როგორი წინადადების ბოლოს იწერება წერტილი?
დაასახელე მაგალითი.
წერტილი იწერება:
თხრობითი წინადადების ბოლოს.
მაგალითად: ბავშვი წიგნს კითხულობს.
რა დროს დაისმის მძიმე? რატომ?
ჩემი აზრით საზოგადოების ხედვებიდან გამომდინარე ავტორის მტკიცებით.
მძიმე დაისმის: აზრის წყაროს დასახელებისას.
მაგალითად: ჩემი აზრით, საზოგადოების ხედვებიდან გამომდინარე, ავტორის მტკიცებით.
დასვით სასვენი ნიშნები და ახსენით.
1.ჩვენს ეზოში ყვავილები: ია, ენძელა, ტიტა და ვარდი აყვავდა.
ორწერტილი
დაისმის:
ჩამონათვლის წინ;
მაგალითად: ჩვენს ეზოში ყვავილები: ია, ენძელა, ტიტა და ვარდი აყვავდა.
რა შემთხვევაში იწერება კითხვის ნიშანი?დასვით სასვენი ნიშნები.
1.როგორ ხარ
2.რატომ
3.რისთვის
4. ვისთვის
კითხვის ნიშანი იწერება კითხვითი წინადადების, ან სიტყვის ბოლოს.
მაგალითად: როგორ ხარ?
რატომ?
რისთვის?
ვისთვის?
ჩასვით ფრჩხილებში და განმარტეთ რატომ?
1.პუნქტუაციის სასვენ ნიშანთა გამოყენების წესი დაცვა აუცილებელია.
2.თქვენი რეზიუმე სამოტივაციო წერილი უკვე განვიხილეთ.
ფრჩხილებში ჩაისმის:
სიტყვა, ან წინადადება, რომელიც განმარტავს წინა სიტყვას.
მაგალითად: პუნქტუაციის ( სასვენ ნიშანთა გამოყენების წესი) დაცვა აუცილებელია.
2. თქვენი რეზიუმე (სამოტივაციო წერილი) უკვე განვიხილეთ.
რომელი სასვენი ნიშანი იწერება სიტყვათა შემოკლების დროს?
ამა წლის
ეგრეთ წოდებული
ასე შემდგომ
სიტყვათა შემოკლებისას იწერება წერტილი.
ა.წ.
ე.წ
ა.შ.
რა დროს დაისმის მძიმე? რატომ?
მოსალოდნელია, ბუნებრივია, წესისამებრ და ა.შ.
მძიმე დაისმის:
რაიმე ფაქტის, მოვლენის, ან სიტუაციის შეფასებისას.
მაგალითად: მოსალოდნელია, ბუნებრივია, წესისამებრ და ა.შ.
დასვით სასვენი ნიშნები და ახსენით.
1.მან უთხრა – არა არ გაგიშვებ
ორწერტილი დაისმის, როცა ავტორის ნათქვამს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი.
მაგალითად: მან უთხრა: – არა! არ გაგიშვებ!
დასვით სასვენი ნიშნები და განმარტეთ.
1.ბრავო
2. მომწონს
3. ყოჩაღ
4.დავით დაუძახა მასპინძელს
5.ვაშა ვაშა ყვიროდნენ ახალგაზრდები
ძახილის ნიშანი.
მაგალითად: ბრავო! ყოჩაღ! და ა.შ.როგორ მომწონს!
დავით! – დაუძახა მასპინძელს.
ვაშა! ვაშა! – ყვიროდნენ ახალგაზრდები.
ჩასვით ფრჩხილებში და განმარტეთ წესი.
1.ჩემი მასწავლებელი (ნინო) ძალიან კარგი ადამიანია.
2.ნესტანმა (ჩვენმა ახალმა თანამშრომელმა) პრეზენტაცია გამართა.
ფრჩხილებში ჩაისმის:დამატებთი ცნობის მომცემი ჩართული სიტყვები და წინადადებები.
მაგალითად: ჩემი მასწავლებელი (ნინო) ძალიან კარგი ადამიანია.
ნესტანმა (ჩვენმა ახალმა თანამშრომელმა) პრეზენტაცია გამართა.
დასვი სასვენი ნიშანი და ახსენი:
მოხუცი და ბროლია
წერტილი არ გამოიყენება
სათაურის ბოლოს
დასვით სასვენი ნიშნები და ახსენით.
1. ვვარაუდობ ვფიქრობ მგონია სავარაუდოდ და სხვ
მძიმე დაისმის:დაუზუსტებელი აზრის, ან ინფორმაციის გადმოცემისას.
მაგალითად: ვვარაუდობ, ვფიქრობ, მგონია, სავარაუდოდ და სხვ.
დასვით სასვენი ნიშნები და ახსენით.
1.ჩვენი ბედი დღეს წყდება ან გავიმარჯვებთ და სიხარულით დავბრუნდებით შინ ან დავმარცხდებით
ორწერტილი დაისმის, რთულ ორნაწილიან წინადადებაში, სადაც მეორე ნაწილი პირველს განმარტავს.
მაგალითად: ჩვენი ბედი დღეს წყდება: ან გავიმარჯვებთ და სიხარულით დავბრუნდებით შინ, ან დავმარცხდებით.
დასვით სასვენი ნიშნები და ახსენით.
1.სად მიდიხარ ნინო რატომ კამათობ ყმაწვილო
2. ჯერ არ გისწავლია
კითხვა-ძახილის ნიშანი
იწერება, როცა კითხვასთან ერთად გადმოცემულია ემოციები.
მაგალითად: ჯერ არ გისწავლია?!
სად მიდიხარ, ნინო?! რატომ კამათობ, ყმაწვილო?!
ჩასვით ბრჭყალებში:
1.მგზავრის წერილები
2.პროსტა ღადაობა
3.გუშინ დარისპანის გასაჭირი ვნახე.
4.სპექტაკლი კავკასიური ცარცის წრე; კინოფილმი მიმინო.
1.„მგზავრის წერილები“
2.„პროსტა“ „ღადაობა“
3.გუშინ „დარისპანის გასაჭირი“ ვნახე.
4.სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“; კინოფილმი „მიმინო“.
რა შემთხვევაში არ არ გამოიყენება წერტილი?
წერტილი არ გამოიყენება:სათაურის ბოლოს;
ფრჩხილებში ჩასმული სიტყვის, ან წინადადების ბოლოს;
ციტატის ბოლოს;
ავტორისა და წყაროს დასახელებისას;
რა შემთხვევაში დაისმის მძიმე?დასვით სასვენი ნიშნები:
1.ნამდვილად სწორედ რა თქმა უნდა და ა შ
2.ზურა მოდი აქ
მძიმე დაისმის დარწმუნების გამომხატველ სიტყვებთან:
მაგალითად: ნამდვილად, სწორედ, რა თქმა უნდა და ა.შ.
მიმართვებთან
მაგალითად: ზურა, მოდი აქ!
რა შემთხვევაში დაისმის წერტილ-მძიმე?
წერტილ-მძიმე
წერტილ-მძიმე დაისმის:
ორ სინტაქსურად დამოუკიდებელ, მაგრამ შინაარსობრივად დაკავშირებულ წინადადებას შორის.
პუნქტების ჩამოთვლისას.
რა შემთხვევაში იწერება მრავალწერტილი? დასვი სასვენი ნიშნები:
1.მე მე არ შემიძლია
2. ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით
მრავალწერტილი
იწერება, როცა:
სათქმელი არ არის დასრულებული.
მაგალითად: მე… მე… არ შემიძლია.
არასრული ციტირებისას.
მაგალითად: „ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით…“
დასვით სასვენი ნიშნები(,, '') () სწორად და ახსენით .
1.ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი და არა ჩვენებური პატრიოტია.
2.გაზეთი ახალი განათლება
1.„ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.“.
2.გაზეთი „ახალი განათლება“
დასვი სასვენი ნიშნები:
„ხელოვნებაა თავად უკვდავება“ (კონსტანტინე
გამსახურდია)
„ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა” (შექსპირი)
თეონა ჩემი მეგობარია
ორაგულის ცხოვრება
„ხელოვნებაა თავად უკვდავება“ (კონსტანტინე გამსახურდია).
„ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა” (შექსპირი).
თეონა ჩემი მეგობარია.
ორაგულის ცხოვრება.
დასვით სასვენი ნიშნები და ახსენით .
1. ჩვენ ექიმები სამყაროს სხვა თვალთ ვუყურებთ
2.მოგესალმებით ბატონო დავით როგორ ბრძანდებით
3.როგორ ხარ დავით
მძიმე დაისმის:
დამატებითი ინფორმაციის შემცველ სიტყვასთან, ან სიტყვათა ჯგუფთან, რომელიც მთავარ წევრთან მაკავშირებელი სიტყვით (ან პაუზით) არის შეერთებული.
მაგალითად: ჩვენ, ექიმები, სამყაროს სხვა თვალთ ვუყურებთ.
როცა მიმართვა წინადადების შუაშია, იგი მძიმეებით გამოიყოფა. წინადადების ბოლოს მყოფი მიმართვის წინ მძიმე აუცილებელია.
მაგალითად:
მოგესალმებით, ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით?
როგორ ხარ, დავით?
რა შემთხვევაში იწერება ტირე? დეფისი?დასვი სასვენი ნიშნები.
1. ნელნელა ცალცალკე მთაბარი დედმამა
2.ეს ჩემი წიგნია ის ლუკასი..
3 .როგორ ხარ
კარგად
დეფისი დაისმის: გაორკეცებული, ან მრავალფუძიანი რთული სიტყვების დაწერისას.მაგალითად: ნელ-ნელა, ცალ-ცალკე, მთა-ბარი, დედ-მამა.
ტირე იწერება:წინადადებაში ზმნური ნაწილის ან კავშირის გამოტოვებისას.მაგალითად: ეს ჩემი წიგნია, ის – ლუკასი.
დიალოგების წინ.მაგალითად: — როგორ ხარ?
— კარგად.
რა შემთხვევაში დაისმის ძახილის ნიშანი?დაასახელე მაგალითები.
ძახილის ნიშანი დაისმის:
ძახილის წინადადების ბოლოს.
მაგალითად: ბრავო! ყოჩაღ! და ა.შ.
ბრძანებითი წინადადების ბოლოს.
მაგალითად: გაჩუმდი! წადი! მოდი! დაიძინე! და სხვ.
ცალკე მდგომ მიმართვებთან.
მაგალითად: მარიამ! გიორგი! კესო! და ა.შ.
შორისდებულებთან;
მაგალითად: ვაშა!
გაიხსენეთ ბრჭყალებში ჩასმის ყველა წესი.
ბრჭყალებში ჩაისმის:
→ ციტატები;
→ ჟურნალ-გაზეთთა სახელები;
→ ნაწარმოებების სათაურები
→ ვულგარიზმები და ბარბარიზმები
→ ნაწარმოებების, წიგნების და სხვათა საკუთარი სახელები