ფილმში "კუკარაჩა" რამდენი ტყვია ესროლა ინგამ მურტალოს?
შვიდი
ჩამოთვლილთაგან, რომელია საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა?
ა) პეპი გრძელიწინდა
ბ) წითელქუდა
გ) თხა და გიგო
პეპი გრძელიწინდა
თავი აქვს და თვალი არა,
კუდი აქვს და ძუა არა.
რა არის?
ლურსმანი
სკამზე სხედან ბაბუა, კატა, ძაღლი და შვილიშვილი. თუკი ძაღლი, რომელიც ზის ყველაზე მარცხნივ, დაჯდება კატასა და ბაბუას შორის მაშინ ბაბუა აღმოჩნდება ყველაზე მარცხნივ. ვინ სად ზის?
მარცხნიდან მარჯვნივ: ძაღლი, ბაბუა, კატა, შვილიშვილი
რომელ სახელმწიფოსთან აკავშირებს საქართველოს სარფის საბაჟო?
თურქეთი
ვინ არის ავტორი ნაწარმოებისა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
ნოდარ დუმბაძე
რომელმა ფრანგმა მეზღაპრემ დაწერა ზღაპარი- წითელქუდა?
შარლ პერო
არ იღლება არასოდეს, უთავბალო ტრიალით,
ყველას დაგვისუფთავა ტანსაცმელი მტვრიანი.
ჯაგრისი
სამმა ძმამ დაიჭირა 29 თევზი. როდესაც ერთმა ძმამ კერძისთვის გადადო 6 თევზი, მეორემ – 2, ხოლო მესამემ – 3, სამივეს თანაბარი რაოდენობის თევზი დარჩა. რამდენი თევზი დაიჭირა თითოეულმა ძმამ?
პირველმა ძმამ დაიჭირა 12 თევზი, მეორემ – 8, მესამემ – 9.
რომელი მეფის სახელს უკავშირდება ქართული ანბანის შექმნა?
ფარნავაზ მეფის
რომელი ნაწარმოებიდან არის ფრაზა: "გივი, ჩვენ ვართ, ჩვენ"
"ცისფერი მთები ანუ ტიანშანი"
სადაური მეზღაპრეა ჰანს ქრისტიან ანდერსენი?
დანიელი
როცა ცხელა, გვაგრილებს,
როცა ცივა, გვათბობს,
თუმცა სახლში, გარწმუნებთ,
არც მზეა და არც თოვს.
კონდიციონერი
ნინო ცხოვრობს 16-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე, თუ გადავთვლით ზევიდან. რომელ სართულზე ცხოვრობს ნინო?
მეათე სართულზე
რომელი ფილმის პერსონაჟია ერთაოზ ბრეგვაძე?
შერეკილები
გაიხსენეთ, რომელი ფილმიდანაა სიტყვები: "ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, ჰიმნი და დროშაა, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა"?
თეთრი ბაირაღები
პიტერ პენს, ონავარ ბიჭუნას, შეუძლია ფრენა და არასოდეს ბერდება. რომელ კუნძულზე გაატარა მან ცხოვრების დიდი ნაწილი?
კუნძულ ნევერლენდზე
როგორც არის ამჟამად -
ჭაბუკია თუ ხნიერი,
რა ხანიც უნდა გავიდეს,
უცვლელი რჩება იერი.
ფოტოსურათი
გოჭუნამ დათესა 8 რკო. ყველა რკოსაგან, გარდა ორისა გაიზარდა მუხა, ყველა მუხაზე, გარდა ორისა იზრდება რკო. ყველა ნაყოფიანი მუხის რკო, გარდა ერთისა, არ არის გემრიელი. რამდენი მუხის რკო არ არის გემრიელი?
რომელია საქართველოში ყველაზე ღრმა ტბა?
რიწის
ვინ არის ავტორი წიგნისა "ჰარი პოტერი"?
ჯოან როულინგი
ვინ შექმნა ხის თოჯინა პინოქიო, გაიხსენეთ რა ერქვა მოხუც დურგალს?
ჯეპეტო
თეთრი არის თოვლივითა
და კრიალა ბროლივითა,
ერიდება იმას ენა,
რადგან იცის მწარედ კბენა.
კბილები
ოჯახში არის 4 ბავშვი. მათი ასაკია: 5, 8, 13 და 15 წელი. მათი სახელებია: ანა, გიორგი, მარიამი და ელენე. რამდენი წლისაა თითოეული მათგანი, თუკი ერთი გოგონა დადის საბავშვო ბაღში, ანა გიორგიზე უფროსია, ხოლო ანასა და მარიამის ასაკთა ჯამი იყოფა 3-ზე?
ანა 13 წლისაა, გიორგი – 8-ის, მარიამი – 5-ის, ელენე – 15-ის.
რა ეწოდება მუსლიმანების სალოცავ ადგილს?
მეჩეთი