რომელი მინერალი უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს?
კალციუმი
მდგრადი განვითარების მე-5 მიზანი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეული იქნება --- წლისთვის.
2030
მდრადი განვითარების 17 მიზნიდან, გარემოს პირდაპირ რამდენი მიზანი ეხება?
4 მიზანი (SDG 6, SDG 13, SDG 14, SDG 15)
რამდენი სააპელაციო(მეორე ინსტანციის) სასამართლო გვაქვს საქართველოში?
რამდენი ნაბიჯი უნდა შეასრულოს საქართველო იმისთვის, რომ გადავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მომდევნო ეტაპზე?
9 ნაბიჯი
რომელი ვიტამინი გამომუშავდება ორგანიზმში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად?
D ვიტამინი
დაასახელე ქალი მეცნიერი, რომელმაც 2-ჯერ მიიღო ნობელის პრემია
მარია კიური
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის რეკომენდაციით, კლიმატის მდგომარეობის შეფასების პერიოდად, სულ მცირე რამდენი წელია მიღებული?
სულ მცირე 30 წელი
რა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით?
ცილისწამება
რომელი წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით?
2017 წლიდან
B და C ჰეპატიტის ვირუსებთან ერთად, რა არის ღვიძლის ქრონიკული ანთების და ღვიძლის ციროზის გამომწვევი მთავარი მიზეზი?
ალკოჰოლი
1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში რამდენი დეპუტატი იყო ქალი?
დამფუძნებელთა კრებაში იყო 5 ქალი. მათი სახელებია: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე
რომელ სათბურ აირს შეაქვს ძირითადი წვლილი სათბური ეფექტის წარმოქმნაში?
ნახშირორჟანგს (CO2)
ვის ეკრძალება აქციაში მონაწილეობა?
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს
რას წარმოადგენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია?
ეს არის ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად შეიქმნა
რა ეწოდება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, ხოლო მათი გამოყენება დაუშვებელია ვირუსების სამკურნალოდ?
ანტიბიოტიკები
დაასახელეთ ქალების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში
26 ქალი, (18%)
ძირითადად, რომელი სათბური აირის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი სოფლის მეურნეობის სექტორი?
მეთანის (CH4), მეცხოველების დარგის ხარჯზე
რომელია პოზიტიური დისკრიმინაციის მაგალითი?
გენდერული კვოტები
რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა?
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს ერთობლივ ინიციატივას, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 6 ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბელარუსია.
რა ეწოდება მდგომარეობას, რომელიც გულისხმობს პერიოდს ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე, როდესაც ადამიანი, როგორც წესი, ამ ინფექციას ავრცელებს?
ინკუბაციის პერიოდი
ქალები საუკუნეების მანძილზე ვერ სარგებლობდნენ თანაბარი პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური უფლებებით. დაასახელეთ პირველი ქვეყანა და/ან წელი, სადაც ქალებს მიეცათ საარჩევნო ხმის უფლება.
1893 წელი, ახალი ზელანდია.
რომელი წლებიდან გამოქვეყნდა პირველი მონაცემები, რომლებიც მიუთითებდა ნახშირორჟანგის გაფრქვევის ზრდასა და კლიმატის ცვლილებას შორის უშუალო კავშირზე?
მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან
რას ნიშნავს „პოზიტიური დისკრიმინაცია“?
პრივილეგიათა სისტემა საზოგადოების დისკრიმინირებული ჯგუფისათვის, რომელიც ამ ჯგუფს აძლევს გათანასწორების შანსს
რა არის ასოცირების შესახებ შეთანხმება ?
ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.