

შვილებითურთ

შვილ-ებ-ით-ურთ.

ფუძე-შვილ

ებ- მრავლობითის ნიშანი.

ით- ბრუნვის ნიშანი

ურთ-თანდებული

400

1.რომელი ნაწილაკები შეიძლება დაერთოს ზოგიერთთანდებულიან ფორმას?

1.ზოგიერთ თანდებულიან ფორმას შეიძლება დაერთოს ნაწილაკები: ც, ღა, ვე.

400

თანდებულიანი მიცემითის მართლწერა.

1.რა შემთხვევაში იყრის თავს ორი თ?

2.გაასწორეთ შეცდომა:„ფეხბურთელებს ბურთან არ უშვებენ.“

1.თ-ზე  ფუძედამთავრებულ სახელებს  ორი თ ექნებათ თან თანდებულის დართვისას.

2.„ფეხბურთელებს ბურთთან არ უშვებენ.“

500

„ღობესთან მოჩანდა ძველი ჩალური.“

რომელი ბრუნვის ფორმაა?დეფისით გამოყავით თანდებული. შენახულია თუ არა ბრუნვის ნიშანი, გავრცობილია თუ გაუვრცობელი?

ღობეს-თან. თანდებულიანი მიცემითი, ბრუნვის ნიშანი შენახულია. გაუვრცობელია.

500

თანდებული გამოყავით დეფისით და აღნიშნეთ ბრუნვის ფორმა გავრცობილია თუ გაუვრცობელი?

„სტუმრების მოსვლისთანავე მსმენელები ფეხზე წამოდგნენ.“

„სტუმრების მოსვლის თანავე მსმენელები ფეხზე წამოდგნენ.“

გაუვრცობელი.

500

რა იწვევს ბრუნვის ნიშნის თ-ს გადაქცევას დ-დ?

რა ჰქვია ამ ფონეტიკურ მოვლენას?

გან თანდებული გაუვრცობელ ფორმას დაერთვის. ძველად იყო:გულ-ით-გან, ხ-ით-გან.გ მჟღერი ბგერაა,თ-ყრუ. მჟღერმა გ-მ  ყრუ- თ  დ ბგერად აქცია, დაიმსგავსა. ამას ასიმილაცია ჰქვია.ასიმილაციის გამო მივიღეთ გულ-იდ-გან, ხ-იდ-გან. შემდეგ გ-ც დაიკარგა და მივიღეთ გულ-იდან, ხ-იდან

500

დაასახელეთ ნაწილაკდართული თანდებულიანი ფორმები.

ამხანაგისთვისაც, მხანაგისთვისღა, ამხანაგისთვისვე.

500

თანდებული გან ნათესაობითის ფორმასაც დაერთვის და მოქმედებითისასაც. როგორ განვასხვავოთ?აღნიშნეთ, რომელია ნათესაობითის და რომელი მოქმედებითის ფორმები?

1.ეს თებროსგან მოგონილი ხერხი იყო.

2.ნიაღვრისაგან დაღარულია მთელი კლდე.

3.ბიჭი ოთახიდან გავიდა.

4.იმათი ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა.

ვისგან? ან რისგან? კითხვებზე გან თანდებული ნათესაობითის ფორმას უნდა დაერთოს.საიდან? და რა დროიდან? კითხვებზე გან თანდებულიანი მოქმედებითისაგან წარმომდგარი ფორმა უნდა გამოვიყენოთ.

1.ეს თებროსგან მოგონილი ხერხი იყო.(ნათ.).

2.ნიაღვრისაგან დაღარულია მთელი კლდე.(ნათ.).

3.ბიჭი ოთახიდან გავიდა.(მოქ.).

4.იმათი ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა(მოქ.).

M
e
n
u