რა არის დიდაქტიკა და რა კითხვებზე პასუხობს?
დიდაქტიკა არის სწავლებისა და განათლების თეორია,პედაგოგიკის ნაწილი,რომელიც პასუხობს კითხვებზე:რა ვასწავლოთ?როგორ ვასწავლოთ?
რას ნიშნავს სიტყვა მეთოდი?
მეთოდი ბერძნული სიტყვისაგან “metodos” წარმოსდგება და ნიშნავს გზას, ხერხს, საშუალებას, რომელსაც ადამიანი იყენებს მის მიერ დასახული მიზნის, ამოცანების მისაღწევად, განსახორციელებლად.
როგორ გესმით სიტყვა,,კოგნიტური"?
შემეცნებითი,საგანმანათლებლო
რას ნიშნავს სიტყვა,,პრინციპი"?
პრინციპი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ამოსავალ დებულებას, გამომდინარეს ამა თუ იმ კანონზომიერებიდან, რომელსაც უნდა ემყარებოდეს მასწავლებელი სწავლების პროცესში.
რით არის განსაზღვრული განათლების შინაარსი?
განათლების შინაარსი თანამედროვე ქართულ სკოლაში განსაზღვრულია ზგემით(„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები).
რას ნიშნავს ტერმინი,,დიდაქტიკა"?
ტერმინი „დიდაქტიკა“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, წარმოსდგება სიტყვა „ didasko ” –საგან, რაც ჭკუისდარიგებას, ჭკუის სწავლებას ნიშნავს.
რა არის გონებრივი იერიში?
ეს არის მეთოდი,რომელიც გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას.
რა არის სტრატეგია 3,2,1?
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს ორი–სამი წინადადებით ჩამოწერონ:
3 რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო ახალ მასალაში;
2 რამ, რაზეც მეტი მინდა გავიგო;
1 რამ, რაც ბუნდოვანი დარჩა ჩემთვის.
გამოიყენება შეფასებისთვის,შესაძლოა კითხვების შეცვლა და განსხვავებულად გამოკითხვა
როგორ გესმით გაგრძელებებით კითხვა?
ერთი იწყებს კითხვას, სხვები მითითების მიხედვით განაგრძობენ კითხვას.
როდის ვიყენებთ თამაშის მეთოდს,მაგალითად როლურ თამაშებს?
გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა საკითხის შესახებ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის შეძება, არამედ რეალური ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენა, უნარ–ჩვევების გამომუშავება.
ჩამოთვალეთ დიდაქტიკის ძირითადი კატეგორიები?
დიდაქტიკის ძირითადი კატეგორიებია: განათლება და სწავლება. არის დაქვემდებარებული მნიშვნელობის ცნებები: სწავლა, შეთვისება, ცოდნა, უნარი, ჩვევა.
რა არის ინდუქცია და დედუქცია?
სწავლების ინდუქციური მეთოდის დროს აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ; სწავლების დედუქციური მეთოდი,რომლის დროსაც პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ;
რა არის მეტაკოგნიცია?
მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ.
რა გულისხმობს შეგნებული კითხვა?
როდესაც მოსწავლეს სრულიად ესმის ყოველი სიტყვისა და წინადადების მნიშვნელობა,ანუ გააზრებული აქვს მისი დედააზრი
ჩამოთვალეთ ბლუმის ტაქსონომიის საფეხურები
ცოდნა,გაგება,გამოყენება,ანალიზი,სინთეზი,შეფასება
რა არის სწავლება?
სწავლება არის მასწავლებელისა და მოსწავლეთა ურთიერთმოქმედიანობის მიზანმიმართული პროცესი, რომლის მსვლელობაში ხორციელდება ადამიანის განათლება, აღზრდა და განვითარება.
რას ნიშნავს პირდაპირი და არაპირდაპირი სწავლება?
პირდაპირი სწავლებისას ცოდნა მასწავლებლის გავლით გადაეცემა მოსწავლეებს, ხოლო არაპირდაპირი სწავლებისას მოსწავლეებს ეძლევათ ინფორმაცია ამ მითითებები ინფორმაციაზე, რომელზწე დაყრდნობითაც თავად აგებენ ცოდნას(მური, 2009; მუისი და რეინოლდსი, 2005).
რა არის ვენის დიაგრამა და როგორ გამოვიყენოთ?
ვენის დიაგრამა შედგება ორი ან მეტი ერთმანეთზე გადაჯაჭვული წრისაგან, რომლის შუაგულში სივრცეა. მისი გამოყენება შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო, კონტრასტული აზრების ან ინფორმაციას შორის მსგავსების სადემონსტრაციოდ.
ისაუბრეთ წერის სტრატეგია,,რაფთ"-ზე
“რაფთ”-ი არის მეთოდი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი როლი წერის პროცესში.ამ დროს დაფაზე იწერება როლი,აუდიტორია,ფორმატი და თემა და მოსწავლემ თავად უნდა აირჩიოს ვის როლში იქნება,რა თემაზე დაწერს,ვის მისწერს და რა ფორმატით მიწერს.
როგორ გესმით დისკუსიის სახე ,,კრიტიკული დისკუსია"?
კრიტიკული დისკუსიის დროს მოსწავლეები ტექსტის მიმართ სკეპტიციზმს დაუფარავად გამოხატავენ, ყველაფერში ეჭვი ეპარებათ. სვამენ შეკითხვებს: რა არის ეპიზოდის დედააზრი? რას გვთავაზობს ავტორი? კიდევ რა დაგვრჩა სათქმელი? და ა.შ
ჩამოთვალეთ თანდაყოლილი ინტელექტუალური უნარები,რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს სწავლების პროცესი?
(აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, წარმოსახვა, აზროვნება, მეტყველება, მოქმედება, ნებისყოფა
ჩამოთვალეთ ზეპირსიტყვიერი მეთოდები?
თხრობა, საუბარი, სასკოლო ლექცია
რა არის სტრატეგია,,T დიაგრამა" და როგორ გამოვიყენოთ?
ეს სქემა მასწავლებელმა შეიძლება მრავალმხრივ გამოიყენოს. იგი ძალზე მოსახერხებელია საპირისპირო მოსაზრებების გამოსათქმელად; მოვლენებისა და ფაქტების შესაპირისპირებლად და შესადარებლად. მოქმედ გმირთა დასახასიათებლად.
ჩამოთვალეთ სწავლების 8 პრინციპი?
1)სწავლების მეცნიერულობის პრინციპი;
2)სწავლების პროცესის სისტემატურობისა და თანმიმდევრობის პრინციპი;
3)შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპი;
4)თვალსაჩინოების პრინციპი
5)ცოდნა–ჩვევების მტკიცედ შეთვისების პრინციპი.
6)მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი
7)სწავლების მისაწვდომობის პრინციპი
8)სწავლების ცხოვრებასთან, პრაქტიკასთან კავშირის პრინციპი
რა როლს ასრულებს მასწავლებელი თამაშის პროცესში?
თამაშის პროცესში მასწავლებელი მხოლოდ ინსტრუქტორი და დამხმარეა.გადაწყვეტილებას მთავარი მოქმედი პირები ღებულობენ (მოსწავლეები, სტუდენტები), რომელზეც დამოკიდებულია თამაშის დასასრული.