რომელია საერთაშორისო სამართალის სრულფასოვანი სუბიექტი
სახელმწიფო
რა არის იურისდიქცია
სახელმწიფოს სუვერენული უფლება, განახორციელოს მართლმსაჯულება კერძო პირების, საკუთრების ან მოვლენების მიმართ
დაასახელეთ და განმარტეთ სახელმწიფოს ცნობის როგორი თეორიები არსებობს
კონსტიტუციური თეორია - ცნობა აუცილებელია
დეკლარაციული თეორია - ცნობა უბრალოდ ფაქტის აღიარებაა
დაასახელეთ დავების მშვიდობიანად გადწყვეტის ორივე მეთოდი
დიპლომატიური მეთოდი, სამართლებრივი მეთოდი
დაასახელეთ ორი შემთხვევა, როდესაც დასაშვებია ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლის მიხედვით
თავდაცვა და უშიშროების საბჭოს მე-7 თავის ქვეშ მიღებული რეზოლუციის ავტორიზაცია, რომ ძალა გამოიყენო.
დაასახელეთ საერთაშორისო სამართლის ორი სპეციალური სუბიექტი
წმინდა საყდარი და მალტის რაინდთა ორდენი.
როგორი სახის იურისდიქცია არსებობს
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო
მონტევიდეოს კონვენციის მიხედვით დაასახელეთ სახელმწიფოს ცნობის ოთხი კრიტერიუმი
მუდმივი მოსახლეობა, განსაზღვრული ტერიტორია, ეფექტური მთავრობა, სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარების უნარი
განმარტეთ რა არის თვიგამორკვევა
კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უფლება, განსაზრღვროს თავისი ტერიტორიის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი
რომელ საქმეში დადგინდა ეფექტური კონტროლის ტესტი და განმარტეთ რას გულისხმობს ეს უკანასკნელი
დადგინა ნიკარაგუა აშშ-ს საქმეში და გულისხმობს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში არასახელმწიფო ჯგუფებზე კონტროლის ხარისხის დადგენას, კერძოდ რამდენად არის ჩართული ამ ჯგუფის დაფინანსებასა და მისი მოქმედებების კოორდინაციაში.
დაასახელეთ გამონაკლისი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის საერთაშორისო სამართლის სუბიქტი
წითელი ჯვარი
ჩამოთვალეთ იურისდიქციის პრინციპები
ტერიტორიულობა, მოქალაქეობა, უნივერსალურობა
ახსენით ტერიტორიის მოპოვების რომელ ფორმასთან გვხვდება Terra Nulius და განმარტეთ ეს ტერმინი
გვხვდება ოკუპაციასთან და ნიშნავს იმ ტერიტორიას, რომელიც არ ეკუთვნოდა არც ერთ სახელმწიფოს ოკუპაციის მომენტისათვის.
ჩამოთვალეთ ისტორიის მანძილზე, თვითგამორკვევის როგორ სისტემებს ვხვდებოდით
სამანდატო ტერიტორიები, სამეურვეო ტერიტორიები, არათვითმართველი ტერიტორიები
განმარტეთ კონკრეტულად როდის იწყებს მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალი და დაასახელეთ გარდა ომის მიმდინარეობისა, კიდევ რა შემთხვევაში ვრცელდება ჟენევის კონვენციები
ჰუმანიტარული სამართალი მოქმედებას იწყებს ომის დაწყებიდან, რაც დგება პირველი გასროლიდან.
ჟენევის კონვენცია ვრცელდება ოკუპაციის დროსაც.
ჩამოთვალეთ საერთაშორისო სამართლის ოთხივე წყარო
ხელშეკრულებები, ჩვეულებითი სამართალი, სამართლის ზოგადი პრინციპები, სასამართლო გადაწყვეტილებები
რომელ პრინციპის საფუძველზე უნდა გავრცელდეს საქართველოს იურისდიქცია შემდეგ საქმეში: რუსეთის მოქალაქემ უკრაინის წინააღმდეგ ომში დახოცა და
აწამა ასობით უკრაინელი. თუმცა, გასამართლებამდე, იგი გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. საქართველოს სასამართლომ რუსი დამნაშავე
გაასამართლა და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.
უნივერსალურობის პრინციპი
ჩამოთვალეთ ტერიტორიის მოპოვების ოთხივე ფორმა
დათმობა, ოკუპაცია, ხანდაზმულობა, დაპყრობა
შესაძლებელია, თუ არა, რომ კონკრეტულ სახელმწიფოში მცხოვრებმა ხალხმა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა დედასახელმწიფოსგან, თუ მათ მიმართ არ ირღვევა თვითგამორკვევის უფლება (განმარტეთ პასუხი)
ამ ხალხს დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება არ აქვს, რადგან რემედიული სეცესია მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ ამ ხალხის თვითგამორკვევის უფლება შეილახა, ხორციელდება მათ მიმართ ადამიანის უფლებათა ფართო დარღვევები.
დაჭრილი ჯარისკაცები - ველად, დაჭრილი ჯარისკაცები - ზღვაზე, ომის ტყვეები, სამოქალაქო მოსახლეობა
რა შემთხვევაში ხდება ადამიანი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი
როდესაც იგი უჩივის კონკრეტულ სახელმწიფოს, როდესაც ირღვევა ადამიანის უფლებები და როდესაც ჩაიდენს ოთხი საერთაშორისო დანაშაულიდან ერთ-ერთს ან მეტს.
საერთაშორისო სამართლის რომელი პრინციპები ჩანს აიხმანის საქმეში
სუვერენიტეტი (არგენტინასთან მიმართებით), უნივერსალური იურისდიქცია (ისრაელთან მიმართებით), საერთაშორისო დანაშაული (Jus Cogens ნორმები, აიხმანის მიერ ჩადენილი გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული).
X სახელმწიფო შეიჭრა Y სახელმწიფოს ტერიტორიაზე და დაარსა ახალი სახელმწიფო. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსჯელობენ ამ სახელმწიფოს აღიარებაზე. უნდა აღიარონ თუ არა ქვეყნებმა ეს ახლად დაარსებული სახელმწიფო
არ უნდა აღიარონ, რადგან სტიმსონის დოქტრინის თანახმად, არ შეიძლება აგრესიის შედეგად შექმნილი სახელმწიფო აღიარება. (გაიხსენეთ მანჯუკუოს შემთხვევა).
რატომ იყო გამართლებული კოსოვოს შემთხვევაში რემედიული სეცესია, ანუ ერთმხრივი გამოყოფა, თუმცა აფხაზეთის შემთხვევაში ეს სამართლდარღვევაა. დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი.
1. განხორციელდა კოსოვოელი ალბანელების ეთნიკური წმენდა, რასაც ადგილი არ ჰქონია აფხაზებთან მიმართებით. 2. კოსოვო სხვათა ჩარევის გარეშე ითხოვდა დამოუკიდებლობა, როცა აფხაზეთთან კონფლიქტში რუსეთი იყო ჩართული
სახელმწიფო A იღებს დაზვერვით ინფორმაციას, რომ სახელმწიფო B გეგმავს თავდასხმას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. სახელმწიფო A იწყებს საჰაერო დარტყმებს სახელმწიფო B-ის სამხედრო ბაზებზე, რათა საფრთხე გაანეიტრალოს. სახელმწიფო B ადანაშაულებს სახელმწიფო A-ს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. რამდენად გამართლებულია სახელმწიფო B-ს პრეტენზია A-ს მიმართ?
გაუმართლებელია, რადგან სახელმწიფო A სარგებლობდა პრევენციული თავდაცვის უფლებით გარდაუვალი და აუცილებელი საფრთხის წინაშე.