რა არის პროექტი?
პროექტი არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო
რა არის მულტიმედია?
მულტიმედია გახლავთ ტექსტების, გამოსახულებების, აუდიო- და ვიდეომასალების ერთობლიობა, რომელსაც ინტერაქტიურად ვიყენებთ სასწავლო პროცესში აუდიტორიისათვის ინფორმაციის გადასაცემად.
რა არის ელექტონული სწავლება?
ელექტრონული სწავლება არის კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული დისტანციური სწავლება, რომელიც სრულად იმეორებს ,,ცოცხალი” ანუ ,,დასწრებული” სწავლების პროცესს.
რას ნიშნავს სიტყვა პრეზენტაცია?
პრეზენტაცია - ლათინური სიტყვაა და წარდგენას ნიშნავს.
ჩამოთვალეთ რამდენიმე უნარი,რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს ისტ-ის სასწავლო კურსი
ციფრული უნარები
თანამშრომლობის უნარი
ლიდერობის უნარი
თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი
კვლევა-ძიების უნარი
პრობლემის გადაჭრის უნარი
თვითგამოხატვის უნარი
სამოქალაქო ცნობიერება
როგორ შეიძლება ჩატარდეს პროექტი(შემადგენლობის მიხედვით)
პროექტი შეიძლება შესრულდეს: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად;
რა არის მულტიმედიური პრეზენტაცია?
მულტიმედიური პრეზენტაცია–არის პროგრამა, რომლიც შეიძლება მოიცავდეს ტექსტურ მასალას, ფოტომასალას, ნახატებს, ნახაზებს, სლაიდ–შოუს, ბგერით გაფორმებას, ვიდეო ფრაგმენტებს, ანიმაციას, სამგანზომილებიან გრაფიკას და სხვა საშუალებებს.
ჩამოთვალეთ ელექტრონული სწავლების სახეები?
ელექტრონული სწავლება (E-learning)) – სწავლების ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:დასწრებული,ჰიბრიდული(დასწრებული/დისტანციური),მთლიანად დისტანციური
რა ორი მხარისგან შედგება პრეზენტაცია?
1)ზეპირი მხარე
2)ვიზუალური მხარე
რა არის ბლოგი?
თანამშრომლობითი სასწავლო პროცესის განსახორციელებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ ბლოგებს, ანუ ინტერნეტ ელექტრონულ ჟურნალებს.
რა ევალება პედაგოგს,ანუ რა მიზანი აქვს პროექტის განხორციელებისას?
პროექტზე მუშაობისას პედაგოგის ამოცანაა ყველა მოსწავლე ჩართოს საერთო საქმეში და ყველას საკუთარი პასუხისმგებლობა დააკისროს,ასე არცერთი მოსწავლე დარჩება აქტივობის განხორციელების გარეშე
რას ნიშნავს „შებრუნებული (შეტრიალებული) საკლასო ოთახი“?
შეტრიალებული საკლასო პროცესი ნიშნავს, ისეთ სწავლებას, როცა მოსწავლეები ახალ მასალას კლასის მიღმა ეცნობიან. უმეტესად თვითონ კითხულობენ მასალას ან უყურებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ვიდეოლექციას.
სად დაფუძნდა მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი სადაც ხდებოდა დისტანციური სწავლება?
1969 წელს დიდ ბრიტანეთში
რით ჰგავს პრეზენტაცია სახლს?
ისევე, როგორც სახლისთვის-სახურავი, პრეზენტაციისთვის აუცილებელია კარგად მიგნებული ვიზუალიზაცია, მაგრამ სახურავი (ვიზუალიზაცია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტურის) გარეშე უსარგებლოა.
ჩამოთვალეთ სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია,რომლებიც ხორციელდება ისტ-ის გამოყენებით?
რა და რა სახის სასწავლო პროექტები არსებობს?
სასწავლო პროექტებს სხვადასხვა ნიშნით განასხვავებენ: პროექტი შეიძლება იყოს თანამშრომლობითი, თემატური, საგნობრივი, ინტერდისციპლინური, სასკოლო, სათემო, საერთაშორისო და სხვა.
რა უპირატესობა აქვს კომპიუტერულ სიმულაციებს?
იგი ხელს უწყობს მომხმარებელს, აღიქვას და შეისწავლოს მოვლენა რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე. მეტიც, სიმულაციის გამოყენებით დაკვირვების პროცესი, შესაძლებელია, იმდენჯერ განმეორდეს, რამდენჯერაც საჭიროა.
ისაუბრეთ დისტანციური სწავლების უარყოფით მხარეებზე?
-შეუძლებელია უკუკავშირის მიღება, ანუ იმის გამორკვევა, თუ რამდენად იქნა ათვისებული მიწოდებული ინფორმაცია.
პირდაპირი კონტაქტის უქონლობა ხელს უშლის ემოციურად იქნას შევსებული გაკვეთილი/ლექცია
საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის არქონა
რას ნიშნავს 10/20/30?
პრეზენტაციას უნდა აღემატებოდეს 10-12 სლაიდს, უნდა გრძელდებოდეს არაუმეტეს 20 წუთისა და შეიცავდეს ტექსტს ფონტის ზომით-არანაკლებ 30
ჩამოთვალეთ სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები?
დაგეგმვა,მომზადება,განხორციელება,წარდგენა,შეფასება
ჩამოთვალეთ ვიდეო რგოლების ორგანიზების კრიტერიუმები?
ვიდეო რგოლების ორგანიზების კრიტერიუმები: საჭიროება, ხელმისაწვდომობა, შენახვის უზრუნველყოფა, დახმარება.
რომელი პროექტის საშუალებით განხორციელდა ონლაინ სწავლება საქართველოში მასშტაბურად?
Microsoft-ის პროდუქტების გამოყენებით სკოლებში ონლაინ სწავლება დაინერგა და დაიწყო მასშტაბური პროექტი „ტელესკოლა“.
რაში ეხმარება პრეზენტაცია პედაგოგს?
მისცეს მოსწავლეებს უფრო სრული, ზუსტი ინფორმაცია მოვლენების შესწავლის პროცესში;
-აამაღლოს მოსწავლეთა მოტივაცია
-დააკმაყოფილოს მოსწავლეთა სურვილები და ინტერესები;
- დაზოგოს დრო და ა.შ
ჩამოთვალეთ რამდენიმე ფარული საფრთხე,რომლებიც ინტერნეტს აქვს?
შეუფერებელი, ბავშვისთვის საზიანო საიტები,დამამცირებელი, სამარცხვინო ან ზიანის მომტანი ამბების, ფოტოების, ვიდეოების გავრცელება,ცუდი ქცევები,კომპიუტერული ვირუსები....