რამდენი ათასი წლის წინ დასრულდა გამყინვარება?
დაახლოებით 10 ათასი წლის წინ;
რომელი ათასწლეულიდან იწყება ბრინჯაოს გამოყენება?
ძვ.წ. IV ათასწლეულიდან;
რომელი ძველი წინარესახელმწიფოებრივი გაერთიანებები არსებობდა საქართველოს ტერიტორიაზე?
დიაოხი და კოლხა;
რომელ საუკუნეში გაანადგურეს კიმერიელებმა და სკვითებმა კოლხას სამეფო?
ძვ.წ. მე-8 საუკუნეში;
რომელ საუკუნეში შეიქმნა აქემენიდური ირანის იმპერია?
ძვ.წ. მე-6 საუკუნეში;
რამდენი მილიონი წლით თარიღდება უძველესი ჰომინინი ტუმაი?
7 მილიონი წლით;
რომელ მდინარეებს შორის მოქცეულ ტეროტორიას ეწოდება შუამდინარეთი?
ტიგროსსა და ევფრატს შორის;
რომელი ქალაქები დააარსეს ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე?
დიოსკურია, პიტიუნტი, ფაზისი, გიენოსი
რომელ საუკუნეებში იჭრებოდა "კოლხური თეთრი"?
ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში;
რა იყო აქემენიდური ირანის რელიგია?
ზოროასტრიზმი - ცეცხლთაყვანისმცემლობა;
რას ეწოდება "ნეოლითური რევოლუცია"?
ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას და მიწათმოქმედების დაწყებას;
რა უწოდა ეგვიპტეს ისტორიკოსმა ჰეროდოტემ?
"ნილოსის ნობათი"
სად გაჩნდა მსოფლიოში უძველესი სახელმწიფო?
შუამდინარეთში
რომელი ქალაქი იყო კოლხეთის სამეფოს მთავარი ქალაქი?
ქუთაია - აია;
რომელ წლებში მიმდინარეობდა ბერძენ-სპარსელთა ომები?
ძვ.წ. 500-449 წლებში
დაახლოებით ძვ.წ. VI ათასწლეულიდან;
რომელი ათასწლეულებით თარიღდება მტკვარ-არაქსის კულტურა?
ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით;
როგორი დამწერლობა იყო შუამდინარეთში?
ლურსმული დამწერლობა.
ვის ჰქონდა ყველაზე მეტი ძალაუფლება სპარტაში?
1 წლის ვადით არჩეულ 5 ეფორს;
ვინ შექმნა ქართლის სამეფო?
ფარნავაზმა
ქვის რომელ ხანაში დაიწყო ადამიანმა საუბარი და აღმოაჩინა ცეცხლი?
ძველი ქვის ხანაში;
რითი გამოირჩეოდა თრიალეთის კულტურა?
ვინ შეძლო პირველად შუამდინარეთის გაერთიანება და შექმნა პირველი იმპერია?
აქადის მეფე სარგონმა
ჩამოთვლილთაგან, რომელი არ იყო ათენელი რეფორმატორი: ლიკურგე, დრაკონი, სოლონი, პერიკლე
ლიკურგე;
რომელი კულტი შემოიტანა ფარნავაზმა ქართლში?
არმაზის კულტი.