სწავლების ტენდენციები განათლებაში
რა არის ელექტრონული სწავლება?
ა. ელექტრონული სწავლება არის საგანმანათლებლო პროცესის ის ფორმა, რომელიც იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს მასალის მიწოდებისა და სწავლისთვის.
ბ. ონლაინ სწავლება
ა. ელექტრონული სწავლება არის საგანმანათლებლო პროცესის ის ფორმა, რომელიც იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს მასალის მიწოდებისა და სწავლისთვის.
რომელი ტიპის ონლაინ სწავლებაა გავრცელებული?
სინქრონული და ასინქრონული
როგორია ელექტრონული სწავლების როლი დღეს?
ის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას, მოქნილობას, ინდივიდუალურ მიდგომას და ახლის სწრაფად შესწავლას
რა არის გეიმიფიკაცია?
მარტივად რომ ვთქვათ, გეიმიფიკაციის განმარტება არის თამაშის დიზაინის ელემენ ტების და თამაშის პრინციპების გამოყენება არათამაშის კონტექსტში.
რა სარგებელი მოაქვს გეიმიფიკაციას საკლასო გარემოში?
ის ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს თანამშრომლობას, ამაღლებს ყურადღებას და ამარტივებს რთული საკითხების გაგებას.
როდის დაიწყო ელექტრონული სწავლების გამოყენება?
ა. ელექტრონული სწავლება XX საუკუნეში განვითარდა
ბ. ელექტრონული სწავლება XIX საუკუნეში განვითარდ
ა. ელექტრონული სწავლება XX საუკუნეში განვითარდა
როგორ შეუძლია გემიფიკაციას გავლენა მოახდინოს და მოტივირება მოახდინოს ადამიანებზე?
❖ აღვიძებს ცნობისმოყვარეობას. ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს მომხმარებლების მოტივაციას, რათა მათ შეძლონ წინსვლა და მეტი ჯილდოს მიღება. ❖ ხელს უწყობს კონკურენციას. სხვა მომხმარებლების მიღწევებით დაფები მოუწოდებს მოთამაშეებს მიაღწიონ მეტს და შეადარონ თავიანთი შედეგები სხვებთან. ❖ ქმნის კონტროლის გრძნობას. არავის უყვარს რაღაცის იძულება. სწორედ ამიტომ, გეიმიფიკაციის მთავარი მიზანია მომხმარებლებს მისცეს კონტროლი და მათ გადაწყვიტონ, რომელი ეტაპის დასრულებას აპირებენ შემდეგში.
რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული სწავლება თანამედროვე განათლებაში?
ის უზრუნველყობს განათლების ხელმისაწვდომობას ...
რას ნიშნავს კოლაბორაციული ელექტრონული სწავლება?
კოლაბორაციული ელექტრონული სწავლება თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც მრავალ სტუდენტს უწევთ თანამშრომლობა და გუნდურად გარკვეული დავალელების შესრულება, რაც საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებათ. აღნიშნული სწავლების ტიპი იზიარებს მოსაზრებას, რომ ცოდნა ყველაზე კარგად ვითარდება ჯგუფური მუშაობისას, სადაც მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება და ერთმანეთისგან სწავლა
არის თუ არა გეიმიფიკაცია ეფექტური და რატომ?
კვლევების მიხედვით, სწორად გამოყენებული გეიმიფიკაცია აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.
ინტერნეტის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, ვინ ასწავლიდა სტუდენტებს მიწერ-მოწერის საშუალებით?
ა. 1840-იან წლებში ისააკ პიტმანი მიწერ-მოწერის საშუალებით ასწავლიდა თავის სტუდენტებს
ბ. 1999-იან წლებში ელიოტ მასი მიწერ-მოწერის საშუალებით ასწავლიდა თავის სტუდენტებს
ა. 1840-იან წლებში ისააკ პიტმანი მიწერ-მოწერის საშუალებით ასწავლიდა თავის სტუდენტებს
რას ნიშნავს ფიქსირებული ელექტრონული სწავლება?
ფიქსირებული ელექტრონული სწავლება ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებული შინაარსი უცვლელია და ყველა სტუდენტი იღებს ერთსა და იმავე ინფორმაციას. მასალები წინასწარ არის განსაზღვრული და სტუდენტის უპირატესობებზე არ არის მორგებული.
ჩამოთვალეთ ელექტრონული სწავლების 3 ძირითად ტიპი:
დისტანციური
დასწრებული
ჰიბრიდული
როგორია " დასწრებული" ელექტრონული სწავლება?
სწავლების პროცესს ეწოდება დასწრებული თუ იგი პედაგოგისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში მიმდინარეობს და სასწავლო მასალის მიწოდება ელექტრონული კურსის მეშვეობით ხორციელდება
რას ნიშნავს ინდივიდუალური ელექტრონული სწავლება?
ინდივიდუალური ონლაინ სწავლება ორიენტირებულია სასწავლო პროცესში ჩართული სტუდენტების შედეგების მიღწევაზე. ამ ტიპის სწავლებისას ყურადღება არ არის გამახვილებული ადაპტირებული სასწავლო მასალის შექმნაზე. ინდივიდუალური ონლაინ სწავლა უკვე ათასობით წელია ნორმად ითვლება ტრადიციულ საკლასო ოთახებში. მისი პრაქტიკაში გამოყენების დროს სტუდენტები ინდივიდუალურად სწავლობენ სსხვადასხვა საკითხებს და ითვლება, რომ მათ საკუთარ მიზნებს თავად უნდა მიაღწიონ.
რას ნიშნავს დიფერენცირებული სწავლება ონლაინ სივრცეში?
დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს მასალის, მიდგომებისა და შეფასების მორგებას მოსწავლის უნარებზე, ინტერესებზე და საჭიროებებზე
რას ნიშნავს ადაპტირებული ელექტრონული სწავლება?
ადაპტირებული ელექტრონული სწავლება ონლაინ სწავლების ახალი და ინოვაციური სახეობაა, რაც თითოეული სტუდენტისათვის სასწავლო მასალების მორგების შესაძლებლობას იძლევა. ადაპტირებული ელექტრონული სწავლებისას გათვალისწინებულია ისეთი ასპექტები როგორიცაა: სტუდენტთა მოსწრება, მიზნები, შესაძლებლობები, უნარები და მახასიათებლები. ის საშუალებას იძლევა, რომ სასწავლო პროცესი ინდივიდუალური და სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული გახდეს.
რას ნიშნავს კომპიუტერის დახმარებით სწავლება - Computer Assisted Learning ?
1)კომპიუტერის დახმარებით სწავლება (CAL) ელექტრონული სწავლების კიდევ ერთი სახეობაა, რომლის დროსაც კომპიუტერებს ტრადიციულ სწავლებასთან ერთად იყენებენ.
2)აღნიშნული მეთოდოლოგია გულისხმობს სწავლების გასაუმჯობესებლად ისეთი მულტიმედიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებას როგორიცაა: ტექსტი, გრაფიკა, ხმა და ვიდეო. კომპიუტერის დახმარებით სწავლების ძირითად მნიშვნელობას წარმოადგენს ინტერაქტიულობა, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას პასიური პოზიციიდან გადავიდეს აქტიურ როლში სხვადასხვა სწავლებისა და ტესტირებისმექანიზმების გამოყენებით.
რას ნიშნავს კომპიუტერით მართვადი სწავლება (Computer Managed Learning) ?
1)კომპიუტერით მართვადი სწავლების (CML) შემთხვევაში, ცნობილია როგორც კომპიუტერით მართვადი ინსტრუქცია (CMI), კომპიუტერებს იყენებენ სასწავლო პროცესების მართვისა და შეფასების მიზნით.
2)კომპიუტერით მართვად სასწავლო სისტემებს საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ ინფორმაციის შენახვისა და მიღებისათვის, რაც ეხმარებათ სწავლების პროცესის მართვაში. ეს შეიძლება მოიცავდეს: პედაგოგებისა და სტუდენტების რეგისტრაციის, სასწავლო ცხრილების,სალექციო ბადის და ტრენინგ მასალების შესახებ ინფორმაციას.
რას ნიშვავს იყო ციფრული მოქალაქე? მოიყვანეთ არგუმენტები
ციფრული მოქალაქე არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობით, ეთიკურად და უსაფრთხოდ იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს.
არგუმენტები:
იცავს ონლაინ ეთიკას და ციფრულ წესებს
აფასებს პირად მონაცემებს და იცავს კონფიდენციალურობას
პასუხისმგებლობით იყენებს სოციალურ მედიას
იცის, როგორ განსაზღვროს სანდო ინფორმაცია ინტერნეტში
ვინ გამოიყენა ელექტრონული სწავლება პირველად და სად?
ა. ელიოტ მასიმ პირველად გამოიყენა ტექნიკური სწავლების კონფერენციაზე
ბ. დანიელ პენაკმა საჯარო ლექციაზე
ა. ელიოტ მასიმ პირველად გამოიყენა ტექნიკური სწავლების კონფერენციაზე
დაახასიათე სინქრონული ელექტრონული სწავლების მეთოდი
სინქრონული ონლაინ სწავლება სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალებას აძლევს სასწავლო პროცესში ერთდროულად იყვნენ ჩართულნი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ის ხშირად მოიცავს ონლაინ ჩათებს, ვიდეოკონფერენციებსა და ლექციებს პირდაპირ ეთერში, რაც საშუალებას აძლევს კურსის მონაწილეებსა და ინსტრუქტორებს მყისიერად დასვან/ უპასუხონ კითხვებს
დაახასიათე ასინქრონული ელექტრონული სწავლების მეთოდი
ასინქრონული ონლაინ სწავლებისას სტუდენტთა ჯგუფები დამოუკიდებლად სწავლობენ ერთსა და იმავე მასალას სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე. მიჩნეულია, რომ ასინქრონული ელექტრონული სწავლება უფრო მეტადაა სტუდენტზე ორიენტირებული, ვიდრე სინქრონული, რადგან აღნიშნული სწავლების ტიპი სტუდენტს უფრო მეტ მოქნილობას სთავაზობს.
ჩამოთვალეთ საკლასო ოთახის გეიმიფიცირების 5 გზა
ქულების სისტემა
გამოწვევები და მისია
ბეჯები და ჯილდოები
განმავითარებელი შეფასება
დიფერენცირება და სხვ.
რომელია ყველაზე პოპულარული გამიფიცირებული აპი ელექტრონული სწავლების სექტორიდა?
დუოლინგო - ენის შემსწავლელი
ხანის აკადემია - ეს არის საგანმანათლებლო აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თითქმის ყველაფრის შესასწავლად, ისტორიიდან მეცნიერებამდე.