I
II
III
IV
V
100

პირველი აპრილის ხუმრობების ფარგლებში, ერთხელ NASA-მ იხუმრა, რომ ეს ციური სხეული მთლიანად ყველისგანაა დამზადებული. საინტერესოა, რომ გრავიტაციული სხვაობის გამო, ამ ციურ სხეულზე ადამიანი 6 ჯერ უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე ის დედამიწაზეა. რომელ ციურ სხეულზეა საუბარი.

მთვარე

100

“ქართლის ცხოვრებაში” წერია, რომ მდინარის პირას დაბანაკებული არაბთა ლაშქარი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. ერთმა მდინარემ არაბთა ჯარში მყოფი 23 000 აბაში დაახრჩო, ხოლო მეორე მდინარემ 35 000 ცხენი. ამ მდინარეებს სახელი მოცემული ფაქტის მიხედვით შეურჩიეს. დაასახელეთ ამ ორიდან ერთი მდინარის სახელი მაინც.

პასუხი: აბაშისწყალი / ცხენისწყალი

კომენტარი: მდინარემ, რომელმაც აბაშები დაახრჩო აბაშისწყალი ეწოდა, ხოლო მდინარემ, რომელმაც ცხენები დაახრჭო ცხენისწყალი.

100

მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიაში ხშირი გვალვებია იქ მაინც არის მილიონზე მეტი იქსი. კალათბურთელი ტიმ დანკანი, თავიდან სულ სხვა სპორტს მისდევდა, თუმცა მის ქალაქში ერთადერთი იქსი დაინგრა და სწორედ ამის შემდეგ გახდა კალათბურთელი. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: აუზი / საცურაო აუზი

კომენტარი: კალიფორნიაში ხშირი გვალვებია და პრობლემები აქვთ წყალმომარაგებასთან, თუმცა მიუხედავად ამისა მილიონზე მეტი აუზი აქვთ. მას შემდეგ რაც ერთადერთი აუზი დაინგრა, მოცურავე ტიმ დანკანი გახდა კალათბურთელი ტიმ დანკანი.

100

1140 წელს საღვთო რომის იმპერატორს, კონრად მესამეს ალყაში ჰყავდა მოქცეული ქალაქი ვეინსბერგი. კონრადს გადაწყვეტილი ჰქონდა ქალაქის მიწასთან გასწორება, თუმცა სანამ საბოლოო იერიშს მიიტანდა, მხოლოდ ქალებს მისცა უფლება მშვიდად დაეტოვებინათ ქალაქი და თან წაეღოთ, რის ტარებასაც საკუთარი ზურგით შეძლებდნენ. ქალებმა არც კი დააყოვნეს და თან წაიღეს… ყურადღება, შეკითხვა: რა წაიღეს?


პასუხი: ქმრები ჩათვლა: კაცები კომენტარი: ქალებმა ყველა სხვა საქონელს თავიანთი მეუღლეები ამჯობინეს. სწორი პასუხია ქმრები

100

ბერძნული მითოლოგიის გმირი, არაქნე, ცნობილია იმით, რომ ერთხელ ათენა ქსოვის შეჯიბრში გამოიწვია და დამარცხდა. ათენამ არაქნე სამაგალითოდ დასაჯა და გადააქცია იქსად. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით, რომელშიც ყველა თანხმოვანი ერთნაირია.

პასუხი: ობობა

კომენტარი: არაქნემ იფიქრა, რომ ქალღმერთს ქსოვაში აჯობებდა, მაგრამ დამარცხდა, რის გამოც ათენამ მას სამუდამო ქსოვა მიუსაჯა.

200

შტეფან ცვაიგი ამბობდა: არც ერთმა ექიმმა არ იცის ისეთი წამალი დაქანცული სხეულისთვისა და ტანჯული სულისთვის, როგორიცაა იქსი. კომპანია იქსი 2003 წელს დაარსდა და საკმაოდ რეიტინგულია საკუთარ ქვეყანაში. დაასახელეთ იქსი.

იმედი

200

. ყურადღება, სიტყვებით ასეთი იქსი შეცვლილია ორი სიტყვა.

NBA-ის ყველაზე მაღალმა კალათბურთელმა, 2 მეტრი და 31 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მოთამაშემ ტაკო ფოლმა ტვინის შერყევა მიიღო. საქმე იმაშია, რომ ოთახს, სადაც კალათბურთელმა ტრავმა მიიღო ჰქონდა ზედმეტად ასეთი იქსი. დაწერეთ ორი სიტყვა, რომელიც ტექსტში ასეთი იქსითაა შეცვლილი.

პასუხი: დაბალი ჭერი

კომენტარი: კალათბურთელი ძალიან მაღალია, შესაბამისად უჭირს პატარა ოთახებში ყოფნა. ოთახს ჰქონდა დაბალი ჭერი, რის გამოც ტაკო ფოლმა მას თავი აარტყა და ტვინის შერყევა მიიღო. სწორი პასუხია დაბალი ჭერი.


200

 წიგნში “80 000 კილომეტრი წყალქვეშ”, სათბობი მასალის საძიებლად წასულ ნაუტილუსის ეკიპაჟს პროფესორი არონაკსი წყალქვეშა “იქსებს” უწოდებს. დაასახელეთ ქართული ან უკრაინული ქალაქი, რომლის საფეხბურთო კლუბის დასახელებაშიც ფიგურირებს იქსი.

პასუხი: ტყიბული
ჩათვლა: დონეცკი
კომენტარი: ნაუტილუსის ეკიპაჟი სათბობ მასალად ქვანახშირს მოიპოვებს. ამიტომ მათ პროფესორი წყალქვეშა მეშახტეებს უწოდებს. მეშახტე, ან გნებავთ უკრაინულად “შახტარ”,  ტყიბულისა და დონეცკის საფეხბურთო კლუბებს ჰქვიათ.

200

იქსი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, ვინაიდან 3000 მათგანი ჯერ კიდევ ცხოვრობს ვისკონსინის შტატის ტერიტორიაზე. ჯეიმს ფენიმორ კუპერის ნაწარმოების მიხედვით, უნკასი არ არის იქსი, რადგან ის მამამისზე ადრე კვდება. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით

პასუხი: უკანასკნელი მოჰიკანი კომენტარი: მოჰიკანები ჯერ კიდევ განაგრძობენ ცხოვრებას ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში. სულ მცირე რამდენიმე თაობა მაინც არის მათგან მოსალოდნელი. ჯეიმს ფენიმორ კუპერის ნაწარმოების მიხედვით უნკასი მამამისზე ადრე კვდება, ამიტომაც სიტყვათშეთანხმება “უკანასკნელი მოჰიკანი” რეალურად ჩინგაჩგუკს მიემართება. სწორი პასუხია უკანასკნელი მოჰიკანი.

200

გავრცელებული მოსაზრებით, სიტყვა “იქსი” მომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად მასში არა 12, 48 ან 96, არამედ 8 იგრეკი იყო. თამაშის დასაწყისში თქვენ მაგიდაზე 15 იგრეკი მაინც უნდა გქონოდათ. დაასახელეთ იქსი ან იგრეკი.


პასუხი: რვეული
ჩათვლა: ფურცელი

კომენტარი: სიტყვა “რვეულის” ფუძე არის რიცხვითი სახელი რვა. ერთი მოსაზრების თანახმად, თავდაპირველად რვეულში ფურცლების სტანდარტული რაოდენობა რვა ფურცელი იყო. თამაშის დასაწყისში თქვენ სულ ცოტა, 15 პასუხების ფურცელი უნდა გქონოდათ.

300

თუ გინესის რეკორდების წიგნს დავუჯერებთ, ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ყველაზე ხშირად იპარავენ იქსს. დაასახელეთ იქსი სამი სიტყვის გამოყენებით.

პასუხი: გინესის რეკორდების წიგნს

 ეს ის შემთხვევაა, როცა გინესის რეკორდების წიგნი თავად მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. სწორედ გინესის რეკორდების წიგნს იპარავენ ყველაზე ხშირად ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

300

.ფონდი “ნაკრესი”, ქართული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის ცხოველების დაცვა, არსებული სახეობების შენარჩუნება და სხვა სახეობების აღდგენის ხელშეწყობა. ერთ-ერთ სტატიაში ფონდ “ნაკრესის” ხელმძღვანელი მოხსენიებულია ბიბლიური პერსონაჟის სახელით. დაწერეთ პასუხების ფურცელზე ეს სახელი.

პასუხი: ნოე

კომენტარი: ფონდი “ნაკრესი” ცხოველების სახეობების გადარჩენაზე ზრუნავს. თავად ფონდი შედარებულია კიდობანს, ხოლო მისი ხელმძღვანელი კი ნოეს, რომელმაც ბიბლიის მიხედვით ასევე გადაარჩინა ცხოველები.

300

ოთარ ჭილაძე ერთგან წერდა, რომ თანამედროვე რომანები ბევრად უფრო შორსაა ლიტერატურისგან, ვიდრე ადამიანი მთვარისგან. დაასახელეთ ზუსტი წელი, როდესაც ავტორმა ეს ჩანაწერი გააკეთა.

 1969

300

1903 წელს ავტომოყვარული ენთუზიასტი, ჰორაციო ნელსონ ჯექსონი, 50 დოლარზე დანიძლავდა, რომ ავტომობილით შეძლებდა ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპირომდე ჩასვლას. მან და მისმა თანაშემწემ, სიუელ კროკერმა 63 დღე მგზავრობისა და ბევრი თავგადასავლის შემდეგ ჩააღწიეს ნიუ იორკში და მოიგეს სანაძლეო. ამ მოვლენის შემდეგ ჰორაციო ნელსონ ჯექსონს შეარქვეს ნამდვილი იქსი. დაწერეთ იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული სახელი და გვარის გამოყენებით.

პასუხი: ფილეას ფოგი კომენტარი: თავგადასავლის შემდეგ კროკერ ნამდვილი პასპარტუს მეტსახელს დასჯერდა, ჯექსონს კი ნამდვილი ფილეას ფოგი შეარქვეს. სწორი პასუხია ფილეას ფოგი

300

ერთ სახუმარო სურათზე იქსი ხედავს, თუ როგორ ვარდება ვარსკვლავი, და ისურვებს, რომ კიდევ ბევრი სურვილი ჰქონდეს. ეს სურათი გვასწავლის, რომ სურვილის ჩაფიქრებამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ. დაასახელეთ იქსი, თუ გეტყვით, რომ მას ვერც ერთ ზოოპარკში ვერ შეხვდებით.

პასუხი: დინოზავრი

კომენტარი: დინოზავრმა ისურვა, რომ ბევრი სურვილი ჰქონოდა, შედეგად კი ბევრი ვარსკვლავი ჩამოვარდა. არსებობს მოსაზრება, რომ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია ჩამოვარდნილმა კოსმოსურმა ობიექტებმა.

400

მარკ ტვენის ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ როდესაც დაიბადა იქსი, მთელი ლონდონი სიხარულისგან გაგიჟდა და რამდენიმე დღესა და ღამეს ილხენდა. დაწერეთ იქსი ორი სიტყვით, რომლებიც ერთსა და იმავე ასოზე იწყება, თუ ამ ორიდან ერთი ქვეყნის დასახელებაა.

პასუხი: უელსის უფლისწული

კომენტარი: საუბარი იყო დაანონსებულ წიგნზე “უფლისწული და მათხოვარი”, ამ წიგნში სამეფო ოჯახს პირველი ვაჟი შეეძინება, რაც ლონდონში ლხინის მიზეზი გახდება. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი ვაჟი, მომენტალურად იღებს ტიტულს უელსის უფლისწული. სწორი პასუხია უელსის უფლისწული.

400

როდესაც გამარჯვებასთან ახლოს მყოფ ჰორაციო ნელსონს ბრძოლის შეწყვეტის ნიშანი მისცეს, მან ჭოგრიტი სახესთან მიიტანა და განაცხადა, რომ სიგნალი ვერ შეამჩნია. ეს ფაქტი კარგად წარმოაჩენს ნელსონის ბუნებას, რადგან მას არ უფუნქციონირებდა… დაასრულეთ წინადადება ორი სიტყვით.

პასუხი: მარჯვენა თვალი / ერთი თვალი
კომენტარი: უკვე გამარჯვების პირას მყოფ ჰორაციო ნელსონს სულაც არ სურდა ბრძოლის შეწყვეტა, შესაბამისად მან ჭოგრიტი იმ თვალთან მიიტანა, რომლითაც ვერ ხედავდა, შესაბამისად ნიშანიც ვერ შეამჩნია. სწორი პასუხია მარჯვენა თვალი.


400

ფილმ “ბეტმენი ბრუნდებას” ერთ პოსტერზე, ბეტმენის ლოგოზე გამოსახული ღამურა ფორმით ჰგავს იქსს. დაასახელეთ იქსი ცხრა ასოს გამოყენებით.


პასუხი: ბუმერანგი
კომენტარი: “ბეტმენი ბრუნდებას” ალტერნატიულ პოსტერზე, ბეტმენის ლოგოზე გამოსახული ღამურა ფორმით ჰგავს იმ ნივთს, რომელიც, გასროლის შემდეგ, უკან ბრუნდება.

400

აზერბაიჯანის ქალაქ ნაფტალანში განთავსებულია ნავთობის სპა ცენტრები, სადაც კურნავენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს. საინტერესოა, რომ ნაფტალანში არის უნიკალური მუზეუმი, სადაც გამოფენილია იქსები. დაასახელეთ იქსი ორფუძიანი სიტყვის გამოყენებით.


პასუხი: ხელჯოხები
კომენტარი: ნაფტალანში კურნავენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს, პაციენტები, რომლებსაც მოძრაობა უჭირდათ და განიკურნენ, უკვე აღარ სჭირდებათ ხელჯოხები და იქვე ტოვებენ.

400

ამ პერსონაჟის შესახებ კომიქსები პირველად 1941 წელს გამოვიდა და აქტუალობის გამო იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული იყო. სიმბოლურია, რომ კინოსამყაროში ამ პერსონაჟის დებიუტი 70 წლის შემდეგ, 2011 წელს შედგა. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

პასუხი: კაპიტანი ამერიკა
კომენტარი: ლოგიკურია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მასზე კომიქსები ყველაზე პოპულარული გახლდათ. მარველის კინოსამყაროში მისი დებიუტი კომიქსის გამოსვლიდან 70 წლის შემდეგ შედგა. ცნობილია, რომ იგი სწორედ 70 წლის განმავლობაში იყო გაყინული.

500

გასაკვირია, მაგრამ იქსს, ცხოვრების მანძილზე 8-9 დუელი ჰქონდა, ხან მწერლობის ნიადაგზე გამოწვეული, ხანაც საბანკო საქმიანობის. იქსის ნახვა 20 ლარიან კუპიურაზეც შეგიძლიათ. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: ილია ჭავჭავაძე

კომენტარი: გარდა მწერლობისა, ეს ქართველი ბანკსაც თავმჯდომარეობდა და ღირსების დასაცავად დუელში მონაწილეობაც უწევდა ხოლმე. 20  ლარიან კუპიურაზე შეგიძლია ილია ჭავჭავაძის ნახვა. სწორი პასუხია ილია ჭავჭავაძე.

500

წიგნში “უფლისწული და მათხოვარი”, ტომ კენტი ღარიბი ოჯახის შვილია. უფლისწულთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ხანდახან ბიჭები ერთობიან და ტორტს აკეთებენ იქსის მეშვეობით. ახტალა საქართველოში ერთადერთი კურორტია სადაც იქსის აბაზანის მიღება შეგიძლიათ. დაწერეთ იქსი პასუხების ფურცელზე.

პასუხი: ტალახი

კომენტარი: ტომ კენტი ღარიბი ოჯახის შვილია და მისი მეგობრებიც ღარიბები არიან. შესაბამისად ტორტის გაკეთება მხოლოდ ტალახით შეუძლიათ. ტალახის აბაზანები სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი და ხშირად მიმართავენ.

500

პაბლო ესკობარის მთავარი კლიენტები მდიდარი ადამიანები იყვნენ. თავად ესკობარი კი ხშირად აშენებდა მოედნებს, საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ სახლებს ღარიბებისთვის. ამის გამო ესკობარს ერთ-ერთი მეტსახელი შუა საუკუნეების ბალადების გმირის მიხედვით უწოდეს. დაასახელეთ ეს გმირი.

პასუხი: რობინ ჰუდი
კომენტარი: მდიდარი კლიენტებისგან მიღებული ფულით ესკობარი ღარიბებს ეხმარებოდა, ამის გამო მას ერთ-ერთ მეტსახელად რობინ ჰუდი შეარქვეს.

500

სერიალ “დიდი აფეთქების თეორიის” ერთ ეპიზოდში ჰოვარდ ვოლოვიცი თამაშობს დისტანციური პულტით მართვადი იქსით. იქსმა ერთხელ დროში მოგზაურთათვის უცნაური წვეულება მოაწყო, რომლის მოსაწვევებიც წვეულების შემდეგ დღეს დაარიგა და როდესაც წვეულებაზე არავინ მოვიდა, დარწმუნდა, რომ წარსულში მოგზაურობა შეუძლებელი იყო.

დაასახელეთ იქსი, თუკი ის ოქსფორდში დაიბადა.

პასუხი: სტივენ ჰოუკინგი

კომენტარი: ეს ცნობილი ასტროფიზიკოსი თავადაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ახერხებდა კომუნიკაციას. დროში მოგზაურობაც მისი კვლევების ერთ-ერთი თემა გახლდათ. სწორი პასუხია სტივენ ჰოუკინგი.

500

2002 წელს კოსმოსში გაუშვეს ორი თანამგზავრი. ეს თანამგზავრები ერთმანეთთან თითქოს კატა-თაგვობანას თამაშობენ, რადგან პირველი მუდმივად მისდევს მეორეს. ინჟინრებმა ამ თანამგზავრებს ორი ცნობილი პერსონაჟის სახელი შეარქვეს. დაასახელეთ ეს ორი პერსონაჟი.

პასუხი: ტომი და ჯერი
კომენტარი: ინჟინრებმა თანამგზავრებს ტომი და ჯერი უწოდეს, რადგან პირველი მუდმივად მისდევს მეორეს. სიტყვა “კატა-თაგვობანა” კი დამატებითი მინიშნება იყო.

M
e
n
u