რატომ არაფერი დაუშავა დათვმა ხის ძირში მწოლიარე ბიჭს? (ორი მეგობარი)
ბიჭმა თავი მოიმკვდარუნა. დათვი მკვდარს არას ერჩის.
რატომ არ ეთამაშებოდნენ , რას ეუბნებოდნენ კოპლებიანი ჭიამაიები იმ ჭიამაიას, რომელსაც კომპლები არ ჰქონდა ? (მხატვარი ჭიაყელა)
რადგან მათსავით კოპლები არ ჰქონდა ხოჭო ეგონათ.
რას აბრალებდა მევიოლინე მსმენელი რომ არ ჰყავდა? (ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)
ვიოლინოს
რა იპოვა ვიოლინოსათვის საჭირო ხის ძიებაში მევიოლინემ? (ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)
ფრთმოტეხილი ჩიტი
რა უჩურჩულა დათვმა ხის ძირას მწოლიარე ბიჭს ? (ორი მეგობარი)
არაფერი , მხოლოდ ყნოსავდა, ამოწმებდა ცოცხალი თუ იყო.
რატომ მოპარა მევიოლინეს მეზობელმა კაცმა ჩიტი?
(ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)
ჩიტი რომ მორჩება მევიოლინე დაკვრას არ შეწყვეტს და ჭამის მადა დამეკარეგება მუსიკის ხმაზეო.
სუხლან-საბა ერთ-ერთ იგავ-არაკში ჰყვება ამბავს ბრიყვი მგლისას, რომელიც რაღაც ხელობას იჩემებს და ამის გამო ვირისაგან წიხლსაც იღებს. დაასახელეთ ეს ხელობა.
ნალბანდობა
რომელი მდინარის ხეობაში იყო გიორგი ლეონიძის სოფელი, სადაც დალიანდაგების გამო ხეხილი გაჩეხეს?
მდინარე ივრის (იორი)
მოგეხსენებათ, ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი ეტაპი განვლო: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრულ ანბანს სხვა სახელითაც მოიხსენიებენ. ერთი წუთის განმავლობაში დაწერეთ ეს სახელი.
მრგლოვანი
ვინ არის ავტორი ზღაპრისა ,, მახინჯი იხვის ჭუკი "?
ჰანს ქრისტიან ანდერსენი
გოდერძი ჩოხელის მოთხრობის მიხედვით რა არსებაა ცასწავალა?
ჩიტი
ახლა თქვენ წინაშე გაჟღერდება ცნობილი ქართული მულტფილმიდან ფრაზა. გამოიცანით ფრაზის მიხედვით და დაწერეთ რომელ მულტფილმზეა საუბარი.
"წუნა და წრუწუნა"
ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟს, იანგულის, გულზე ამოსვირინგებული აქვს წარწერა, რომელიც მის წარმომავლობაზე მეტყველებს. ერთი წუთის განმავლობაში დაწერეთ ეს სიტყვა სრული სიზუსტით.
"HELLADOS"
პრეზიდენტები
ასტრიდ ლინდგრენი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში „ლიონებერგელი ემილი“ მოგვითხრობს ცელქ ბიჭუნაზე, რომელიც თავისი ოინებით ყველას მოსვენებას უკარგავს. ერთ წუთში დაწერეთ რომელი ორი ნივთი იყო ემილისათვის განუყრელი.
თოფუკა და კეპუკა
ჩამოთვალე ქართულ ენაში არსებული წვიმის სახელებიდან ხუთი.
მერეხი, დელგმა, კოკისპირული, ჟუჟუნა, ჟინჟვლა, თქეში, თქორი, ცრა, ისხარი...
ამერიკაში მინის პირველი საახალწლო სათამაშოები ქართველმა გრიგოლ კობახიძემ შექმნა. ამერიკელებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა, რომ მასზე საუბრისას ასეც კი ამბობდნენ: „Christmas is X” - დაასრულე ფრაზა ერთი, ოთხასოიანი სიტყვით.
kobi - კობი
დაასრულეთ წინადადება : ,, ტყუილად ვეძებდი საოცარ ხეს ვიოლინოსთვის. საუცხოო ჰანგებს მხოლოდ დიდი ... "
წუხილი ბადებსო...
“X კომიქსის” ეს პერსონაჟები: კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვა, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი გმირები არიან. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ სახელი, რომელიც X-ით ჩავანაცვლეთ.
Marvel - მარველი
სტადიონი
კანადა
ეს სიტყვა რომაულად „გამარჯვებას“ აღნიშნავდა და გამარჯვების ღვთაების სახელი იყო (რომაელი ხალხის სამხედრო ძლიერების განსახიერება). ბერძნულ მითოლოგიაში მისი პირველსახეა ნიკე.
ამ ღვთაების სიმბოლოებად ითვლებოდა გამარჯვების გვირგვინი და ფრთები.
დაასახელეთ ღვთაების სახელი.
ვიქტორია
თქვენ უკვე გსმენიათ მითი „არგონავტების“ შესახებ. ისიც იცით, რომ „არგოს“ ბერძენი იასონი წინამძღოლობდა. იასონის მიზანი კოლხეთის სამეფოში არსებული ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება გახლდათ. საწადელის მიღწევაში კი ბერძენ მეომარს აიეტის ქალიშვილი, მედეა, დაეხმარა. მითის თანახმად, იასონი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს მოითვინიერებს, კბილებამდე შეიარაღებულ გოლიათებსაც ამარცხებს და - ურჩხულსაც, რომელიც არესის ჭალაში იცავდა ოქროს საწმისს. ამის შემდეგ მედეასთან ერთად გმირი უვნებელი ბრუნდება სამშობლოში. გაიხსენეთ და ერთი წუთის განმავლობაში თუ რას აღნიშნავს ბერძნულად სახელი „იასონი“ („იაზონი“)?
"განკურნებული"
ბეთჰოვენის "მეხუთე სიმფონია", ბახის ბრანდენბურგული კონცერტი, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, სტრავინსკის „გაზაფხულის რიტუალი“, ავსტრალიელი აბორიგენების სიმღერა „დილის ვარსკვლავი“, ინდური რაგა, ინდიელთა „ღამის გალობა“, იაპონური შაკუჰაჩის ხმა და ასე 27-მდე. ყველა ეს მუსიკალური ჩანაწერი გასული საუკუნის 70-იან წლებში ოქროს დისკზე დაიტანეს ბუნებისა და ადამიანთა ყოფის ამსახველ სხვა ხმებთან ერთად. დაწერეთ სად გაიგზავნა ოქროს დისკი და რომელი ქართული ხალხური სიმღერა მოხვდა მასზე?
კოსმოსში. მასზე მოხვდა ქართული ხალხური სიმღერა "ჩაკრულო"
როგორ გამოიყურება ძეგლი, რომელიც მევიოლინეს პატივსაცემად დაიდგა? (ამბავი მევიოლინისა და პატარა ჩიტისა)
მევიოლინეს საკრავი ისე მოუმარჯვებია, თითქოს უკრავს, მხარზე კი ჩიტი აზის.