დიდაქტიკა,ცნებები
სწავლების მეთოდები და კლასიფიკაცია
კოგნიტური სქემები
სწავლების პრინციპები და სტრატეგიები
როლური თამაშები
100

რა არის დიდაქტიკა და რა კითხვებზე პასუხობს?

დიდაქტიკა არის სწავლებისა და განათლების თეორია,პედაგოგიკის ნაწილი,რომელიც პასუხობს კითხვებზე:რა ვასწავლოთ?როგორ ვასწავლოთ?

100

რას ნიშნავს სიტყვა მეთოდი?

მეთოდი ბერძნული  სიტყვისაგან  “metodos”  წარმოსდგება და ნიშნავს გზას, ხერხს, საშუალებას, რომელსაც ადამიანი იყენებს მის მიერ დასახული მიზნის, ამოცანების მისაღწევად, განსახორციელებლად.

100

როგორ გესმით სიტყვა,,კოგნიტური"?

შემეცნებითი,საგანმანათლებლო

100

რას ნიშნავს სიტყვა,,პრინციპი"?

პრინციპი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ამოსავალ დებულებას, გამომდინარეს ამა თუ იმ კანონზომიერებიდან, რომელსაც უნდა ემყარებოდეს მასწავლებელი სწავლების პროცესში.

100

რით არის განსაზღვრული განათლების შინაარსი?

განათლების შინაარსი თანამედროვე ქართულ სკოლაში განსაზღვრულია ზგემით(„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები).

200

რას ნიშნავს ტერმინი,,დიდაქტიკა"?

ტერმინი „დიდაქტიკა“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, წარმოსდგება სიტყვა „ didasko ” –საგან, რაც ჭკუისდარიგებას, ჭკუის სწავლებას ნიშნავს.

200

რა არის გონებრივი იერიში?

ეს არის მეთოდი,რომელიც გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად  განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას.

200

რა არის სტრატეგია 3,2,1?

მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს ორი–სამი წინადადებით  ჩამოწერონ:

3 რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო ახალ მასალაში;

2 რამ, რაზეც მეტი მინდა გავიგო;

1 რამ, რაც ბუნდოვანი დარჩა ჩემთვის.

გამოიყენება შეფასებისთვის,შესაძლოა კითხვების შეცვლა და განსხვავებულად გამოკითხვა

200

როგორ გესმით გაგრძელებებით კითხვა?

ერთი იწყებს კითხვას, სხვები მითითების მიხედვით განაგრძობენ კითხვას.

200

როდის ვიყენებთ თამაშის მეთოდს,მაგალითად როლურ თამაშებს?

გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა საკითხის შესახებ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის შეძება, არამედ რეალური ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენა, უნარ–ჩვევების გამომუშავება.

300

ჩამოთვალეთ დიდაქტიკის ძირითადი კატეგორიები?

დიდაქტიკის ძირითადი კატეგორიებია: განათლება და სწავლება. არის დაქვემდებარებული მნიშვნელობის ცნებები: სწავლა,  შეთვისება, ცოდნა, უნარი, ჩვევა.

300

რა არის ინდუქცია და დედუქცია?

სწავლების ინდუქციური მეთოდის დროს აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ; სწავლების დედუქციური მეთოდი,რომლის დროსაც პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ;

300

რა არის მეტაკოგნიცია?

მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ.

300

რა გულისხმობს შეგნებული კითხვა?

როდესაც მოსწავლეს სრულიად ესმის ყოველი სიტყვისა და წინადადების მნიშვნელობა,ანუ გააზრებული აქვს მისი დედააზრი

300

ჩამოთვალეთ ბლუმის ტაქსონომიის საფეხურები

ცოდნა,გაგება,გამოყენება,ანალიზი,სინთეზი,შეფასება

400

რა არის სწავლება?

სწავლება  არის  მასწავლებელისა და მოსწავლეთა ურთიერთმოქმედიანობის მიზანმიმართული პროცესი, რომლის მსვლელობაში ხორციელდება ადამიანის განათლება, აღზრდა და განვითარება.

400

რას ნიშნავს პირდაპირი და არაპირდაპირი სწავლება?

 პირდაპირი სწავლებისას ცოდნა მასწავლებლის გავლით გადაეცემა მოსწავლეებს, ხოლო არაპირდაპირი სწავლებისას მოსწავლეებს ეძლევათ ინფორმაცია ამ მითითებები ინფორმაციაზე, რომელზწე დაყრდნობითაც თავად აგებენ ცოდნას(მური, 2009; მუისი და რეინოლდსი, 2005).

400

რა არის ვენის დიაგრამა და როგორ გამოვიყენოთ?

ვენის დიაგრამა შედგება ორი ან მეტი ერთმანეთზე გადაჯაჭვული წრისაგან, რომლის შუაგულში სივრცეა. მისი გამოყენება შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო, კონტრასტული აზრების ან ინფორმაციას შორის მსგავსების სადემონსტრაციოდ.

400

ისაუბრეთ წერის სტრატეგია,,რაფთ"-ზე

“რაფთ”-ი არის მეთოდი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი როლი წერის პროცესში.ამ დროს დაფაზე იწერება როლი,აუდიტორია,ფორმატი და თემა და მოსწავლემ თავად უნდა აირჩიოს ვის როლში იქნება,რა თემაზე დაწერს,ვის მისწერს და რა ფორმატით მიწერს.

400

როგორ გესმით დისკუსიის სახე ,,კრიტიკული დისკუსია"?

კრიტიკული დისკუსიის დროს  მოსწავლეები ტექსტის მიმართ სკეპტიციზმს დაუფარავად გამოხატავენ, ყველაფერში ეჭვი ეპარებათ. სვამენ შეკითხვებს:  რა არის ეპიზოდის დედააზრი? რას გვთავაზობს ავტორი? კიდევ რა დაგვრჩა სათქმელი? და ა.შ

500

ჩამოთვალეთ თანდაყოლილი ინტელექტუალური უნარები,რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს სწავლების პროცესი?

(აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, წარმოსახვა, აზროვნება, მეტყველება, მოქმედება, ნებისყოფა

500

ჩამოთვალეთ ზეპირსიტყვიერი მეთოდები?

თხრობა, საუბარი, სასკოლო ლექცია

500

რა არის სტრატეგია,,T დიაგრამა" და როგორ გამოვიყენოთ?

 ეს სქემა მასწავლებელმა შეიძლება მრავალმხრივ გამოიყენოს. იგი ძალზე მოსახერხებელია საპირისპირო მოსაზრებების გამოსათქმელად; მოვლენებისა და ფაქტების შესაპირისპირებლად და შესადარებლად. მოქმედ გმირთა დასახასიათებლად.

500

ჩამოთვალეთ სწავლების 8 პრინციპი?

1)სწავლების მეცნიერულობის პრინციპი;

2)სწავლების პროცესის სისტემატურობისა და თანმიმდევრობის პრინციპი;

3)შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპი;

4)თვალსაჩინოების პრინციპი

5)ცოდნა–ჩვევების მტკიცედ შეთვისების პრინციპი.

 6)მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი

7)სწავლების მისაწვდომობის პრინციპი

8)სწავლების ცხოვრებასთან, პრაქტიკასთან კავშირის პრინციპი

500

რა როლს ასრულებს მასწავლებელი თამაშის პროცესში?

თამაშის პროცესში მასწავლებელი მხოლოდ   ინსტრუქტორი და დამხმარეა.გადაწყვეტილებას მთავარი მოქმედი პირები ღებულობენ (მოსწავლეები, სტუდენტები), რომელზეც დამოკიდებულია თამაშის დასასრული.

M
e
n
u