განსხვავება ამინდსა და კლიმატს შორის
ამინდი არის დედამიწის ატმოსფეროს მუდმივად ცვალებადი მდგომარეობა, რომელიც განიხილება დროის შედარებით მცირე მონაკვეთში (მაგ.: დღე, კვირა), ხოლო კლიმატი ამინდის მდგომარეობის ამსახველი გასაშუალოებული მაჩვენებელია დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდში. (სულ მცირე 30 წელი,საუკუნე, ათასწლეულები და მეტი)
დაასახელეთ რეკორდული ტემპერატურის მაჩვენებლი ქუთაისში
2022 წლის სექტემბერს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი 42 გრადუსი
რა ტიპის ქსოვილი და ფერის ტანისამოსი უნდა ვატაროთ
რისთვის იყენებენ ნიშადურის სპირტს პირველი დახმარების დროს
ადამიანის მოსასულიერებლად
რა იწვევს კლიმატურ ცვლილებებს
დედამიწის დახრილობის კუთხის ცვლილება, ვულკანური ამოფრქვევები, მზის გამოსხივების ინტენსივობის ცვლილება, ტექტონიკური ფილების დრეიფი, კოსმოსური კოლიზიები, კლიმატის ცვლილებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს ასევე ადამიანის სამეურნეო საქმიანობით წარმოქმნილი ფაქტორები.
რა არის სითბოს ტალღა
სითბოს ტალღები წარმოიქმნება თბილი ჰაერის ატმოსფეროში მოხვედრის შედეგად და ამინდის ბუნებრივი ფენომენია
რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში
2 ლიტრზე მეტი
როგორ ვეხმარებით სიცხისგან გულწასულ ადამიანს
პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, დაუყოვნებლივ გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შემდეგ გადავიყვანოთ ჩრდილში და ფეხები უნდა ავაწევინოთ ისე, რომ მოვუთავსოთ თავს ზემოთ. არ შეიძლება ამ დროს დაზარალებულის დაჯენა. ცხვირთან უნდა მივუტანოთ ნიშადურის სპირტი, შევუხსნათ ქამარი, ჰალსტუხი, საყელო
ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს კლიმატის ჩამოყალიბებას
ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა. სხვადასხვა აირი, განსხვავებული ფიზიკური თვისებების გამო, სხვადასხვა ინტენსივობით შთანთქავს მზის გამოსხივებას. აქედან გამომდინარე, ატმოსფეროში აირების კონცენტრაციის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე.
რა უარყოფითი ზეგავლენა აქვს ადამიანზე მაღალ ტემპერატურას (გამომწვევი შედეგები)
დროის რა პერიოდში უნდა შევიკავოთ თავი გარეთ გასვლისგან
12 საათიდან 4 საათამდე
განსხვავება პირველ და პირველად დახმარებას შორის
პირველი დახმარების აღმოჩენა შეუძლია რიგით მოქალაქეს სასწრაფოს მოსვლამდე, ხოლო პირველადი დახმარება - სასწრაფოს მიერ
კლიმატური ცვლილებების შედეგები
მყინვარების დნობა მთებზე და ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში, ძლიერ წვიმები , ოკეანის დონის აწევა, დატბორვები, წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები, ზვავების გახშირება, ცუნამები, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერება და გახშირება
რა კატეგორიის ადამიანთა ჯგუფი მიეკუთვნება მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს
·ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები.
·6 წელზე ნაკლები და 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები.
რა ტიპის სასმელს უნდა მოვერიდოთ
1. ალკოჰოლის შემცველს
2.კოფეინის შემცველს
რა მდგომარეობაში უნდა მოვათავსოთ გულწასული ადამიანი
მწოლიარ მდგომარეობაში. დააწვინეთ ისე, რომ თავი უფრო დაბლა ქონდეს, ფეხები კი უფრო მაღლა. ეს ტვინში სისხლის ნაკადს გაზრდის.
დაასახელეთ კლიმატის ცვლილებების უარყოფითი ზემოქმედების შესუსტება-დაძლევის მიდგომები
სათბურის აირების გაფრქვევის (ემისიები) შემცირება, (მაგ.: ნავთობი, ნახშირი, გაზი) მოხმარებიდან გადასვლას ენერგიის არანახშირბადოვან, განახლებად წყაროებზე (მაგ.: წყალი, მზე, ქარი, ბიომასა, თერმული წყლები და ა.შ.). ტყეებისა და მცენარეული საფარის შენარჩუნება-გაფართოებით, ატმოსფეროში CO2–ის კონცენტრაციის შემცირება.
რამდენად სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს მაღალი ტემპერატურა ადამიანისთვის
სასიკვდილო
კონდიციონერის გამოყენების წესი მაღალი ტემპერატურის დროს
მაქსიმუმ გარეთა სივრცესა და სახლის ტემპერატურას შორის განსხვავება 5 გრადუს არ უნდა აღემატებოდეს მაგალითად: გარეთა ტემპერატურა არის 26 გრადუსი, სახლში კონდიციონერი შეგვიძლია დავაყენოთ 21 გრადუსზე.
გულ-ფილტვის რეანიმაციის მიზანი
პროცედურა, რომელიც უტარდება გულგაჩერებულ ადამიანს. მისი მიზანია გულის დახურული მასაჟით სისხლის ცირკულაცია, გულის მუშაობისა და სუნთქვის აღდგენა (პირიდან პირში ან ცხვირში ჩაბერვის საშუალებით), რათა ტვინმა ნორმალურად იმუშაოს.