პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის მიხედვით, რამდენ წელს მოიცავს საშუალოვადიანი დაგეგმვა?
საშუალოვადიანი დაგეგმვა მოიცავს 4 წლიან პერიოდს
როდის იწყება ყოველი შემდგომი წლის საბიუჯეტო პროცესი?
1 მარტიდან
რა არის პრიორიტეტების დოკუმენტი, ე.წ. BDD?
პრიორიტეტების დოკუმენტი ე.წ. BDD არის ქვეყნის განვითარების ძირითადი გეგმა.
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე სამუშაო ჯგუფი როდის ასრულებს მუშაობას და როდის მტკიცდება საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა?
არაუგვიანეს 1 სექტემბრისა
მომავალი წლის წლიური ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი როდის ეგზავნება საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად?
არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა
გენდერული ბიუჯეტირება არის თუ არა პროგრამული ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილი?
კი, არის.
პროგრამის თითოეულ მოსალოდნელ შედეგზე რამდენი ინდიკატორის წარმოდგენა არის შესაძლებელი?
არაუმეტეს 5 ინდიკატორი
თითოეულ პროგრამაზე რამდენი საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს იყოს წარმოდგენილი?
არაუმეტეს 3 საბოლოო შედეგისა
რა განსხვავებაა საბოლოო და შუალედურ შედეგებს შორის?
საბოლოო შედეგი შინაარსით გლობალურია და ძირითადად პროგრამების შედეგს წარმოადგენს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გაანალიზებული პოლიტიკის განხორციელების შედეგად უნდა დადგეს.
შუალედური შედეგი საბოლოო შედეგისგან განსხვავებით თავისი შინაარსით წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ქვეპროგრამების/ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებულ პროდუქტს. ის ბევრად უფრო კონკრეტულია, ვიდრე საბოლოო შედეგი.
პროგრამა ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს:
მიმდინარე (მუდმივი), მრავალწლიანი და ერთწლიანი (მოკლევადიანი)
პროგრამა შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:
მართვის და რეგულირების, მომსახურების მიწოდების, სუბსიდირების და ინფრასტრუქტურული/კაპიტალური
SMART ინდიკატორი უნდა იყოს:
კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი, დროში გაწერილი