რუსთაველის გამზირი
ცხოველები ანდაზებში
ქართული ოლიმპიური ოქრო
ნადირობა
10

თავდაპირველად, ეს დაწესებულება თანამედროვე თავისუფლების მოედანზე, თამამშევის ქარვასლის მეორე სართულზე იყო განთავსებული. შენობა დაიწვა, ხოლო ახალი - ქუჩის ცენტრისკენ ააშენეს.

ოპერისა და ბალეტის თეატრი 

10

დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით: ჭრელი ღორი გინდა ზღვის გაღმა გაიყვა, გინდა გამოღმა, მაინც…

ჭრელი ღორიაო

10

ამ სახეობაში პირველი ოლიმპიური ოქრო ქართველმა 1972 წელს მოიპოვა, ასევე ეს სახეობა აღმოჩნდა პირველი ოქროს მომტანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც.

ძიუდო

10

1930-იან წლებში, ჟურნალი “The American Criterion” წერდა, რომ კარგმა მწერალმა მხოლოდ ნადირობასა და თევზაობაზე არ უნდა წეროს, თუმცა ამ მწერალმა უპასუხა, რომ არავისთან იყო ვალდებული.

ერნესტ ჰემინგუეი

20

რუსთაველის გამზირის №11-ში მდებარე ეს შენობა 1888 წელს აიგო, როგორც სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ხოლო პოპულარული სახელი მოგვიანებით, საღებავის ფერის გამო მიიღო.

ცისფერი გალერეა 

20

დაასახელეთ გამონათქვამი, რომლის თანახმადაც Equus Africanus-ისთვის არ არის ცნობილი მცენარე Diōspyros-ს ნაყოფის თვისებები.

ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია

20

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის ერთადერთი სპორტსმენი, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.

ლაშა შავდათუაშვილი

20

1980-იანი წლების ბოლოს დაწერილ ამ რომანის მეორე სათაური იყო - “აკრძალული თამაშები”. წიგნი დიდი ტირაჟით რამდენჯერმე გამოიცა და 90-იან წლებში, ალბათ, თქვენს სახლებშიც იქნებოდა.

ნადირობა მგლებზე

30

დღეს ამ სატრანსპორტო საშუალების სახელი უფრო მეტად ბარათაშვილის ქუჩასთან ასოცირდება, თუმცა, 1880 წელს იგი თანამედროვე თავისუფლების მოედნიდან ზემელის აფთიაქამდეც მოძრაობდა.

კონკა

30

ამ ანდაზის ინგლისური შესატყვისი ითარგმნება ამგვარად: დაელაპარაკე ეშმაკს და ის აუცილებლად გაჩნდება.

ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო

30

ამ სპორტსმენმა და ოლიმპიურმა ოქროს მედალოსანმა კარიერა 2021 წელს, 30 წლის ასაკში, საქართველოს ადგილობრივი არჩევნების წინ დაასრულა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

30

ძაღლის ამ სახეობის წარმომადგენელი საუკეთესოა სოროში მობინადრე ცხოველებზე სანადიროდ. ძირითადად მას გერმანული სახელწოდებით - “დახსჰუნდ”-ით იცნობენ, თუმცა ჩვენთვის ერთ სატრანსპორტო საშუალებასთან ასოცირდება. დაასახელეთ ეს სახეობა.

ტაქსა

40

1918 წელს ამ შენობაში გამოცხადდა როგორც საქართველოს რესპუბლიკის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების დამოუკიდებლობებიც.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

40

ამ ანდაზის ანალოგებს შორის შევხვდებით ძროხის ან ღორის ფრენას და კიბორჩხლის სტვენას.

როცა ვირი ხეზე ავა

40

1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე დავით ხახალეიშვილი 95+ წონით კატეგორიაში ფავორიტად ჩავიდა და დიდი შანსი იყო, დამოუკიდებელი საქართველოსთვის პირველი ოქრო მოეტანა, მაგრამ, ბედის ირონიით, ამის გამო იგი შეჯიბრებაზე არ დაუშვეს.

აწონაზე დაგვიანების

40

აფრიკული კამეჩისა და ლეოპარდის გარდა, კიდევ ეს სამი ცხოველი შედის ეგრეთ წოდებულ საფარის დიდ ხუთეულში, რომელთა მონადირებაც დიდ პრესტიჟად ითვლება.

ლომი, სპილო, მარტორქა

50

ყოფილი იმელის შენობა ალექსეი სჩუსევმა დააპროექტა. მასვე ეკუთვნის ჩრდილოეთით მდებარე ამ შენობის პროექტი, რომელსაც, იმედია, ახალი ბინადარი მალე დაემატება. რომელი შენობის?

ლენინის მავზოლეუმი

50

ერთი ანდაზის თანახმად, ძაღლს იქსი კლავს, ადამიანს კი იგრეკი. დაასახელეთ ორივე.

ძვალი, შური

50

2008 წლის აგვისტოში, როდესაც პუტინის რუსეთის ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ და დაბომბეს, სწორედ ამ სამმა სპორტსმენმა მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.

მინდორაშვილი, ცირეკიძე, კვირკველია

50

პარადოქსულია, მაგრამ ნავთობის წარმოების განვითარებამ ერთი ცხოველის პოპულაცია საგრძნობლად გაზარდა, რადგან ამ პროცესს ეკონომიკური სარგებლიანობა აღარ მოჰქონდა. რა პროცესს?

ვეშაპებზე ნადირობა

M
e
n
u